msc e mollers

MSC და მიოლერი – მდგრადი თევზჭერის გარანტია

მიოლერის ვირთევზას ღვიძლის ზეთი, რომელიც ამჟამად უკვე 20-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება,

საზღვაო ზედამხედველობის საბჭოს (MSC) ლურჯ ეტიკეტს ფლობს მდგრადი და გამჭვირვალე თევზჭერის გარანტიისათვის.

2019 წელს 5 მილიონზე მეტი MSC-სერტიფიცირებული ვირთევზას ღვიძლის ზეთის ბოთლი მიეწოდათ მომხმარებლებს მსოფლიოს მასშტაბით.

ჭარბი თევზჭერა უდიდეს გლობალურ გამოწვევას წარმოადგენს და  ჩვენ გვწამს MSC პროგრამის ფარგლებში განხორციელებული დადებითი ცვლილებების, გვწამს ორგანიზაციის, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს მდგრადი თევზჭერის წინ წამოწევასა და ზღვის ბინადართა სიცოცხლის შენარჩუნებაში.

კითხვები და პასუხები  – მიოლერი და MSC

რა არის MSC და რატომ ვთანამშრომლობთ მათთან?

საზღვაო ზედამხედველობის საბჭო (MSC) არაკომერციული საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის ხედვაა ოკეანის ბინადართა სიცოცხლის შენარჩუნება; ორგანიზაციია მისიაა ჭარბი თევზჭერის დასრულება და მომავალი თაობებისათვის ველური ზღვის პროდუქტებისადმი ხელმისაწვდომობა. MSC-ის ლურჯი ეტიკეტი და სასერტიფიკატო პროგრამა აღიარებს და ესალმება მდგრადი თევზჭერის პრაქტიკას და ხელს უწყობს უფრო ზღვის პროდუქტების უფრო მდგრად იდუსტრიას.

მიოლერის ვირთევზას ღვიძლის ზეთი ბოთლებზე MSC-ის ლურჯი ეტიკეტი იმის საბუთია, რომ ნედლეული სწორედ MSC -ს მიერ დამტკიცებული მეცნიერული სტანდარტების შესაბამისი მდგრადი თევზჭერის სერტიფიცირებული პრაქტიკითაა მოპოვებული. ამასთან, ნედლეულის მდგრადი სწყაროების მიგნება შესაძლებელია.

მომხმარებლებს მდგრადი ზღვის პროდუქტები სურთ

2018 წლის გლოუბლსკანის (GlobeScan) გლობალური საბაზრო კვლევა გვიჩვენებს, რომ იმ ჯანმრთელობაზე ორიენტირებული მომხმარებლების რიცხვი იმატებს, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ მდგრად ზღვის პროდუქტებს. გამოკითხვის მონაწილეებისათვის მნიშვნელოვანია შეფუთვაზე დატანილი ინფორმაცია მდგრად თევზსა და ზღვის პროდუქტებზე, ხოლო მათგან 72%-ისათვის ცნობილია MSC-ს ეტიკეტის შესახებ და ისინი ენდობიან ამ ორგანიზაციას.

MSC-ის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მისამართს msc.org.

MSC სერტიფიცირებული ნორვეგიული ვირთევზა „skrei”

ლეგენდარული ყოველწლიური თევზჭერა ლოფოტენში რეგიონის არსებობის განუყოფელი ნაწილია ათასობით წლის განმავლობაში. ჩრდილოაღმოსავლური არქტიკული ვირთევზა (ნორვეგიულად „skrei“) ასევე ცნობილია, როგორც „მოხეტიალე“ ვირთევზა, რადგანაც იგი ასობით კილომეტრზე გადაადგილდება ბარენცის ზღვის ჩრდილოეთში პოლარული ყინულიდან სასურველ წყლებამდე ლოფტოტენისა და ვესტერალენის მახლობლად ნორვეგიაში. მიოლერის ვირთევზას ღვიძლის ზეთი ნორვეგიული ვირთევზისგან (skrei) 1854 წლიდან მოიპოვება. ვირთევზას ღვიძლის ზეთი და ვირთევზას ღვიძლი სწორედ ამ ნორვეგიული ვირთევზას მეორადი პროდუქტებია, რომელთათვის მთლიანი თევზის გამოყენებაა საჭირო.

ნორვეგია აწესებს მდგრადი თევზჭერის სტანდარტებს

ნორვეგიული მეთევზეობა მდგრადი თევზჭერის ეტალონად მიიჩნევა, რომელსაც წარსული გამოცდილებიდან უამრავი რამ აქვს ნასწავლი. 80-იან წლებში ბარენცის ზღვაში ჭარბმა თევზჭერამ ნორვეგიული ვირთევზას მარაგი საგრძნობლად შეამცირა. მეთევზეობის ინდუსტრიამ და დაზარალებული ბიზნესებმა მდგომარეობიდან გამოსვლა შეძლეს პასუხისმგებლიანი და მდგრადი თევზჭერის ზედამხედველობით. ვირთევზას ჭერა პირველად სერტიფიცირებული გახდა 2010 წელს და გადაიხედა 2015 წელს, რაც იმას ნიშნავს, რომ მდგრადი თევზჭერის სტანდარტებში 28 ინდიკატორია დაცული.

რას ნიშნავს ეს ყველაფერი მიოლერისთვის?

მიოლერი სიამაყით წარადგენს  MSC-ის ლურჯ ეტიკეტს ვირთევზას ღვიძლის ზეთის ყველა ბოთლზე მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ სიამაყით ვუჭერთ მხარს მდგრადი თევზჭერის პრაქტიკას და მომხმარებლებს განვუცხადებთ, რომ მიოლერის ვირთევზას