booster sistema immunitario vitamina c ed antiossidanti

E და C ვიტამინები – ანტიოქსიდანტები, რომლებიც აძლიერებს იმუნიტეტს

 E და C ვიტამინები აძლიერებენ იმუნურ სისტემას.

იმუნური სისტემის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია საკმარისი რაოდენობით ანტიოქსიდანტის მიღება.

რამდენიმე ვიტამინსა და მინერალს აქვს ანტიოქსიდანტური ზეგავლენა, მათ შორის E და  ვიტამინებს. 

წაიკითხეთ სხვა სტატიები ამ ვიტამინების შესახებ და იმის შესახებ, თუ რა საკვები უნდა მიირთვათ საკმარისი ანტიოქსიდანტების მისაღებად.

ანტიოქსიდანტები ორგანიზმს იცავენ

ანტიოქსიდანტი E და C ვიტამინები – იმუნური სისტემის გამაძლიერებლები

ფუნქციური იმუნური სისტემის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია საკმარისი ანტიოქსიდანტის მიღება. რამდენიმე ვიტამინსა და მინერალს აქვს ანტიოქსიდანტური ზეგავლენა, მათ შორის ვიტამინებს C და E.

წაიკითხეთ სხვა სტატიები ამ ვიტამინების შესახებ და იმის შესახებ, თუ რა საკვები უნდა მიირთვათ საკმარისი ანტიოქსიდანტის მისაღებად.

ანტიოქსიდანტები იცავს ორგანიზმს

ანტიოქსიდანტები წარმოადგენს ნივთიერებებს, რომლებიც სხვა სიკეთეებთან ერთად, გვიცავს თავისუფალი რადიკალებისაგან, რომლებიც ორგანიზმში მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარრვევას იწვევს. ეს ქიმიური პროცესი აზიანებს ჩვენი ორგანიზმის მემბრანებსა და დნმ-ის უჯრედებს

ახალი ხილი და კენკრა შეიცავს დიდიი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს და ასევე ყავაც. რამდენიმე სხვადასხვა ნაერთსაც აქვს ანტიოქსიდანტური  ეფექტი, მათ შორის, C და E ვიტამინებს, სელენსა და თუთიას.

დამატებითად, ანტიოქსიდანტები  გვხვდება, როგორც ბუნებრივად სხვადასხვა საკვებში, ასევე დანამატების სახითაც. თუ მიიღებთ მთლიანად ხორბლის პურისა და სხვა მარცვლეულის რეკომენდებულ დღიურ დოზას, თქვენ მიიღებთ ანტიოქსიდანტებს ისეთი საკვები ნივთიერებებისგან, როგორებიცაა  E ვიტამინი და სელენი.  დღეში დაახლოებით 750 გ ხილისა (კენკროვანი ხილის ჩათვლით) და ბოსტნეულის მირთმევით მიიღებთ თქვენი ორგანიზმისათვის საჭირო ანტიოქსიდანტ დაცვას.

ასაკის მატებასთან ერთად იცვლება თქვენი ორგანიზმის E ვიტამინის საჭიროება

E ვიტამინი არის ცხიმში ხსნადი ნივთიერება, რომელიც მოიპოვება ისეთ საკვებში, როგორებიცაა მცენარეული ზეთი, მარცვლეული, თხილი, თევზი, ვირთევზას ღვიძლის ზეთი, ხორბლის აღმონაცენი, კვერცხი, მანგო და ავოკადო. ეს მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტი იცავს უჯრედის მემბრანებს ჟანგბადის რადიკალებისაგან და ინარჩუნებს მემბრანების სირბილეს.

E ვიტამინი წარმოადგენს გავრცელებულ სახელწოდებას ტოკოფეროლისა და ტოკოტრიენოლის ნივთიერებებისათვის, რომლებიც მოიპოვება რვა სახით. ყველა მათგანს კი გააჩნია  ანტიოქსიდანტური  ეფექტი ორგანიზმზე.  ალფა-ტოკოფეროლი კი ბიოლოგიურად ყველაზე აქტიურია და გავრცელებული ცხოვრლურ ქსოვილებში.

თუ თქვენ ხართ ავად, ან ხართ დაბინძურების ან ნებისმიერი სხვა გარემოებრივი ფაქტორის ობიექტი, თქვენი ორგანიზმის მიერ რეაქტიული ჟანგბადის ნაერთებისა და თავისუფალი რადიკალების გამომუშავება, შესაძლოა, გაიზარდოს მეტწილად, რაც თავის მხრივ ზრდის თქვენი ორგანიზმის ანტიოქსიდანტების საჭიროებას.

მწეველებსა და ათლეტებს უფრო მეტი თავისუფალი რადიკალი ეხებათ, ვიდრე სხვა ადამიანებს და შესაძლოა, დასჭირდეთ ანტიოქსიდანტების დოზის გაზრდა საკვები დანამატებით. გაიარეთ კოსულტაცია თქვენს ექიმთან (GP), თუ ხართ რისკის ქვეშ.

E ვიტამინის თქვენი საჭიროება ასევე იზრდება ასაკთან ერთად, რადგანაც E ვიტამინის იცავს თქვენი ორგანიზმის უჯრედებს ზიანისგან, რომელიც ადგება მეტაბოლიზმის მავნე სუბპროდუქტებით, რომელიც ასევე იზრდება ასაკთან ერთად.

E ვიტამინის ნაკლებობა დღესდღეობით იშვიათია, თუმცა, გარკვეული ჯგუფები მაინც რისკიის ქვეშაა – მაგალითად, ნაადრევად დაბადებული ჩვილები, ადამიანები სუსტი ინტენსიალური ათვისებით.  ქალებისათვის E ვიტამინის დღიური მოთხოვნაა 8 მგ, ხოლო კაცებისათვის 10 მგ და ოდნავ მეტია ოპტიმალური ორსული ქალებისათვის და ბუნებრივ კვებაზე მყოფი დედებისათვის – ოდნავ ნაკლები კი ბავშვებისათვის.

ასევე საყურადღებოა, რომ შესაძლოა, მიიღოთ E ვიტამინის ზედმეტი რაოდენობაც. C ვიტამინისგან განსხვავებით, რომელიც წყალში იხსნება და შესაბამისად, შარდთან ერთად გამოიყოფა, E ვიტამინი ცხიმში იხსნება. ზედმეტი რაოდენობა კი თავსდება ღვიძლსა და ცხიმოვან ქსოვილში.

C ვიტამინი ზრდის რკინის მიღებას

C ვიტამინს, ასევე ცნობილი, როგორც ასკორბინის მჟავა, წვლილი მიუძღვის ორგანიზმის დამაკავშირებელი ქსოვილების ფორმაციასა და შენარჩუნებაში, ასევე იმუნური სისტემის გაძლიერებაში. ეს ვიტამინი ასევე ოთხჯერ ზრდის ბოსტნეულიდან რკინის ათვისებას.  როდესაც ცხოველთა უმეტესობა ბუნებრივად გამოყოფს ორგანიზმში C ვიტამინს, ადამიანები იმ სახეობას გავეკუთვნებით, რომელსაც არ შეუძლია ამ ნივთიერების გამოყოფა.

გარდა იმისა, რომ C ვიტამინი იმუნური სისტემის სუპერ გამაძლიერებელია, იგი ასევე საჭიროა ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.  ვიტამინი უხვად გვხვდება ციტრუსებში, შავ მოცხარში, თალგამში, კარტოფილში, მარწყვში, წიწაკაში, ისპანახსა და პომიდორში.

ათვისების ნაკლებობის გამო მწევლებს, არა მწეველებთან შედარებით C ვიტამინის ორჯერ მეტი საჭიროება გააჩნიათ. ვიტამინის რეკომენდებული დღიური დოზა ზრდასრულებისთვის არის  60 მგ, ორსული ქალებისთვის 70 მგ, ბუნებრივ კვებაზე მყოფი დედებისთვის 90 მგ და ბავშვებისთვის 30–50 მგ. ეს მოთხოვნები იზრდება ასაკთან ერთად.

C ვიტამინის ზედმეტი დოზირება იშვიათია, როგორც უკვე ითქვა, რადგანაც ის წყალში ხსნადი ვიტამინია და ზედმეტი რაოდენობა ნადგურდება შარდში.