რომელია ეფექტური ომეგა 3?

 რომელია ეფექტური ომეგა 3? როგორ მივიღოთ ომეგა 3?. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ მისი მიღება სასარგებლოა თქვენი გულის, ტვინისა და თვალების ჯანმრთელობისათვის, ასევე ძლიერი იმუნიტეტისათვის.

რადგანაც ორგანიზმი თავად ვერ გამოიმუშავებს ომეგა 3 ცხიმოვან მჟავებს, სასურველია რაციონში მისი დამაება .

როდესაც ვარჩევთ რა სახით ჩავრთოთ ის რაციონში, ძალზე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ამ ცხიმოვანი მჟავების სხვადასხვა წყაროს შორის რა განსხვავებაა.

ომეგა-3-ის გავრცელებული წყაროები

ბევრისათვის ცნობილია, რომ ომეგა 3-ის ძირითადი და საუკეთესო წყაროებია ისეთი ცხიმიანი თევზები, როგორებიცაა ორაგული, კალმახი, სარდინი, სკუმბრია და ქაშაყი, რადგანაც ამ თევზებს გააჩნიათ ზღვის მრავალჯაჭვოვანი ცხიმოვანი მჟავები EPA და DHA. დამტკიცებულია, რომ სწორედ ეს ცხიმოვან მჟავები საუკეთესოა ჯანმრთელობისათვის.

იხილეთ სხვა სტატიები ომეგა 3-ის შესახებ აქ

არა მხოლოდ სადილისთვის

გახსოვდეთ, რომ ხიზილალა და ტომატში დაკონსერვებული სკუმბრიაც შეიცავს საკმაო ოდენობით ომეგა-3-ს. არ არის საჭირო, ცხიმოვანი მჟავების მთლიანი დღიური დოზა სადილზე მიიღოთ, შეგიძლიათ, დღის განმავლობაში გადაანაწილოთ. ამიტომაც რატომც არ უნდა მიირთვათ საუზმეზე კვერცხზე ზემოდან ხიზილალათი ან ანჩოუსის ფილეთი? ხოლო ლანჩზე ხრაშუნა პური სკუმბრიით ტომატის სოუსით?

ომეგა-3-ის სხვა წყაროები

თუმცა, რა ხდება, თუ არ გიყვართ თევზი? თევზის გარდა, ომეგა-3-ს ასევე შეიცავს ნიგოზი, გოგრის კურკები, რაფსისა და სელის და სოიოს მარცვლები. ჩამოთვილი საკვები მდიდარია მოკლეჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავებით, რომელთაც ეწოდება ALA. იგი ასევე წარმოადგენს ომეგა-3 ცხიმოვან მჟავას, თუმცა ორგანიზმისათვის არ არის იმდენად სასარგებლო, რამდენადაც ზღვის ცხიმოვანი მჟავები. ორგანიზმმა ALA უნდა გარდაქმნას EPA-დ და DHA-დ, მაგრამ მხოლოდ მცირე რაოდენობა გარდაიქმნება და ამიტომაც საკმაოდ ნელი პროცესია.

ომეგა-3, როგორც დანამატი

ომეგა 3-ის წყაროები შეზღუდული რაოდენობითაა, ამიტომაც ბევრ ადამიანს მისი მიღება საკვებ დანამატად ურჩევნია, რათა მიიღონ DHA-სა და EPA-ს დღური დოზა 250 მგ-ს ოდენობით. თუმცა, დანამატის შერჩევისას სიფრთხილე გმართებთ, რადგანაც ხარისხში დიდი სხვაობაა. მაღალი ხარისხის დანამატი კლასიკური მიოლერის ვირთევზას ღვიძლის ზეთი შეიცავს ზღვის სასარგებლო ცხიმოვან მჟავებს საკმაო ოდენობით.