DHA, un ácido graso Omega-3 esencial

DHA – სიცოცხლისთვს საჭირო ცხიმოვანი მჟავა

DHA – სიცოცხლისთვის საჭირო ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავა

ალბათ გსმენიათ, რომ DHA საჭირო ცხიმოვან მჟავას წარმოადგენს. თუმცა, საინტერესოა, რატომ.

იხილეთ სხვა სტატიები ომეგა-3-ის შესახებ

დოქსოჰექსანოიკური მჟავა (DHA) არის ერთ-ერთი მრავალატომური ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავა, რომელიც, დამტკიცებულია, რომ ორგანიზმისათვის სასარგებლოა. იგი საჭიროა  გულისა და თვალის ნორმალური ფუნქციონირების შესანარჩუნებლად და მდებარეობს ტვინში, კანსა და თვალებში.

DHA გამომუშავდება ორგანიზმში მოკლეჯაჭვური ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავიდან ALA (რომელსაც ჩვენ ვიღებთ სხვადასხვა მცენარეული საკვებისგან, როგორებიცაა სელი, სალბი და ნიგოზი), თუმცა გადამუშავების მაჩვენებელი მცირედია, ხშირად 1%-ის ოდენობით. ორგანიზმში DHA-ს რაოდენობის გაზრდისთვის საჭიროა თევზის ან ვირთევზას ღვიძლის ზეთის დანამატის მირთმევა. რადგანაც DHA გვხვდება თევზსა და  წყალმცენარეებში, მრავალატომური ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავების საუკეთესო წყაროდ სწორედ თევზი და წყალმცენარეები მოიაზრება.

DHA-ს წყაროები

ზღვის პროდქტებიდან მიღებული ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავების, EPA-სა და DHA-ს პირველადი წყაროები მიკროწყალმცენარეები გახლავთ (მაგალითად, ფიტოპლაქტონი). ბალახისმჭამელი თევზები ამ ორგანიზმებს ჭამენ და ცხიმის ქსოვიილში ინახავენ ომეგა-3-ის ცხიმოვან მჟავებს EPA და DHA.

DHA-სა და EPA-ს კონცენტრაცია თევზის სხვადასხვა ჯიშში განსხვავებულია და სეზონების მიხედვით იცვლება. ამიტომაც საჭიროა, განასხვავოთ ცხიმოვანი და და უცხიმო თევზი.  უცხიმო თევზის მაგალითებია: ვირთევზა, პიქმა. მიუხედავად იმისა, რომ ვირთევზა უცხიმო თევზად მიიჩნევა, მისი ღვიძლი შეიცავს საკმაო რაოდენობის ომეგა-3-ის ცხიმოვან მჟავას. ცხიმოვანი თევზები კი გახლავთ: სკუმბრია, ანჩოუსი, ორაგული და ქაშაყი, რომლებიც ომეგა-3-ს ერთი და იმავე რაოდენობით შეიცავს. თუმცა, ცხიმოვანი თევზის ფილე ომეგა-3-ის მეტ დოზას შეიცავს, ვიდრე უცხიმო თევზი.

DHA ტვინისა და თვალის ჯანმრთელობისათვის

სხეულის უჯრედის მემბრანების აუცილებელი კომპონენტია DHA, განსაკუთრებით ტვინსა და თვალის ბადურაში. DHA შეადგენს ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავების 90%-ს, ხოლო ტვინში მდებარე ცხიმების 25%-ს.

DHA ძირითადად მოიპოვება ტვინის რუხ მასაში. ტვინის ეს ნაწილი პასუხისმგებელია ინფორმაციის, მოგონებებისა და ემოციების გადამუშავებაზე, ეს ყველაფერი კი მნიშვნელოვანია სოციალური, ემოციური და ქცევითი განვითარებისათვის.

DHA-ს უმნიშვნელოვანესი სარგებელი ტვინისა და თვალის ნორმალური ფუნქციონირების შენარჩუნებაა, ამისათვის კი საჭიროა დღეში 250 მილიგრამის მიღება.

ომეგა-3-ის ოპტიმალური რაოდენობა

ზოგადად, რეკომენდებულია, რომ საკვები ენერგიის 1% მოდიოდეს ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავებიდან. დღიურად 2,200 კკალ-ით მიიღებთ ომეგა-3-ს 2 გრამის ოდენობით, მათ შორის, ALA-სა და სხვა ცხიმოვან მჟავებს.

DHA-სა და EPA-ს დღიურად 250 მილიგრამის ოდენობით მიღება რეკომენდებულია გულის, ტვინისა და თვალების ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ერთი კოვზი (5 მლ) ვირთევზას ღვიძლის ზეთი მოგამარაგებთ 1.2 გ ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავებით, რომელიც შეიცავს 1 გ EPA-სა და DHA-ს, NHS-ის მიერ რეკომენდებულ D ვიტამინის დღიურ 10 მიკროგრამთან ერთად.

ბავშვები და  DHA

DHA მნიშვნელოვანია ბავშვებისათვის, რადგანაც ტვინი ზრდასრულობის ასაკამდე ვითარდება. DHA-ს დღიური 250 გ დოზის მიღებას დიდი როლი მიუძღვის ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებაში.

რადგანაც ყველა ბავშვი ცხიმოვან თევზს არ მიირთმევს კვირაში 2-3-ჯერ, DHA-ს EPA-სა და D ვიტამინის საუკეთესო ალტერნატიულ წყაროდ გვევლინება ვირთევზას ღვიძლის ზეთი.

ორსულობა და DHA

ორსულობისა და ბუნებრივი კვების დროს, DHA-ს მიღება აუცილებელია, როგორც დედისთვის, ისე ჩვილისათვის, რადგანაც დედის მიერ DHA-ს დღიური დოზის (200მგ) მიღებით, ნაყოფის ან ბუნებრივ კვებაზე მყოფი ჩვილის ტვინის განვითარებას უწყობს ხელსს.

ორსულობის დროს ორგანიზმს ესაჭიროება ცხიმოვანი მჟავების სწრაფი და ეფექტური აკუმულაცია. ეს ცხიმოვანი მჟვები ჩვილის ტვინში გახლავთ AA (არაქიდონური მჟავა) და DHA, თვალებში, ხოლო AA ორგანიზმის ყველა უჯრედში.

DHA-ს სარგებლის ასათვისებლად, ორსულმა ან ძუძუთი მკვებავმა დედამ ეს მჟავა უნდა მიიღოს დღიურად 200 მგ ოდენობით.