გონებრივი განვითარება

გონებრივი განვითარება ტვინის მუდმივ გავარჯიშებას საჭიროებს. ნეირომეცნიერის კაია ნორდენგენის კვლევების თანახმად, ტვინს განვითარებისათვის სტიმულირება სჭირდება.
კაია ნორდენგი ამ პროცესების მიზეზებს და საშუალებებსაც გვიმხელს.

იხილეთ სხვა სტატიები ტვინთან დაკავშირებით აქ

სწავლა ასტიმულირებს გონებრივ განვითარებას

ადამიანის ტვინს გააჩნია ცვლილებებისადმი ადაპტაციის გასაოცარი უნარი, თუნდაც ხანდაზმულ ასაკში. რაიმე ახლის სწავლით გონებისთვის გამოწვევები იქმნება და შესაბამისად, ნერვულ უჯრედებს შორის ახალი კავშირები და ახალი ნერვული ქსელებიც, ხოლო არსებული კავშირები კი სტაბილურდება და ძლიერდება. ასე რომ, ნებისმიერი რამ, რასაც ვსწავლობთ, იქნება ეს ფიზიკური, თუ გონებრივი, ტვინისათვის კარგი სავარჯიშოა.

თუ გყავთ შვილი, და-ძმა ან შვილიშვილი, თქვენ ავტომატურად ბავშვის გონების ტრენერიც ხართ. მაგალითად, ბავშვის გონების გავარჯიშება შესაძლებელია, თუ რაიმე ნივთზე ან საჭმელზე მიგანიშნებთ, ხელში აიყვანეთ და თავად აიღებს ამ ნივთს ან საჭმელს. ფაქტია, რომ ბავშვი რაც არ უნდა უზრუნველყოფილი იყოს საკვებით, ტანსაცმლითა და საცხოვრებლით, სტიმულირების გარეშე მისი გონება საკმარისად ვერ განვითარდება. 

გონების სავარჯიშოები

ცხოვრებაში ყველანაირ მიღწევას ძალისხმევა სჭირდება. ტვინის გავარჯიშება სასარგებლოა ისეთი აქტივობებით, როგორებიცაა: ახალი ენის შესწავლა, რაიმე კურსის გავლა, ინსტრუმენტზე დაკვრა. სულ მცირედი ვარჯიშიც სასარგებლოა, როგორც სხეულისათვის, ისევე ტვინისთვის, რომ მივიღოთ უკეთესი გონებრივი განვითარება

აღსანიშნავია, რომ ზოგჯერ გონების გავარჯიშება არა მხოლოდ გასაუმჯობესებლადაა საჭირო, არამედ დეგრადაციის თავიდან ასაცილებლადაც.

სამწუხაროდ, დეველოპერების მიერ გონების გასავარჯიშებელი თამაშების ძვირად გაყიდვის შედეგად გონების სავარჯიშოების რეპუტაცია შეილახა, რადგანაც ისინი იუწყებოდნენ, რომ ხუთი წუთის განმავლობაში თამაშით შესაძლებელი იყო  ფიქრის პროცესის საგრძნობლად დაჩქარება. თუმცა, საქმე ასე მარტივად არ არის, საჭიროა სხვადასხვა კონკრეტული სავარჯიშო, იმისათვის რომ ზოგადი ეფექტი იქონიოს გონებაზე. მაგალითად, როდესაც სწავლობთ კონკრეტული დავალების შესრულებას, როგორიცაა ჭადრაკის სვლების დამახსოვრება, იმახსოვრებთ კონკრეტულ სვლებს და ზოგადად არ ივითარებთ მახსოვრობის უნარს. ზუსტად იგივენაირად: ბიცეფსის ვარჯიშისას ვერ მოიმატებთ ფეხების კუნთების სიძლიერეს ან სხეულის ამტანიანობას.

გარემო ასტიმულირებს თქვენს გონებას

ამ თემასთან დაკავშირებით საინტერესო საკითხია ინტელექტის IQ მაჩვენებლით გაზომვა. ერთი მხრივ, თამაშების დეველოპერები ცდილობენ ინტელექტის გაზრდის პერსპექტივით მომხმარებლების მოზიდვას, მიუხედავად იმისა, რომ ამის მტკიცებულება არ არსებობს. ალბათ იმიტომ ხომ არა, რომ ინტელექტი მემკვიდრეობითია? ან გონების სავარჯიშოები მხოლოდ ერთი წვეთია მთელს ოკეანეში? მეორე მხრივ, აღმოჩნდა, რომ ინტელექტზე ზეგავლენა გარემოსაც აქვს.

გონებისათვის გამოწვევები ყოველდღიურად გვხვდება და ამითი იგი იწვრთნება კიდევაც. IQ-ს საშუალო მაჩვენებელია 100, მაგრამ ამ დონის შესანარჩუნებლად IQ ტესტები დროთა განმავლობაში გართულდა, რასაც ფლინის ეფექტს უწოდებენ. შესაძლოა, თაობების განმავლობაში ინტელექტის დონე აგვიმაღლდა, თუმცა, წამყვანი თეორიის თანახმად, ჩვენს ინტელექტზე სწორედ გარემომ იმოქმედა. გონება ასევე იწვრთნება, როდესაც რაიმე მოწყობილობის ჩართვის აბსტრაქტული იდეაც კი გვახსოვს.

გამოიყენეთ გაუმჯობესებული გონებრივი შესაძლებლობები

გონების ყოველდღიური ფუნქციონირების გაუმჯობესება დაბადებიდან მიღებული შესაძლებლობების ნიშნულიდან შეიძლება. ყველანი დევიდ ბექჰემივით ვერ ვითამაშებთ ფეხბურთს, მაგრამ ამან არ უნდა შეგვაჩეროს.

ტვინში უკვე დიდი რაოდენობის ნერვული ქსელები არსებობს პრობლემების გადასაჭრელად, მახსოვრობისა და ისეთი წინაღობების გადასალახად, რომლებსაც მინიმალური გონებრივი ძალისხმევა სჭირდება. თუ ამის მეტს არაფერს აკეთებთ და გონება არ გადის გამოწვევებს, ვერც ზოგად პროგრესს განიცდის. დროგამოშვებით თქვენი დღისწესრიგი უნდა დაარღვიოთ, მონაწილეობა უნდა მიიღოთ საინტერესო დისკუსიებში და გამოიყენოთ თქვენი არაჩვეულებრივი გონება!