coppia si gode i benefici dell'olio di fegato di merluzzo
ომეგა 3-ისა და D ვიტამინის ერთად მიღება მნიშვნელოვანია ძვლოვანი სისტემისათვის

D ვიტამინი  – CLO-ს (ვირთევზას ღვიძლის ზეთის) ერთ-ერთი უდიდესი სარგებელია

D ვიტამინი  CLO-ს სარგებელია .

ძლიერი იმუნური სისტემის, ძვალ-სახსროვანი სისტემის, თუ გონებრივი განვითარებისათვის ომეგა 3 ცხიმოვან მჟავებთან ერთად D ვიტამინის მიღება აუცილებელია.

ვირთევზას ღვიძლის ზეთში შემავალ ომეგა 3 ცხიმოვან მჟავებთან ერთად მასში შემავალი D ვიტამინია.

 

D ვიტამინი ცხიმში ხსნადი ვიტამინების ჯგუფს მიეკუთვნება (ანუ იმისთვის, რომ ორგანიზმმა კარგად შეიწოვოს ის, საჭიროა ცხიმთან ერთად მივიღოთ)

სწორედ ამიტომ ვირთევზას ღვიძლის ზეთი საუკეთესო პროდუქტია, რადგან ის ბუნებრივად შეიცავს D ვიტამინის საჭირო დღიურ დოზას ასევე თავად არის ცხიმი, რომელიც ორგანიზმს ეხმარება შეიწოვოს D ვიტამინი.

იცით, რომ თევზის გარდა ომეგა სამის სხვა წყაროებიც არსებობს?

 

 

 

 

D ვიტამინი  – ვირთევზას ღვიძლის ზეთი ერთ-ერთი უდიდესი სარგებელი

მიოლერის ვირთევზას ღვიძლის ზეთი (CLO Cod Liver Oil) არის ომეგა-3-ის ერთადერთი ერთერთი საუკეთესო წყარო. იგი ასევე შეიცავს რამდენიმე ვიტამინსაც, რომელთაგანაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია D ვიტამინი.

D ვიტამინი ვირთევზას ღვიძლის ზეთში

უნდა ვიცოდეთ, რომ ერთი ჩაის კოვზი ვირთევზას ღვიძლის ზეთი უზრუნველყოფს D ვიტამინის  დღიურ დოზას. 10 μg (მიკროგრამი, 400 IU) D ვიტამინის დღიური დოზა რეკომენდებულია 1-დან 75 წლამდე ასაკის ადამიანებისათვის, ხოლო 75 წელს ზემოთ 20 μg. თუ ადამიანს აქვს D ვიტამინის ნაკლებობა, დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს ადრეულ ასაკშიც.

ვირთევზას ღვიძლის ზეთის D ვიტამინის მნიშვნელობა

D ვიტამინი საკმაოდ მნიშვნელოვანია ორგანიზმის მიერ კალციუმის ათვისებაში, რომელიც წარმოადგენს ძვლოვანი სისტემის მნიშვნელოვან საშენ მასალას. ამდენად, D ვიტამინს გააჩნია უდიდესი როლი ძვლების გაძლიერებაში მთელი ცხოვრების განმავლობაში. D ვიტამინის ნაკლებობამ დიდი ხნის განმავლობაში, შესაძლოა, გამოიწვიოს ისეთი  დეფიციტური დაავადებები, როგორიცაა ზრდასრულებში – ოსტეოპოროზი, ხოლო ბავშვებში – რაქიტი. ასე რომ, საკმარისი D ვიტამინი მნიშვნელოვანია, როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე ხანდაზმულთათვის.

რა დოზითაა D ვიტამინი მიოლერის ვირთევზას ღვიძლის ზეთში?

ერთი კოვზი მიოლერის ვირთევზას ღვიძლის ზეთი (5 მლ) შეიცავს 10 μg D (400 IU) ვიტამინს და შესაბამისად, ფარავს მოსახლეობის უმრავლესობისათვის საჭირო დღიურ დოზას.

ბრიტანეთის ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (NHS) თანახმად, ბუნებრივ კვებაზე მყოფი ჩვილებისათვის დაბადებიდან 1 წლამდე რეკომენდებულია D ვიტამინს დღიური დანამატი 5-10 მიკროგრამის რაოდენობით. ხელოვნურ კვებაზე მყოფი ჩვილებისათვის არ არის რეკომენდებული D ვიტამინის დანამატი მანამ, სანამ ისინი იღებენ 500 მილილიტრზე მეტ ხელოვნურ საკვებს, რადგანაც ჩვილთა ხელოვნური საკვები გაჯერებულია D ვიტამინით.

D ვიტამინის წყაროები

D ვიტამინი მოიპოვება ომეგა-3-ის ბევრ წყაროში და განსაკუთრებით, ცხიმიან თევზში, თევზის ქვირითსა და თევზის ღვიძლში. თუმცა, ყველასათვის ხელმისაწვდომია D ვიტამინის ამოუწურავი წყარო, კერძოდ, მზე. როდესაც კანს პირდაპირ ეხება მზის სხივები, ორგანიზმი კანში არსებულ გარკვეულ ნივთერებას გარდაქმნის D ვიტამინად. ამიტომ D ვიტამინი წარმოადგენს ვიტამინად კლასიფიცირებულ ერთადერთ ნაერთს, რომელსაც ორგანიზმი გამოიმუშავებს.

D ვიტამინი მზისგან

იმისდა მიხედვით, თუ სად ცხოვრობთ, დღის რომელი მონაკვეთია, წელიწადის რომელი დროა, კანის რა ფერი გაქვთ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით შეგიძლიათ D ვიტამინის მარაგი მიიღოთ ყოველ დღე პირდაპირ მზის სხივებქვეშ. თუმცა, კანის მხოლოდ მცირე ნაწილი შეიძლება იყოს მზის სხივების ქვეშ და შესაბამისად, არ იყოს საკმარისი სასურველი ეფექტისათვის. დროის ხანგრძლივობა, რაც სჭირდება საკმარისი D ვიტამინის შექმნას, ინდივიდუალურია და ასევე დამოკიდებულია ზემოთ ხსენებულ ფაქტორებზე. მაგალითად, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზამთარში დღის ხანგრძლივობა მოკლეა და რთულია ორგანიზმისათვის მზის სხივების მიწოდება, რათა გამომომუშავდეს საკმარისი D ვიტამინი. ასევე, მზიან ქვეყნებში, სადაც მოსახლეობა არ იმყოფება მზის სხივების ქვეშ საკმარისი დროის განმავლობაში, შეუძლებელია საჭირო რაოდენობით D ვიტამინის წარმოქმნა.

NHS ურჩევს ადამიანების კონკრეტულ ჯგუფებს, რომელთაც არ აქვთ საშუალება, მზის სხივებისგან მიიღონ სარგებელი, ყურადღება მიაქციონ D ვიტამინის დოზას. ასეთ ადამიანებს განეკუთვნებან

  • ხანდაზმულთა სახლის ბინადარნი;
  • ადამიანები, რომელთაც ძირითადად გარეთ გასვლისას აცვიათ ტანსაცმელი, რომელიც ფარავს კანის უდიდეს ნაწილს.
  • ხშირად არ/ვერ გადიან გარეთ – მაგალითად, თუ მთელი დღე იმყოფებით ოფისში ან ვერ ტოვებთ სახლს ჯანმრთელობის/ხანდაზმულობის გამო.

თუ თქვენი კანი მუქი ფერისაა – მაგალითად, წარმოშობა გაქვთ აფრიკული, აფრო-კარიბიული ან აზიური – შესაძლოა თქვენც ვერ გამოიმუშავებდეთ საკმარის D ვიტამინს.

ვიტამინი D დანამატები

ისეთი დანამატები, როგორიცაა მიოლერის ვირთევზას ღვიძლის ზეთი, შესაძლოა, აღმოჩნდეს გამოსავლად თქვენი ორგანიზმისათვის ვიტამინი D-ს საჭირო დღიური დოზის მისაღებად.

დღეში 5 მლ ერთი კოვზი მიოლერის ვირთევზას ღვიძლის ზეთი უზრუნველყოფს D ვიტამინის დღიურ საჭირო დოზას, როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე ხანდაზმულთათვის. იგი ამავდროულად შეიცავს ომეგა-3-ს, A და E ვიტამინებს. ვიტამინი A არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მხედველობისათვის და ორგანიზმის იმუნურ სისტემის გაძლიერებისათვის ინფექციების წინააღმდეგ, ხოლო E ვიტამინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა უჯრედების დამჟანგველი სტრესისაგან დაცვა.