healthy grandparents with grandchild

იყავით ჯანმრთელი, აქტიური და მხნე ბებიები და ბაბუები!

 ჯანმრთელ სიბერეზე სხვა სტატიები იხილეთ აქ 

იყავით კარგ ფორმაში და ჯანმრთელი ბებია და ბაბუა

იმისათვის, რომ მსოფლიოში ყველაზე მაგარი ბებია/ბაბუა იყოთ, საჭიროა, გქონდეთ კარიერა, ფეისბუქ პოსტები და იმოგზაუროთ.

თუმცა, როგორ რჩებით ფორმაში და როგორ ინარჩუნებთ ჯანმრთელობას?

საკმაოდ ბედნიერი დღე დგება, როდესაც იგებთ, რომ ოჯახს ახალი თაობის წარმომადგენელი ემატება. თუმცა, მეორე მხრივ, რთულია საკუთარი თავის წარმოდგენა ასაკში, როდესაც უნდა იცხოვროთ წყნარი აქტივობებისა და დასვენებისათვის. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს? ფაქტია, რომ დღევანდელი ბებია-ბაბუები ბევრად უკეთეს ფორმაში არიან, ვიდრე ადრე. გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი ფიზიკური მონაცემები გაუტოლოთ მენტალურ ასაკს.

ჯანსაღი იმუნური სისტემა

ბოლო წლების განმავლობაში დადგინდა კავშირი D ვიტამინსა და იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას შორის. ამ ვიტამინის მთავარი წყაროებია ცხიმიანი თევზები და მზის შუქი. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანები არ მიირთმევენ საკმარის თევზს, ხოლო ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მზის შუქის ნაკლებობაა, ბრიტანეთის ჯანდცვის ეროვნული სამსახური NHS ყველა ბრიტანელს ურჩევს D ვიტამინის დანამატების მიღებას, განსაკუთრებით, ზამთარში და ასევე მთელი წლის განმავლობაში, თუ საკმარის თევზს არ მიირთმევთ.ვირთევზას ღვიძლის ზეთი არაჩვეულებრივი D ვიტამინის დანამატია, რომელიც ასევე შეიცავს A ვიტამინსა და ომეგა-3-ის ცხიმოვან მჟავებს.

ჯანმრთელობა გულისხმობს ჯანმრთელ კანსაც

პირველი რჩევა კანის მოვლისათვის მთელი წლის განმავლობაში მზის დამცავი კრემის ტარებაა. ზამთარში საკმარისია ჩვეულებრივი კრემიც SPF-ის შემცველობით, თუმცა თუ მზის აბაზანების მიღებას აპირებთ, აუცილებლად გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემიც. გახსოვდეთ, რომ კანის დაბერებას 90%-ით მზის ულტრასხივები იწვევს.

მეორე რჩევა გახლავთ დიეტა. კანის მოვლა შესაძლებელია ორგანიზმის შიგნიდანაც საჭირო საკვები ნივთიერებების მიწოდებითაც, რომლებიც ახალი კანის უჯრედების წარმოშობისთვის აუცილებელია. ერთ-ერთი ასეთი ნივთიერებაა A ვიტამინი, რომელიც გვხვდება ღვიძლის პაშტეტში, ცხიმიან თევზში, კვერცხში, რძის პროდუქტებში, ხილსა და ბოსტნეულში.

ჯანსაღი სახსრები

მუხლებსა და ბარძაყებზე ზედმეტი დატვირთვა მოდის, როდესაც ტრამპოლინებზე დახტიხართ ან დარბიხართ.  ამავდროულად, სწორედ სახსრებზე იგრძნობთ ასაკში შესვლას. სახსრების სიჯანსაღის შესანარჩუნებლად საუკეთესო გზაა კუნთების გაძლიერება რეგულარული სიძლიერის ვარჯიშებით. ასევე არ დაგავიწყდეთ, რომ D ვიტამინის საკმარისი რაოდენობაც საჭიროა კუნთის ფუნქციონირებისთვის.

კარგი მხედველობა

როდესაც აღმოაჩენთ, რომ საკითხი სათვალე გჭირდებათ, ეს მომენტი ჭაღარა თმის აღმოჩენასაც ჰგავს. იცოდით, რომ საკვებს ზეგავლენა აქვს თქვენს მხედველობაზე? ცხიმოვანი მჟავას DHA და A ვიტამინს დიდ წვლილი შეაქვთ ნორმალურ მხედველობაში **. ორივე მათგანს ვხვდებით ცხიმიან თევზსა და ვირთვზას ღვიძლის ზეთში.

ჯანმრთელი ბებია/ბაბუა მახვილი გონებით

შესაძლოა, ინტელექტუალურობის პიკში იყოთ, სიბრძნით ახსავსე და გქონდეთ საკმარისი დრო ახლის ძიებისათვის. ბებია-ბაბუის ასაკში კი სწორედ ასე უნდა იყოთ. კვლევების მიხედვით, ფიზიკური და გონებრივი ვარჯიშები სასარგებლოა გონების სიმახვილის შესანარჩნებლად. გონებისათვის კარგი სავარჯიშოებია, რაიმე ახლის სწავლა, როგორებიცაა ახალი ენა, თუ სამეჯლისო ცეკვები. ასევე, თქვენს დიეტასაც დიდი ზეგავლენა აქვს გონებრივ შესაძლებლობებზე. თევზის ცხიმოვანი მჟავა DHA დაგეხმარებათ ტვინის ნორმალური ფუნქციონირების შენარჩუნებაში **.

ჯანსაღი ძვლები

„Age UK“-ის მიხედვით, დიდ ბრიტანეთში 3 მილიონ ადამიანს აწუხებს ოსტეოპოროზი. ალბათ გაგიგიათ, რომ ძვლის სიჯანსაღისათვის საჭიროა კალციუმის მიღება. მაგრამ იცოდით, რომ ასევე მნიშვნელოვანია ვიტამინიც? ეს ვიტამინი სწორედ საკვებიდან კალციუმის ათვისებაში გვეხმარება.

** სარგებელი მიიღება 250 მგ DHA-ს მიღებით.