Omega-3 y cerebro
ტვინის მთავარი საკვები ომეგა-3 ცხიმოვანი ჟავები და მისი გაველენა მხედველობის განვითარებაზე

ომეგა-3 ტვინის საწვავია!

ომეგა 3-ის მნიშვნელობა ტვინისთვის იმდენად დიდია, რომ მას ტვინის საწვავსაც უწოდებენ.

არც ერთი ორგანო არ იღებს იმხელა სარგებელს ცხიმობანი მჟავებისგან, რამდენსაც ტვინი.

ომეგა-3 ტვინისა და მხედველობისათვის

ახალდაბადებული ჩვილის ტვინი იწონის 380 გრამს და ორი წლის ასაკისათვის აღწევს 1,1 კილოგრამს, ხოლო ზრდასრული ადამიანის ტვინი კი 1,3 კილოგრამს*. ტვინის უდიდესი ნაწილი შეიცავს ცხიმს. ადამიანის არც ერთი სხვა ორგანო არ იღებს იმხელა სარგებელს ომეგა-3-ს ცხიმოვანი მჟავისაგან, როგორც ტვინი.

სინამდვილეში გასაოცარია, როგორ მუშაობს თქვენი თვალები და ტვინი ერთად. თვალებიდან სიგნალი ბადურის გავლით ტვინს გადაეცემა, ხოლო ტვინის უჯრედებსა და დანარჩენ ორგანიზმს შორის კომუნიკაცია მილიონობით ნერვული სიგნალების საშუალებით ხორციელდება და ყველაფერი ხდება წამებში! რაც უფრო სწრაფად გაიდაეცემა შეტყობნება ტვინის უჯრედებს შორის, მით უფრო სწრაფად აღვიქვამთ და ვპასუხობთ; მაგალითად, ასოებისაგან სიტყვების, ხოლო სიტყვებისგან წინადადებების შექმნისას. ეს ფუნქცია კრიტიკულია ყველა ინდივიდისათვის, ახალგაზრდასთვის, თუ ხანდაზმულისათვის, სკოლაში, სახლში თუ სამსახურში რაიმე პატარა ან დიდი დავალების შესრულებისას.

ომეგა-3 ტვინის ნორმალური ფუნქცინირებისათვის.

კვლევების მიხედვით, ომეგა-3-ს ცხიმოვანი მჟავის DHA-ს მიღება ხელს უწყობს ტვინის ნორმალურ ფუნქტიონირებას*. DHA არის ის ცხიმოვანი მჟავა, რომლის მიღებაც გვჭირდება ტვინისათვის ყოველდღიური რაციონის საშუალებით , რადგანაც ორგანიზმი არ გამოიმუშავებს თავად საკმარის რაოდენობას. მიოლერის ვირთევზას ღვიძლის ზეთი (CLO) შეიცავს განსაკუთრებით მაღალი რაოდენობის ბუნებრივ DHA-ს, რომელიც იწარმოება ჩრდილო-აღმოსავლური არქტიკული ვირთევზასგან. ვირთევზა მიგრირებს ლოფოტენში ნორვეგიის შეჭრილ სანაპიროზე ყოველ წელს. ორი კაფსულა მიოლერის ომეგა-3 ან ერთი ჩაის კოვზი მიოლერის Möller’s CLO (5 მლ) მოიცავს ომეგა-3-ის დღიურ დოზას. ბავშვებისათვის, რომელთაც არ მოწონთ სუფთა თევზის ზეთის გემო, მათთვის შექმნილია სხვადასხვა გემოს მქონე პროდუქტი – ლიმნის, ვაშლისა და შერეული ხილის არომატით.

*სარგებლიანი ეფექტი მიიღწევა მინიმუმ 250 მგ DHA-სა EPA-ს დღიური მიღებით.