ბრუსკეტა პომიდვრითა და ლიმონის არომატის თევზის ზეთით
ბრუსკეტა რეცეპტი პომიდვრითა და ვირთევზას ღვიძლის ზეთით ლიმონის არომატით
ბრუსკეტას ეს რეცეპტი იდეალურია აპეტაიზერად ან წასახემსებლად. მიართვით სტუმრებს, ან უბრალოდ, როდესაც რაიმე გემრიელის მირთმევა გსურთ. გაფორმეთ სხვადასხვა რამით იმის მიხედვით, თუ რა გიდევთ კარადაში. ბრუსკეტას რეცეპტი ახალი პომიდვრითა და ბაზილიკით, ცოცხალ და ახალ გემოს იძენს მიოლერის ლიმონის არომატის ვირთევზას ღვიძლის ზეთის დამატებით.
იხილეთ სხვა ჯანსაღი რეცეპტები მიოლერის ვირთევზას ღვიძლის ზეთთან ერთად აქ
ულუფა: 4
ინგრედიენტები:
- ახალდამზადებული პური
- 2 მუჭა მწიფე პომიდორი
- ახალი ბაზილიკა
- ზღვის მარილი
- წიწაკა
- თეთრი ღვინის ძმარი
- 2–3 სუფრის კოვზი ვირთევზას ღვიძლის ზეთი ლიმონის არომატით
მომზადება:
- აიღეთ პომიდორი, დაჭერით წვრილად ან მოზრდილ ნაწილებად თქვენი სურვილის მიხედვით. მოათავსეთ ფიალაში.
- დაუმატეთ დაჭრილი ბაზილიკი, მოაყარეთ მარილი და წიწაკა და დაამატეთ მიოლერის ლიმონის არომატის ვირთევზას ღვიძლის ზეთი ძმრით.
- დაჭერით პური და ნაჭრები ზემოდან გააფორმეთ პომიდვრის ამ ნაზავით.