famiglia cucina cibo salutare ricco di vitamine

გაქვთ თუ არა ვიტამინების ნაკლებობა? ამას თქვენი სხეული გიკარნახებთ

რომელი ვიტამინი უნდა მივიღოთ, რისი დეფიციტი გვაქვს? ამ კითხვებზე ყველაზე ზუსტად თქვენივე ორგანიზმი გიპასუხებთ.

ვიტამინის დეფიციტს ყოველთვის ფიზიკური გამოვლინება აქვს, რომლის სიმპტომების ამოცნობაც საკმაოდ ადვილია.

იხილეთ სხვა სტატიები ვიამინებისა და მინერალების შესახებ აქ

ყველამ ვიცით, რომ ჯანმრთელობისათვის ყველა ვიტამინის მიღებაა საჭირო. ვიტამინების ნაკლებობას სხვადასხვაგვარი ზეგავლენა აქვს სხეულზე. თუ იცით, რასაც ეძებთ, დეფიციტის ამოცნობასაც შეძლებთ. ჩვენი სია გამოგადგებათ დეფიციტის სიმპტომების ამოსაცნობად.

A ვიტამინი

ინარჩუნებს ნორმალურ მხედველობას, კანს, ლორწოვან მემბრანებსა და იმუნურ სისტემას.

დეფიციტის სიმპტომები:

  • მშრალი თვალები
  • მხედველობის დაქვეითება დაბალ განათებაზე/ღამის მხედველობის დაქვეითება
  • ინფექციისადმი გამკლავების შესაძლებლობის შემცირება

B1 ვიტამინი (თიამინი)

ეხმარება გულს ნორმალურ ფუნქციონირებაში, ნერვულ სისტემას, ენერგიის გამომუშავებასა და გონებრივ ფუნქციებს.

დეფიციტის სიმპტომები:

  • კონცენტრაციის სირთულეები
  • ხელისა და ფეხის თითების დაბუჟებულობა
  • დაბნეულობა
  • წონასწორობის პრობლემები

B2 ვიტამინი (რიბოფლავინი)

ინარჩუნებს ნორმალურ კანს, მხედველობას, მეტაბოლიზმს, ნერვულ სისტემას, ლორწოვან მემბრანებსა და სისხლის წითელ უჯრედებს.

დეფიციტის სიმპტომები:

  • ტკვილი და ბზარები პირის ღრუს არეში
  • თვალების ქავილი
  • გამომშრალი კანი
  • მტვრევადი ფრჩხილები

B3 ვიტამინი (ნიკოტინმჟავა /ნიაცინი)

ინარჩუნებს ნორმალურ კანს, ლორწოვან მემბრანებს, გონებრივ ფუნქციებსა და ნერვულ სისტემას.

დეფიციტის სიმპტომები:

  • გამონაყარი კანზე
  • ღებინება
  • ფაღარათი

B6 ვიტამინი (პირიდოქსინი)

ინარჩუნებს ნორმალურ იმუნურ სისტემას, ჰორმონალურ ბალანსს, მეტაბოლიზმს, ნერვულ სისტემას, პროტეინის განაწილებას, გონებრივ ფუნქციებსა და სისხლის წითელი უჯრედების ჩამოყალიბებას.

დეფიციტის სიმპტომები:

  • დეპრესია
  • ტკივილები
  • ანემია

B8 ვიტამინი (ბიოტინი)

ინარჩუნებს ნორმალურ კანს, თმას, მეტაბოლიზმს, ლორწოვან მემბარნებს, ნერვულ სისტემასა და გონებრივ ფუნქციებს.

დეფიციტის სიმპტომები:

  • ღებინების შეგრძნება
  • დეპრესია
  • კუნთების ტკივილი
  • ცვლილებები კანის ზედაპირზე

B9 ვიტამინი (ფოლატი/ფოლიუმის მჟავა)

ინარჩუნებს უჯრედების ნორმალურ გაყოფას, სისხლის წარმოქმნას, გონებრივ ფუნქციებსა და იმუნურ სისტემას.

დეფიციტის სიმპტომები:

  • ღებინების შეგრძნება
  • ფაღარათი
  • ადვილად გაღიზიანება
  • გულმავიწყობა
  • თავის ტკივილი
  • ანემია

B12 ვიტამინი

ინარჩუნებს ნორმალურ ნერვულ სისტემას, მეტაბოლიზმს, გონებრივ ფუნქციებს, იმუნურ სისტემას, სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნას და უჯრედების გაყოფას.

დეფიციტის სიმპტომები:

  • ანემია
  • ფაღარათი
  • გულმავიწყობა
  • ტკივილი ენის არეში

C ვიტამინი

ინარჩუნებს ხრტილების ნორმალურ წარმოქმნას კანისათვის, ძვლებისა და  ხრტილისათვის. ასევე ინარჩუნებს ნორმალურ იმუნურ სისტემას, გონებრივ ფუნქციებსა და რკინის ათვისებას. იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისგან.

დეფიციტის სიმპტომები:

  • სისხლდენა კანისა და ღრძილების არეში
  • ჭრილობის ნელი შეხორცება
  • ადვილად გაღიზიანება

D ვიტამინი

ინარჩუნებს კალციუმისა და ფოსფორის ნორმალურ ათვისებასა და განაწილებას, ასევე ეხმარება კუნთებს, კბილებს, ძვლებს, იმუნურ სისტემასა და უჯრედის გაყოფას.

დეფიციტის სიმპტომები:

  • დასუსტებული იმუნიტეტი
  • სახსრებისა და ძვლების ტკივილი
  • ადვილად მსხვრევადი ძვლები

E ვიტამინი

იცავს უჯრედებს ჟანგვითი სტრესისგან.

დეფიციტის სიმპტომები:

  • მხედველობის დარღვევები
  • უწონასწორობა სიარულისას

K ვიტამინი

ინარჩუნებს ნორმალურ ძვლებსა და სისხლის კოაგულაციას.

დეფიციტის სიმპტომები:

  • ცხვირიდან სისხლდენა
  • სისხლის ნელი შედედება

თუ ეჭვობთ, რომ დეფიციტის დაავადება გაქვთ, ექიმს თქვენს სისხლში ვიტამინების დონის განსაზღვრა სთხოვეთ. თუ დეფიციტის დაიგნოზი მიიღეთ, მკურნალობა მოიცავს ვიტამინის დიდი დოზით მიღებას, რათა ორგანიზმი ამ ვიტამინით „შეივსოს“. შემდგომში კი დოზების შემცირება მოგიწევთ. ექიმმა ასევე, შესაძლოა, რჩევები მოგცეთ კვების რეჟიმზეც, რათა მომავალში სხვადასხვა ვიტამინი საკმარისი რაოდენობით მიიღოთ.

წყარო: Felleskatalogen, Norwegian Health Informatics, sml.snl.no