mom and daughter solving a puzzle
გონებრივი სავარჯიშოები მთელი ოჯახისათვის!

გონების სავარჯიშო 10 თამაში მთელი ოჯახისათვის

გონების სავარჯიშო 10 თამაში ოჯახისათვის

საუკეთესო გზა სხარტი აზროვნებისა და კონცენტრაციის უნარის გასაუმჯობესებლად ტვინის სავარჯიშო თამაშებია.

მნიშვნალოვანია, დროგამოშვებით გაავარჯიშოთ გონება, რათა შეინარჩუნოთ ტვინის სიჯანსაღე და სიფხიზლე. იხილეთ შთაგონება  გონების გასავარჯიშებელი სახალისო თამაშებისათვის მთელი ოჯახისათვის.

თქვენი შვილები შემდგომში თქვენით მადლიერები იქნებიან თავიანთი ინტელექტუალური განვითარებისთვის.

შეიტყვეთ მეტი ომეგა 3-ის ტვინზე ზემოქმედების შესახებ https://l.facebook.com/l.php?u=https%3A%2F%2Fwww.mollers.com%2Fge%2Fomega-3-is-mnishvneloba-tvinisthvis%2F%3Ffbclid%3DIwAR1gdHYc_do7iZDU5KlUsTQeOWlk2c01kmx50Ajq7GXF9pHKy5ecYPGokM4&h=AT1kmbET5AYBhGExSbbUK-0K-X_2KhHt27unXyA_pqojFFRKfgvOHF17Pr55fMoNzyJHXbeB_HO1J_haGH83neRXUAdlerwsmWgikSYIV09NPTJfjxjKfj0w3Tt5VOakRFoGJA

მიოლერს გთავაზობთ თამაშებს, რომლებიც დაგეხმარებათ მრავალმხრივი განვითარებისათვის.

 

გონების სავარჯიშო თამაშები მთელი ოჯახისათვის

მნიშვნალოვანია, დროგამოშვებით გაავარჯიშოთ გონება, რათა შეინარჩუნოთ ტვინის სიჯანსაღე და სიფხიზლე. იხილეთ შთაგონება  გონების გასავარჯიშებელი სახალისო თამაშებისათვის მთელი ოჯახისათვის. თქვენი შვილები შემდგომში თქვენით მადლიერები იქნებიან თავიანთი ინტელექტუალური განვითარებისთვის.

შეიტყვეთ მეტი გონებრივ განვითარებასა და ომეგა 3-ის სარგებელზე.ომეგა-3 ტვინის საწვავია!

10 გონების გასავარიჯშებელი თავსატეხი ზრდასრულებისა და ბავშვებისთვის

შეკრიბეთ თქვენი ოჯახის წევრები და იპოვეთ სხვადასხვა ნივთი, ადამიანზე ერთი ან ორი, გააჩნია, ოჯახის რამდენი წევრია. ერთ ადამიანს ეძლევა რაიმე ნივთი და უნდა მოახდინოს ამ ნივთის ილუსტრირება ათი განსხვავებული დანიშნულებით, რომლებითაც შეიძლება ამ ნივთის გამოყენება. თუ შეგხვდებათ ბუზის საკლავი, მაგალითად, შეგიძლათ, თქვათ, რომ იგი გამოიყენება, როგორც: ჩოგბურთის ჩოგანი, გოლფის ჯოხი, ფენი, დრამის ჯოხი, ვიოლინო, ბარი, მიკროფონი, ბეისბოლის ჯოხი, დირიჟორის ჯოხი და ნიჩაბი. შემდეგი კი გადადით მომდევნო ადამიანზე მომდევნო ნივთით. ამ თამაშში ნებისმიერი რამის გამოყენება შეიძლება.

როლური თამაში ბავშვებისთვის.

ერთ-ერთი სახალისო მაგალითი ბავშვებისთვის როლებით თამაშისა არის  სკოლის ერთი დღის თამაში. შეგიძლიათ, ნება დართოთ, ბავშვებ თვითონ იყვნენ მასწავლებლები, ხოლო ზრდასრულები მოსწავლეები. თამაშის „მასწავლებელს“ შეუძლია დავალებების მიცემა მოსწავლეებისათვის, საშინაო დავალებების შეფასება და როდესაც „კლასი“ საჭმელად ან სათამაშოდ გადის, „მასწავლებელს“ შესაძლოა, მოუწიოს რთული ყოფაქცევის მოსწავლეებთან გამკლავება. ასეთი ტიპის აქტივობა ეხმარება ბავშვებს, მოერგონ ახალ გარემოს და ითანამშრომლონ სხვადასხვა გზით, რათა განივითარონ კოგნიტური კავშირები ეს თამაში ასევე საშუალებას გაძლევთ თქვენს შვილებთან ახლებურად და სახალისოდ ინტერაქციისთვის.

ტვინის ყოველდღიური ვარჯიშები

დააწყვეთ სათამაშო კუბების ფერებისა და ფორმის მიხედვით

ამ თამაშით ნამდვილად გამოცდით და მთლიანად გამოიყენებთ გონებრივ შესაძლებლობებს. თამაში მოიცავს კუბების დალაგებას ფერისა და ფორმის მიხედვით. მაგალითად, ბავშვმა ან უფროსმა ყველა წითელი ან კვადრატული ფორმის კუბის უნდა დააწყოს ერთად. ასეთი თამაში ბავშვებს საშუალებას აძლევს, დაინახონ, როგორ მუშაობს ყველაფერი. ასევე ბავშვი უფრო მეტად გაეცნობა ყოველდღიურ საქმიანობას, მაგალითად, ჭურჭლის სარეცხი მანქანიდან გარეცხილი ჭურჭლის ამოლაგება, დანა-ჩანგლის უჯრაში ჩალაგება და დახარისხება, ან ჭურჭლის ფერების მიხედვით დალაგება.

სურათის ბარათებით ვიზუალიზაცია

მოათავსეთ ბარათები სხვადასხვა სურათით სახლში სხვადასხვა ადგილას თქვენს შვილთან ერთად. ცოტა ხნის შემდეგ, ჰკითხეთ თქვენს შვილს, სად დევს რომელიმე ბარათი. მაგალითისთვის: „სად დევს ბარათი სპილოს სურათით?“. ასეთი თამაშები სტიმულს აძლევს ბავშვის მახსოვრობას. არ დაგავიწყდეთ ბარათების შეცვლა რამდენიმე დღეში ერთხელ.

ფაზლები და სამაგიდო თამაშები

გადმოაწყვეთ ძველი სამაგიდო თამაშები და ფაზლები. ასეთი თამაშები მთელი ოჯახისათვის სახალისოა და თან გონებასაც გაავარჯიშებთ.

სიტყვების გამოცდა

სიტყვების გამოცდით თქვენი შვილის ყოველკვირეული გამოწვევით მას ეხმარებით ლექსიკის გამდიდრებაში. ასწავლეთ ერთი ახალი სიტყვა ყოველ დღე, ამ სიტყვის მნიშვნელობის ჩათვლით. კვირის ბოლოს კი შეგიძლიათ, ჩაატაროთ კვირის განმავლობაში შესწავლილ სიტყვებზე გამოცდა.

სიტყვებით თმაში

ორ წუთში ჩამოწერეთ იმდენი სიტყვა, რამდენიც გაგახსენდებათ, დაწყებული კონკრეტულ ასოებზე. დაიწყეთ ისეთი ასოებით, როგორებიცაა ა და კ და შემდეგ გაართულეთ (ვ, ჯ…).

ტვინის გასავარჯიშებელი მობილური თამაშები

ძალიან ბევრი მობილური აპლიკაციაა მთელი ოჯახისათვის  ტვინის სხვადასხვა არეს განსავითარებლად. ასეთი აპლიკაციებია: Peak, Personal Zen და Fit Brains.