Quellen für Omega-9

ომეგა 9 – ცხიმოვანი მჟავები, რომლებსაც ორგანიზმი თავისით გამოიმუშავებს

ომეგა 9 ცხიმოვანი მჟაავები მრავალ უჯერი ცხიმოვანი მჟავებია. ომეგა 3-ის და ომეგა 6-ისგან განსხვავებით, ომეგა 9 ცხიმოვანი მჟავების მიღება არ არის აუცილებელი,

რადგან მისი წარმოქმნა ორგანიზმს  სხვა საკვებიდან მიღებული უჯერი ცხიმისგან თვითონ შეუძლია.

რა არის ომეგა-9?

ომეგა-9 ცხიმოვანი მჟავები ინახება ორგანიზმის ცხიმში. ორგანიზმში არის ცოტა ომეგა-3, მეტი ომეგა-6 და ძალიან ბევრი ომეგა-9. თქვენი ცხიმის უჯრედები გამოიმუშავებს ომეგა-9 ცხიმს ცხიმოვანი მჟავებისგან, რომლებიც არ მოიხმარება ენერგიის სახით.

იხილეთ სხვა სტატიები ომეგა-3-ის შესახებ აქ

რა საკვები წყაროები არსებობს ომეგა-9-ის მისაღებად?

ომეგა-9 ცხიმოვან მჟავებს ვხვდებით ზეითუნის ზეთში, ნუშის ზეთში, კაკალში, ცხოველურ ცხიმში, თევზსა და ავოკადოში. რადგანაც ომეგა-9 ცხიმოვანი მჟავები ორგანიზმში გამოიყოფა და მას საკმარისად ვიღებთ კვებით, მისი დანამატების სახით მიღება აღარ წარმოადგენს საჭიროებას.

ომეგა-9-ის საკვები წყაროები:

  • მზესუმზირის ზეთი
  • არგანის ზეთი
  • მიწისთხილის ზეთი
  • სოიოს ზეთი
  • სიმინდის ზეთი
  • თხილი
  • ფისტა
  • ნუში
  • სეზამის მარცვლები
  • ფიჭვის კაკალი
  • მიწისთხილი
  • ჩიას მარცვლები
  • ზეთისხილი
  • კიტრი
  • აკაი
  • მაკადამიას კაკალი

რისთვის არის სასარგებლო ომეგა-9?

გაჯერებული ცხიმების ჩანაცვლება ზეთითა და ცხიმებით, რომლებიც შეიცავს გაუჯერებელ ცხიმოვან მჟავებს, როგორებიცაა ომეგა-9, ომეგა-3 ან ომეგა-6, ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის ნორმალური დონის შენარჩუნებას. იქიდან გამომდინარე, რომ ქოლესტერინი კარდიოვასკულარული დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს, ომეგა-9-ის მიღება ნამდვილად ჯანსაღი გამოსავალია თქვენი გულის ჯანმრთელობისათვის.

როგორ უნდა მიიღოთ საკმარისი ომეგა-9

რადგანაც ორგანიზმი თავად გამოიმუშავებს საჭირო ომეგა-9 ცხიმოვან მჟავებს და მას საკმარისად ვიღებთ კვებით, მისი დანამატების სახით მიღება აღარ არის საჭირო..