aceite de hígado de bacalao möller's en Lofoten

Möller’s – ჯანმრთელობის ნორვეგიული ტრადიცია 1854 წლიდან

მიოლერის ისტორია უკავშირდება ნორვეგიის ლეგენდარული არქტიკული თევზჭერის ტრადიციას.

ეს ტრადიცია ლოფოტენში ამ გეოგრაფიული არეალის საყრდენია ათასობით წლის განმავლობაში და ასევე საფუძველი მიოლერის ვირთევზას ღვიძლის ზეთის წარმოებისა.

წაიკითხეთ მეტი მიოლერის ისტორიაზე აქ

ლოფოტენი – გასაოცარი ადგილი

ლოფოტენი არქიპელაგია, რომელიც ნორვეგიის ჩრდილოეთით მდებარეობს. ლოფოტენი შემოფარგლულია არქტიკული ზოლით. ეს ადგილი ცნობლია არა ხმოლოდ თევზაობის  და ვირთევზას ღვიძლის ზეთის წარმოების საუკუნოვანი ტრადიციით, ასევე  ლამაზი, თეთრი სანაპიროთი, საოცრად ლამაზი მთებით, კუნძულებითა და მსოფლიოშ სახელ განთქმული ფიორდებით. აქ უამრავი ტურისტი იყრის თავს, რომლებიც მთების დასალაშქრად სპეციალურად ჩამოდიან, ასევე ნავებით სასეირნოდ, სათევზაოდ და საცურაოდაც მოდიან ამ საოცარ ადგილას. ლოფოტენში ნახავთ გასაოცარ ველურ ბუნებას, აქ ბინადრობენ ვეშაპები და არწივები. ლოფოტენს ხშრად სტუმრობენ, რომ ყველასთვის გასაოცარი მოვლენა- ჩრდილოეთის ციალი იხილონ, ასევე შუა ღამის მზე. ვირთევზას ღვიძლის ზეთის დაგემოვნება და ადგილობრივი, ვირთევზას ღვიძლის ზეთის მწარმოებელი მცირე საწარმოების სტუმრობაც ლოფოტენის მონახულების ერთ-ერთი მთავარი მიზანია ტურისტებისთვის. 

fishing in lofoten

ვირთევზას ღვიძლის ზეთი ლოფოტენში

ვირთევზას ღვიძლის ზეთის ბიზნესი ნორვეგიაში განვითარდა ლოფოტენის ვირთევზას ღვიძლის ზეთის ქარხნებიდან მას შემდეგ, რაც ფარმაცევტმა პიტერ ჯ. მიოლერმა დააარსა მიოლერის ქარხანა 1854 წელს. მიოლერმა შენიშნა, რომ ნორვეგიის სანაპირო ზოლთან, სადაც ადგილობრივები ვირთევზას ღვიძლის ზეთს იღებდნენ, დაავადებების შემთხვევები ნაკლებად ვლინდებოდა. ასეთი სამეწარმეო აზროვნებით მან დაინახა, შესაძლებლობა, ვირთევზას ღვიძლის ზეთის ჯანმრთელობაზე სასარგებლო ზეგავლენის იდეა გაევრცელებინა ქვეყნის მასშტაბით.  შემდეგ კი მან სანაპიროზე გაავრცელა თავისი ვირთევზას ღვიძლის ზეთის მიღების ორთქლით დადნობის მეთოდი. ლოფოტენის მოსახლეობა უხსოვარი დროიდან მისდევდა თევზჭერასა და ვირთევზას ღვიძლის ზეთის წარმოებას. ასევე აღსანიშნავია სეზონური თევზჭერა, რომელიც მიმდინარეობს იანვრიდან აპრილის ჩათვლით.  ლეგენდის თანახმად,  ვირთევზას ღვიძლის ზეთს ვიკინგებიც კი მიირთმევდნენ, თუმცა სხვა სახით, ვიდრე

დღეს. შუა საუკუნეებში ზეთი მიიღებოდა ფერმენტირებული თევზისგან და მიღებული ზეთით ვიკინგები მომდევნო მოგზაურობებისთვის ემზადებოდნენ. ვიკინგები ახალ ვირთევზითა და გამომშრალი თევზით იკვებებოდნენ და აფინანსებდნენ თავიანთ ექსპედიციებს.

cod liver oil production factory

ვირთევზას ღვიძლის ზეთის მდგრადი წარმოება

1854 წელს პიტერ მიოლერის მიერ ვირთევზას ღვიძლის ზეთის ამ რევოლუციური მეთოდის შედეგად შესაძლებელი გახდა  ვირთევზას ღვიძლის ოქროსფერი სამკურნალო ზეთი მიღება გაუმჯობესებული გემოთი და ხარისხით. ამ დროისათვის ვირთევზას ღვიძლის ზეთის წარმოება უკვე მდგრადი იყო, რადგანაც ღვიძლის ცხიმის 50% ვირთევზას ღვიძლის სამკურნალო ზეთისათვის გამოიყენებოდა, ხოლო დანარჩენი სხვა დანიშნულებებისათვის.

ვირთევზას ღვიძლის ზეთი დღემდე წარმოადგენს იმ წრის ნაწილს, რომელშიც ფუჭად არაფერი იხარჯება. ღვიძლის ზეთი, სხვა პროცესებთან ერთად, გამომშრალი თევზის წარმოების შუალედური ბუნებრივი პროდუქტია. იგი მოიპოვება პირდაპირ თევზის ღვიძლისგან, რომელიც სხვა შემთხვევაში გადაიყრებოდა, შემდეგ კი იგზავნება ვირთევზას ღვიძლის ზეთის ქარხანაში.

the iconic green bottle

განთქმული მწვანე ბოთლი

ხარისხის გარანტიის უზრუნველსაყოფად მხოლოდ პიტერ მიოლერს ჰქონდა ვირთევზას ღვიძლის ზეთის ჩამოსხმის უფლება “Peter Möller”-ის ეტიკეტის მქონე ბოთლებში. ბოლო წლების განმავლობაში ვირთევზას ღვიძლის ზეთის მინის ბოთლი უფრო მუქი მწვანე გახდა, რომელსაც ყველა კარგად იცნობს.

მიოლერის ვირთევზას ღვიძლის ზეთის ბოთლის ფორმა და ფერი მისი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია. შემდეგ მოდის ბრენდის სახელი მწვანე ფონზე, მრგვალი ეტიკეტი გოგონას, ვირთევზასა და მზის ნახატით. ხარისხის გარანტიასთან ერთად ამ ელემენტების წყალობითაც ინარჩუნებს ბრენდი ცნობადობას ნორვეგიის საზღვრებს გარეთაც.

a daily spoon of cod liver oil

ვირთევზას ღვიძლის ზეთი გინარჩუნებთ ჯანმრთელობას

უკვე 1645 წლისათვის არსებობდა მტკიცებულებები, რომ ვირთევზას ღვიძლის ზეთს ჯანმრთელობაზე დადებითი ზეგავლენა ჰქონდა. 1930-იანი წლებიდან მოყოლებული, როდესაც ვირთევზას ღვიძლის ზეთი სკოლების კაფეტერიის მენიუში შეიტანეს და ასევე ოსლოსა და სიგდალის საუზმის ნაწილიც გახდა, ნორვეგიელები დღეში ერთ სუფრის კოვზ ვირთევზას ღვიძლის ზეთს მიირთმევენ. მშობლებს, ბებიებსა და ბაბუებს კარგად ახსოვთ სკოლის საუზმე, როდესაც ერთი კოვზი „ოქროსფერი ზეთის“ რიგში უწევდათ დგომა. ახალგაზრდა თაობებს უფრო თევზის ღვიძლის კაფსულები ემახსოვრებათ, რომელიც იწარმოება 1983 წლიდან. დღესდღეობით ღვიძლის ზეთის მიღების უამრავი გზა არსებობს იმისათვის, რომ უფროსებმა და ბავშვებმაც საკმარისი ომეგა-3 მიიღონ თავიანთი სასურველი ფორმით.