D ვიტამინი ბავშვის განვითარებისთვის

D ვიტამინი ბავშვის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საჭიროა ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვის, თუმცა განსაკუთრებით საჭიროა ბავშვებისთვის.

საინტერესოა, ბავშვებისთვის რატომაა საჭირო D ვიტამინი და რა დოზის მიღებაა მათთვის რეკომენდებული. 

რატომა არის D ვიტამინი მნიშვნელოვანი ბავშვებისთვის?

D ვიტამინი ცხიმში ხსნადი ვიტამინია, რომელსაც დიდი როლი აქვს ორგანიზმის სხვადასხვა ფუნქციის შენარჩუნებაში, განსაკუთრებით: 

  • წვრილი ნაწლავიდან კალციუმისა და ფოსფატის ათვისება.
  • სისხლის მიმოქცევაში მინერალების განაწილება და მობილიზება, ღვიძლში რეაბსორბცია, რითიც ორგანიზმი სრულ სარგებელს მიიღებს.  

D ვიტამინს სწორედ ამ პროცესების მეშვეობით შეაქვს წვლილი ძვლოვანი და იმუნური სისტემების სიჯანსაღის შენარჩუნებაში.

იხილეთ სხვა სტატიები ვიტამინებისა და მინერალების შესახებ 

D ვიტამინი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის

D ვიტამინს დიდი წვლილი შეაქვს ბავშვების ძვლოვანი სისტემის განვითარებაში. ძვლოვან სისტემას კი ორგანიზმი ზრდის პროცესში ეყრდნობა სხვადასხვა ფიზიკური გამოწვევის ფონზე.  

იხილეთ სხვა სტატიები ბავშვებისა და მშობლების შესახებ 

D ვიტამინის დღიური დოზა ბავშვებისთვის

NHS-ის რეკომენდაციით, ერთი წლის ასაკიდან ბავშვებისთვის D ვიტამინის საჭირო დღიური დოზაა 10 მიკროგრამი. 

ტრადიციული მიოლერის ვირთევზას ღვიძლის ზეთის გარდა, მიოლერი გთავაზობთ რამდენიმე ალტერნატივას სპეციალურად ბავშვებისთვის სამი წლის ასაკიდან საჭირო D ვიტამინის დღიური დოზის მისაღებად: Möller’s Cod Liver Oil Fruits და Möller’s Omega-3 Fish (გემრიელი თევზის ფორმის ჟელიბონები ხილის არომატით).

D ვიტამინის წყაროები

D ვიტამინის ძირითადი წყაროებია: საკვები, მზის სინათლე და ვირთევზას ღვიძლის ზეთი.  D ვიტამინი რამდენიმე ფორმით არსებობს, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია D2 და D3. D3 ვიტამინი გვხვდება ისეთ ცხოველურ წყაროებში, როგორებიცაა მიოლერის ვირთევზას ღვიძლის ზეთი, ცხიმოვანი თევზები, თევზის ღვიძლი და კვერცხი. D2 ვიტამინი კი მოიპოვება არაცხოველურ წყაროებში: მცენარეები, სოკო და საფუარი. D ვიტამინის გამომუშავება ორგანიზმს თავადაც შეუძლია, თუ კანზე მზის სინათლე პირდაპირ ხვდება.  

რადგანაც ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მზის სინათლის ნაკლებობაა, განსაკუთრებით, ზამთარში, D ვიტამინის მიღება მზისგან სამკაოდ რთულია. ასევე სირთულეს წარმოადგენს ბავშვებისათვის D ვიტამინით მდიდარი საკვების მიღებაც, როგორიცაა ცხიმოვანი თევზი. ამიტომაც მიოლერი ბავშვებისათვის საუკეთესო ალტერნატივას გთავაზობთ – Möller’s Omega-3 Fish. 

D ვიტამინის დეფიციტი ბავშვებში  

D ვიტამინის დეფიციტი წარსულში რაქიტის დაავადებასაც კი იწვევდა ისეთ არეალებში, სადაც ცხიმოვანი თევზების, მოცვისა და სხვა D ვიტამინით მდიდარი საკვების ნაკლებობაა. მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით ეს დაავადება იშვიათია, D ვიტამინის მიღება მაინც აუცილებელია. 

D ვიტამინის ნაკლებობა დაავადებებს მოგვიანებით, სიბერეშიც იწვევს, როდესაც ოსტეოპოროზის დიდი რისკი არსებობს.  ასე რომ, არ შეაყოვნოთ ამ დაავადების პრევენცია!