მილერის ომეგა 3 - ვირთევზას ღვიძლის ზეთი
მიოლერის ომეგა 3 ეკოლოგიური არჩევანია

ეკოლოგიურად სუფთა ომეგა 3 მიოლერისგან

ეკოლოგიურად სუფთა ომეგა 3 მიოლერისგან. როგორ და რისგან მზადდება ომეგა 3 ახდენს პროდუქტის ეფექტურობასა და ხარისხზე აძალიან დიდ გავლენას. მიოლერი ნორვეგიულ ტრადიციას მისდევს და პროდუქტს ვირთევზას ღვიძლისგან ამზადებს. ნედლეულს მოიპოვებს ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში, ველურ პირობებში.

მნიშნელოვანია ვიზრუნოთ ეკოლოგიაზეც. ამიტომ, თევზჭერა ხდება მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით, ვირთევზას მიგრირების პერიოდშ. ამპროცესს ნორვეგიულად სკრეი (Skrei) ეწოდება. ეს პროცესი კონტროლდება და სერტიფიცირებულია საზღვაო ზედამხედველობის საბჭოს მიერ.

 

ჩვენი ვირთევზა დაჭერილია მხოლოდ ლოფოტენისა და ვესტერალენის სანაპიროებთან. ეს წყლები საკმაოდ ცივი, სუფთა და პლანქტონით მდიდარია და იდეალური ჯანმრთელი თევზის წარმოებისათვის. ნორვეგიული სკრეი ვირთევზას ღვიძლის ზეთის ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა, რადგანაც იგი მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით, DHA-თა და EPA-თ, ასევე A და D3 ვიტამინებით. ამ საკვები ნივთიერებების სარგებელი ჯანმრთელობისათვის დამტკიცებულია.

თებერვლიდან აპრილამდე ვირთევზას გუნდები ბარენცის ზღვიდან ლოფოტენისა და ვესტერალენის წყლებისაკენ მიცურავენ ქვირითის დასადებად. ვიკინგების, ან უფრო ადრინდელი დროიდან ვირთევზას ეს გუნდები საკმაოდ მნიშვნელოვან ნადავლს წარმოადგენდა. ვირთევზას სეზონის დროს სათევზაო ნავებს ნავსადგომებამდე ყოველდღიურად ახალი ნადავლი მოაქვთ. მიოლერის კომპანიაში ეს ჯანსაღი ვირთევზა გადის მკაცრად გაკონტროლებულ საწარმო პროცესს ომეგა 3 პროდუქტების უმაღლესი ხარისხის უზრუნველსაყოფად ჩვენი მომხმარებელთათვის. აქედან გამომდინარე, ჩვენი ვირთევზას ღვიძლის ზეთი განსაკუთრებულად მდიდარია საკვები ნივთიერებებითა და არომატით, რომელმაც ჯილდოც კი დაიმსახურა.

გასუფთავება და დაორთქლვა

სათევზაო ნავიდან ვირთევზა პირდაპირ გადამამუშავებელ დაწესებულებას გადაეცემა. აქ ვირთევზას ფრთხილად გამოეცლება შიგნეულობა, ხოლო ღვიძლი ეგზავნება ახლომდებარე ორთქლის ოთახს შემდგომი გადამუშავებისთვის, გასუფთავებისა და გასაცხელებლად. წარმოების პროცესი ავტომატურია და მიმდინარეობს მჭიდროდ გაკონტროლებულ გარემოში, რომელიც საჭიროა, რადგანაც ჰაერი ძირითადი“მტერია” წარმოების ამ ეტაპზე და ზეთის დამჟავება შეუძლია. ამ პროცესის შედეგად ვიღებთ გაუწმენდავი ვირთევზას ღვიძლის ზეთს, რომელიც დალუქული მილებით გადადის საცავ ავზში, ხოლო შემდგომ ტრანსპორტირებულია ოსლოში ლორენში მიოლერის ქარხანაში შემდგომი გასუფთავებისა და ჩამოსხმისათვის.

გამოიყენება ყველაფერი

მიუხედავად იმისა, რომ ნორვეგიული მეთევზეოუბის მთავარი პროდუქტი მაინც საკვებია, ხოლო ვირთევზას ღვიძლის ზეთი ნარჩენი პროდუქტია, ჩვენი მიზანია ყველაფრის გამოყენება და არაფრის გადაყრა. მაგალითად, მიოლერის ვირთევზას ღვიძლის ზეთის ნარჩენი პროდუქტები გამოიყენება ცხოველების საკვებად ან ბიოსაწვავად. თევზის ყველა ნაწილის გამოყენებით ეს მდიდარი რესურსი არ იფლანგება. ამითი იქმნება მარაგის წრიული ჯაჭვი და ხელი ეწყობა ნორვეგიული თევზჭერის მდგრადობას.

‘მწვანე ბოთლის’ ხარისხი

ლორენში ოსლოში მიოლერის ქარხანაში ვირთევზას ღვიძლის ზეთი დამატებითად მუშავდება, მოწმდება და ეძლევა არომატი. წარმოების თითოეულ ეტაპზე ხშირად მოწმდება ხარისხი და გემო, რათა ზეთი შეესაბამებოდეს მიოლერის მიერ მოთხოვნილ სტანდარტებს. შედეგად, ჩვენი ვირთევზას ღვიძლის ზეთი თავისუფლად აჭარბებს ნორვეგიულ და ევროკავშირის სტანდარტებს და ასევე ახამებს უმაღლესს ხარისხსა და შენახვის გრძელ ვადას. ასევე, მიოლერის პროდუქტების დამჟავების მაჩვენებელი ევროკავშირისა და GOED-ის მოთხოვნებზე ბევრად ნაკლებია. მიოლერის ვირთევზას ღვიძლის ზეთის მწვანე ბოთლის ხარისხი ეყრდნობა ზეთის  სპეციალურად შექმნილი ტექნოლოგიებითა და მდგრადი პროცესებით მოპოვების ჩვენს ცოდნასა და გამოცდილებას.

წარმოების ბოლო ეტაპია ვირთევზას ღვიძლის ზეთის ჩვენს განთქმულ მწვანე ბოთლებში ჩამოსხმა, რომლებსაც ეკვრება ეტიკეტი, შეფუთვა და იგზავნება მომხმარებლებთან მსოფლიოს მასშტაბით.  სწორედ ასე აღმოჩნდება ვირთევზას ღვიძლის ზეთი ნორვეგიის ცივი წყლებიდან თქვენს მაცივრებში. საბოლოოდ კი, ბოთლის გამოცარიელების შემდგომ იგი გადამუშავდება და გამოიყენება კიდევ და კიდევ…

მიოლერის ვირთევზას ღვიძლის ზეთი – საუკეთესო არჩევანი თქვენთვის და გარემოსთვის.