D ვიტამინი- რა არის და რისგან მიიღება

D ვიტამინი ხშირად ვირთევზას ღვიძლის ზეთთან (CLO), თევზთან და მზესთანაა დაკავშირებული,

მაგრამ ზუსტად რას წარმოადგენს D ვიტამინი და რატომაა ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი? იცოდით, რომ D ვიტამინი სინამდვილეში ვიტამინიც კი არაა?

რა არის D ვიტამინი?

D ვიტამინი წარმოადგენს ცხიმში ხსნად ვიტამინს, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს ორგანიზმი მინერალებთან დაკავშირებულ ფუნქციებში, როგორებიცაა: სისხლში კალციუმის დონის შენარჩუნება, სწორი ნაწლავიდან ფოსფორისა და კალციუმის ათვისება, თირკმლებში კალციუმის რეაბსორბცია და ორგანიზმისათვის არსებული მინერალებისგან სარგებლის მიღების ხელშეწყობა. აქედან გამომდინარე, D ვიტამინს დიდი როლი აქვს ძვლოვანი სტრუქტურისა და კუნთების, ასევე იმუნური სისტემის ფუნქციონირების შენარჩუნებაში.

იხილეთ სხვა სტატიები ვიტამინებისა და მინერალების შესახებ

D ვიტამინი ვირთევზას ღვიძლის ზეთში

ვირთევზას ღვიძლის ზეთი საუკუნეების განმავლობაში D ვიტამინის უმნიშვნელოვანეს წყაროს წარმოადგენდა, თუმცა, მისი პოპულარობა სათავეს იღებს 1854 წლიდან, როდესაც  პიტერ მიოლერმა ვირთევზას ღვიძლის ზეთის წარმოების რევოლუციური მეთოდი გამოიგონა.  მიოლერის ვირთევზას ღვიძლის ზეთი მიიღება ჩრდილოაღოსავლური არქტიკული ვირთევზას ღვიძლიდან, რომელიც ყოველწლიურად ნორვეგიის სანაპიროებისკენ მიგრირებს. ვირთევზას ღვიძლის ზეთი არა მხოლოდ D და A ვიტამინებით, არამედ ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებითაც მიდარია.

5 მლ მიოლერის ვირთევზას ღვიძლის ზეთი შეიცავს 10 მიკროგრამ D ვიტამინს, რაც რეკომენდებული დღიური დოზაა 2-დან 75 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის. ხოლო 75 წლის ზევით D ვიტამინი რეკომენდებული დოზა 20 მიკროგრამს წარმოადგენს.

D ვიტამინი საკვებში

D ვიტამინი რამდენიმე ფორმით არსებობს, რომელთაგანაც ყველაზე გავრცელებულია D2 და D3. D2 ვიტამინი გვხვდება არაცხოველურ წყაროებში, როგორებიცაა მცენარეები, საფუარი და სოკო, ხოლო D3 ვიტამინი – კვერცხში, ცხიმოვან თევზებში, თევზის ქვირითსა და ღვიძლში და ასევე ვირთევზას ღვიძლის ზეთში. ორივე მათგანი ჯანმრთელობისათვის სასარგებლოა, თუმცა, კვლევებით დასტურდება, რომ ორგანიზმისათვის D3 ვიტამინის ათვისება, დაშლა და გამოყენება უფრო ადვილია. ამიტომაც ცხოველური საკვების მიღება რეკომენდებულია D ვიტამინის ოპტიმალური ეფექტის უზრუნველსაყოფად.

იხილეთ 10 მიკროგრამი D ვიტამინის მისაღებად საჭირო საკვები დოზის სია:

  • D ვიტამინით მდიდარი რძე – 1250 გ
  • ორაგული – 88 გ
  • კვერცხის გული – 83 გ
  • სოკო – 75 გ
  • ვირთევზას ღვიძლი – 11 გ
  • მიოლერის ვირთევზას ღვიძლის ზეთი – 5 გ

კვლევების მიხედვით, სოკო D2 ვიტამინით მდიდარია ხელოვნური ულტრაიისფერი სინათლის გამო. წელიწადის ნებისმიერ დროს თხუთმეტი წუთის განმავლობაში მზის სხივების პირდაპირი გავლენით 85 გრამ სოკოში 2-20 გრამი D2 ვიტამინი გამოიყოფა.

D ვიტამინის ტრადიციული წყაროებია ცხიმოვანი თევზები და თევზის ღვიძლი, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავს D3 ვიტამინსა და ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს.

მზისგან მიღებული D ვიტამინი

მიუხედავად იმისა, რომ D ვიტამინის წყაროდ მზის სინათლე მიიჩნევა, სინამდვილეში ამ ვიტამინს ორგანიზმი თავად გამოიმუშავებს მზის სხივების ზეგავლენით. აქედან გამომდინარე,  D ვიტამინი სულაც არ წარმოადგენს ნამდვილ ვიტამინს, რადგანაც ვიტამინები განისაზღვრება, როგორც საკვები ნივთიერება, რომელსაც ორგანიზმი თავად ვერ გამოიმუშავებს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ საკმარისი D ვიტამინის გამოსაყოფად საჭიროა, მზის სინათლე კანის დიდ ნაწილს დღეში მინიმუმ 20 წუთის განმავლობაში ხვდებოდეს. რაც უფრო მუქი ფერისაა კანი, უფრო დიდი ხანი გჭირდებათ მზის სინათლის ქვეშ გატარება.

D ვიტამინის დეფიციტი

D ვიტამინის დეფიციტი ზოგ შემთხვევაში ოსტეოპოროზსაც იწვევს. ორგანიზმში D ვიტამინისა და კალციუმის დაბალი დონე ასუსტებს კბილებსა და ფეხებს. მიუხედავად იმისა, რომ ოსტეოპოროზი სიბერეში უფრო ხშირია, ძვლოვანი სისტემის სიჯანსაღის შენარჩუნება მთელი ცხოვრების განმავლობაში მნიშვნელოვანია.

D ვიტამინის დეფიციტს ბევრი რამ იწვევს. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში განსაკუთრებით რთულია D ვიტამინის მიღება მზის სინათლის ნაკლებობის გამო. ზოგიერთი ადამიანი კი არ მიირთმევს D ვიტამინით მდიდარ საკვებს. ასეთ შემთხვევებში რეკომენდებულია მიოლერის ვირთევზას ღვიძლის ზეთის მიღება.