Pareja con buena salud
მისდევთ ჯანსაღი ცხოვრების წესს? შეცვალეთ ყოველდღიური ჩვევები, რათა გაიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.

ჯანსაღი ცხოვრების წესი და მისი გავლენა ჯანმრთელობაზე

ჯანსაღი ცხოვრების წესი– მისი გავლენა ჯანმრთელობაზე საკმაოდ დიდია. ხშირად სწორად შერჩეულ საკვებს, რეგულარულ ფიზიკურ აქტივობასა და განტვირთვას დაავადებების განკუნებაც კი შეუძლია.

 

კარგი ჯანმრთელობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი და ხარისხი – რას ნიშნავს ეს ყველაფერი?

კარგი ცხოვრების წესის, ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის ქონა სხვადასხვა ადამიანისათვის სხვადასხვა რამეს ნიშნავს. როგორ განვსაზღვროთ ეს კონცეფციები? ჯანმრთელობა და ცხოვრების სტილი ერთმანეთთანაა დაკავშირებული თუ არა და რისი გაკეთება შეგვიძლია ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად?

რა არის კარგი ჯანმრთელობა?

კარგი ჯანმრთელობა ხშირად მიიჩნევა ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობის „იდეალურ“ მდგომარეობად და არა მხოლოდ სისუსტისა და დაავადებების არ არსებობად. მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ იდეალური ჯანმრთელობის ქონა შესაძლებელია?

ზოგისთვის კარგი ჯანმრთელობის ქონა ნიშნავს ყოველდღიური გამოწვევების გამკლავებას ორჭოფობის გარეშე. სხვებისთვის კი, რომელთაც რაიმე ქრონიკული დაავადება ან სხვა ავადმყოფობები აწუხებთ, კარგი ცხოვრება ნიშნავს ჩივილების არქონას.

კარგი ჯანმრთელობა დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, როგორებიცაა ასაკი, გარემო და პიროვნული მახასიათებლები. თუ ახალგაზრდას შეეკითხებით, თავს კარგად და ჯანმრთელად თუ გრძნობს, შესაძლოა, პასუხი იყოს დადებითი. და თუ იმავე კითხვას ხანდაზმულს დაუსვამთ, რომელსაც სიარულიც კი უჭირს, პასუხი ასევე შესაძლოა, დადებითი იყოს, თუმცა ახალგაზრდის კრიტერიუმებისგან განსხვავებულზე დაყრდნობით. სხვა სიტყვებით, გააჩნია, ვის ესაუბრებით!

ასაკთან დაკავშირებული ორგანიზმში მიმდინარე პროცესები გარკვეულ ცვლილებებს საჭიროებს თქვენი კვების რაციონში.

გაქვთ თუ არა ცხოვრების კარგი სტილი?

ცხოვრების სტილი, მარტივად რომ აიხსნას, ნიშნავს, როგორ ცხოვრობთ. ჯანმრთელობა და ცხოვრების სტილი საკმაოდ ახლოსაა ერთმანეთთან. შესაძლოა, მიგაჩნდეთ, რომ ცხოვრების კარგი სტილი გაქვთ, თუ ფიზიკურად აქტიური ხართ, ჯანსაღად იკვებებით და ზოგადად, განიცდით კეთილდღეობის შეგრძნებას. და პირიქით, თუ გინდათ კარგი ჯანმრთელობა, ასევე უნდა გქონდეთ ცხოვრების კარგი სტილიც.

ფიზიკურ აქტივობას უდიდესი წვლილი მიუძღვიის ცხოვრების კარგი სტილის ჩამოყალიბებაში. ფიზიკურ აქტივობას შეუძლია თვიდან აგარიდოთ დეპრესია და დააჩქაროს ფსიქოლოგიური დაავადებებისგან გამოჯანმრთელებაც, ორივე მათგანს, რა თქმაა უნდა, დიდი ზეგავლენა აქვს ცხოვრების სტილზე. თუმცა კვება, ნარკოტიკები, სტრესი, ძილი და სოციალური გარემოებებიც ასევე დიდ გავლენას ახდენენ ადამიანის ცხოვრების სტილზე.

რა ზეგავლენა აქვს დაბერების პროცესს იმუნურ სისტემაზე?

კვება ბევრისათვის რთული საკითხია. შესაძლოა, იღებდეთ ზედმეტ ან მწირ საკვებს, ან არ გესმოდეთ, რა საკვების კომბინაციაა დაბალანსებული. ასევე მნიშვნელოვანია ისეთი საკვების მიღება, რომელიც შეიცავს ვიტამინებს, მინერალებსა და საკვებ ბოჭკოს, ომეგა-3 სა და ანტიოქსიდანტებს. ამ საკვები ნივთიერებების მოთხოვნები ცხოვრების განმავლობაში იცვლება. ასაკის მატებასთან ერთად ჩნდება სხვა საჭიროებები, ბავშვებთან და ახალგაზრდებთან შედარებით. ქალებსაც განსხვავებული საჭიროებები აქვთ, ვიდრე კაცებს. ორსულობის ან ბუნებრივი კვების პერიოდშიც განსხხვავებული საჭიროებებია.

ასაკის მატებასთან ერთად იკლებს კუნთების მასაც და ორგანიზმს ამიტომაც სჭირდება მეტი ენერგია და ნაკლები საკვები. თუ ცხოვრების უფრო აქტიურ წესს მიჰყვებით, აუცილებლად გჭირდებათ მინერალები, ვიტამინები და სხვა საკვები ნივთიერებები. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ჯანმრთელი და აქტიური ხანდაზმული ადამიანი არსებობს, თუმცა 70-80 წლის ასაკში უფრო ადვილად ხდებით ავად, განსაკუთრებით გრიპის სეზონზე.

ცხოვრების სტილისა და ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად ამ ნაბიჯების გადადგმა შეგიძლიათ:

  • იკვებეთ ჯანსაღად და მრავალფეროვნად
  • იყავით ფიზიკურად აქტიური
  • აკონტოლეთ წონა
  • მოერიდეთ ზედმეტ ალკოჰოლსა და თამბაქოს მოხმარებას
  • იძინეთ საკმარისად
  • იაზროვნეთ დადებითად
  • დაიცავით ჰიგიენა

რა არის ცხოვრების კარგი ხარისხი?

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) განმარტავს ცხოვრების ხარისხს, როგორც მდგომარებას, რომელშიც ინდივიდი ახდენს საკუთარი პოტენციალის რეალიზებას, უმკლავდება ნორმალურ სტრესულ სიტუაციებს, მუშაობს სასიამოვნოდ და დადებითად და შესწევს ძალა, რომ ხელი შეუწყოს სხვებსა და საზოგადოებას.

ცხოვრების ხარისხი საკმაოდ ვრცელი და დამაბნეველი ცნებაა და მოიცავს ხალისს, ცხოვრების ძლიერ სურვილს. ეს არის სწორედ ის ღირებულებები, რომლებიც არ შეიგრძნობა, არამედ რომლებითაც იზომება და თავის მხრივ, ეყრდნობა პირად გარემოსა და გადაწყვეტილებებს. ცხოვრების ხარისხი მაინც და მაინც ჯანმრთელობაზე ან ავადმყოფობაზე არ არის დამოკიდებული. იგი წარმოადგენს მომენტებს ღელვას, სევდას, პრობლემებსა და ავადმყოფობებს შორის.

რომ შევაჯამოთ, ცხოვრების ხარისხი არის ჯანმრთელობის, ცხოვრების სტილის, კავშირებისა და სოციალური მხარდაჭერის კომბინაცია. ცხოვრების ხარისხი ეხება ხალისის განცდას, ცხოვრებაში რაიმეს მნიშვნელობას, სიამოვნებას, უსაფრთხოებასა და რაიმესადმი მიკუთვნებულობის შეგრძნებას, ასევე საკუთარი სიძლიერის გამოყენების უნარს. ასევე ეხება ცხოვრებაში რაიმესადმი ინტერესის შეგრძნებას, ყოველდღიური სიტუაციების გამკლავებასა და ვინმესადმი ერთგულებას. ცხოვრების კარგი ხარისხის შემთხვევაში, თქვენ უკეთ გამუკლავდებით ცხოვრებაში გარდაუვალ სტრესულ სიტუაციებს.