Schwangere Frau und Omega-3 in der Schwangerschaft
ომეგა-3 მნიშვნელოვანია ფეხმძიმობისას, განსაკუთრებით D ვიტამინთან ერთად, რადგან ის უზრუნველყოფს ბავშვის ტვინისა და თვალების განვითარებას

ორსულად ხართ? მაშინ ომეგა-3 თქვენთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია

ომეგა 3 ორსულობის პერიოდში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ის დედისგან ბავშვის ორგანიზმში გადადის

ომეგა 3 ნაყოფის თვალისა და ტვინის განვითარებას უზრუნველყოფს. ის მნიშვნელოვანია ჩვილებისთვისაც.

ვირთევზას ღვიძლის ზეთი შეიცავს ომეგა 3-სა და D ვიტამინს ბუნებრივად. ეს ორი საკვები ნივთიერება ძვლოვანი სისტემის განვითარებასაც უზრუნველყოფს.

ვირთევზას ღვიძლის ზეთი მნიშვნელოვანია ძუძთი კვების დროსაც, რადგან დედის რძით ხვდება ჩვილის ორგანიზმში და მის სრულფასოვან განვითარებას უზრუნველყოფს.

 

წაიკითხე სხვა სტატიები ომეგა 3 თან დაკვშირებით

ორსულად ხართ? მაშინ ომეგა-3 თქვენთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია

ომეგა-3-ის საკმარისი მიღება აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ორსულობის პერიოდში.

ომეგა-3 ორსულობის პერიოდში

თქვენს ბავშვზე მზრუნველობას იწყებთ იმ დღიდან, როდესაც იგებთ ორსულობის შესახებ და არც არის გასაკვირი, რომ უფრო მეტად ღელავთ იმაზე, თუ როგორ იკვებოთ სრულფასოვნად. თქვენი დიეტა ასევე წარმოადგენს თქვენი შვილის დიეტას და ამიტომაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ პერიოდში ჯანსაღი და მრავალფეროვანი კვება, ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავების კარგი და უსაფრთხო წყაროს მიღების სახით.

ომეგა-3 ტვინისა და მხედველობისათვის

ევროპის სურსათის უვნებლობის სააგენტოს (EFSA) რეკომენდაციით, ორსულმა ქალბატონებმა ყოველდღიურად უნდა მიიღონ 200 მილიგრამი ცხიმოვანი მჟავა (DHA), რომელიც არის ომეგა 3-ის ერთ-ერთი კომპონენტი. ეს ცხიმოვანი მჟავა (DHA) მოიპოვება ისეთ თევზებში, როგორიცაა  ორაგული, კალმახი, ქაშაყი, სკუმბრია, სარდინი და სხვა. ზოგიერთი ომეგა-3-ით გაჯერებული საკვები, მაგალითად, შებოლილი ორაგული ან  უმი თინუსი (სუში) არ არის რეკომენდებული ორსულობისას ლისტერიის ბაქტერიებით დაინფიცირების რისკის გამო, რომლითაც შესაძლოა, ნაყოფს მიადგეს ზიანი. ლისტერია, შესაძლოა, აღმოჩნდეს საკვებში, რომელიც არ არის თერმულად საკმარისად დამუშავებული. ამის მაგალითია შებოლილი ორაგული და უმი თინუსი. ორსულობის პერიოდში, ასევე უნდა მოერიდოთ ქვირითებს/ხიზილალასა და ღვიძლის პეტეს. ომეგა-3 ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან მასში შემავალი ცხიმოვანი მჟავები ხელს უწყობს ნაყოფის ტვინისა და მხედველობის ჯანსაღ განვითარებას. ორსულობის პირველი 40 კვირის განმავლობაში ბევრი რამ ხდება ნაყოფის განვითარების მხრივ და თქვენი ჯერ არდაბადებული შვილი თქვენს გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. ასევე, დაბადების შემდგომ, მნიშვნელოვანია სწორი კვება, რადგან ბავშვს კვებავთ საკუთარი რძით და იგი ამ გზით იღებს საკვებ ნივთიერებებს.

უსაფრთხო ორსულობა

ორსულობის პერიოდში, ბუნებრივია, რომ თქვენი ბავშვისთვის ყოველივე საუკეთესო გსურთ. ბევრი მომავალი დედასავით, სავარაუდოდ, თქვენც ჩვეულებრივზე მეტ დროს უთმობთ ინფორმაციის ინტერნეტში მოძიებას. თქვენ გსურთ, რომ მიიღოთ უსაფრთხო გადაწყვეტილებები სამეცნიერო კვლევებსა და მათი შედეგების ზუსტ შეფასებაზე დაყრდნობით, ნაცვლად იმისა, რომ იყიდოთ პირველივე ნივთი, რაც შეგხვდებათ. იქნება ეს ჩვილის ვიდეო საკონტროლო მონიტორი თუ საკვები დანამატები. როდესაც ირჩევთ ომეგა-3-ის დანამატებს, უნდა იცოდეთ, რომ ყველა მომწოდებელს არ აქვს ომეგა-3-ის პროდუქტების წარმოების ერთი და იგივე დონის სტანდარტი. აუცილებლად უნდა დარწმუნდეთ, რომ ირჩევთ იმ კომპანიის პროდუქტს, რომლესაც აქვს წარმოების სრული პროცესის მაღალი სტანდარტები. მათ შორის მხოლოდ საუკეთესოა მისაღები თქვენთვის და თქვენი ჩვილისთვის!