ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები
ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები დღეს საკმაოდ ნაცნობია უკვე დიდი ნდობითაც სარგებლობს. საინტერესოა, სად გვხვდება ეს მჟავები და რატომაა სასარგებლო
და მეტიც- აუცილებელი ჩვენი ჯანმრთელობსათვის.
რატომ არის ომეგა-3 აუცლებელი ცხიმოვანი მჟავები?
მაშინ, როდესაც ორგანიზმი თავად გამოიმუშავებს საჭირო ცხიმოვან მჟავების უმეტესობას, დანარჩენის მიღება საკვების საშუალებითაა შესაძლებელი.
იხილეთ სხვა სტატიები ომეგა-3-ის შესახებ
აუცილებელი ცხიმოვანი მჟავები, რომელთაც ორგანიზმი თავად ვერ გამოიმუშავებს ალფა ლინოლეუმისა და ლინოლეუმის მჟავებია. ალფა ლინოლეიუმის მჟავა ომეგა-3-ის, ხოლო ლინოლეუმი ომეგა-6-ის ჯგუფს მიეკუთვნება. ორივე მათგანი პოლიგაუჯერებელი ცხიმოვანი მჟავაა, გვხვდება უჯრედის მემბრანაში და გააჩნია სისხლში ქოლესტერინის ნორმალური დონის შენარჩნების ფუნქცია.
ადამიანის ორგანიზმისთვის ასევე აუცილებელია მრავალატომური პოლიგაუჯერებელი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები EPA და DHA, რომლებსაც ორგანიზმი არასაკმარისი რაოდენობით გამოიმუშავებს.
ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავების საჭირო დოზის დასაფარად ბალანსირებული კვება საკმარისია. თუმცა, თუ თევზს არ მიირთმევთ, მაშინ უდავოდ დაგჭირდებათ ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების დანამატი, მაგალითად, ვირთევზას ღვიძლის ზეთი.
ომეგა-3-სა და ომეგა-6-ს წყაროები
მრავალატომური ოკეანური ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები EPA და DHA, რომლებსაც წვლილი შეაქვთ გულის ნორმალურ ფუნქციონირებაში, გვხვდება ცხიმოვან თევზებში, როგორებიცაა ქაშაყი, სკუმბრია და ასევე ვირთევზას ღვიძლის ზეთში.
ალფა ლინოლეუმის მჟავა კი, რომელიც ასევე წარმოადგენს ომეგა-3-ის ცხიმოვან მჟავას, გვხვდება ისეთი ბოსტნეულის ზეთში, როგორებიცაა კანოლა, სოიო და ნიგოზი.
ომეგა-6 ლინოლეუმის ცხიმოვანი მჟავა გვხვდება შემდეგ პროდუქტებში: ქერი, თხილეულობა, მზესუმზირა, ფრინველის ხორცი, მარგარინი, ასევე კანოლას, სიმინდისა და სოიოს ზეთი. სელი კი ორივე მათგანის წყაროა (ომეგა-3 და ომეგა-6).
მრავალატომური პოლიგაუჯერებელი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები EPA და DHA გვხვდება თევზში, თევზის ზეთში (ვირთევზას ღვიძლის ზეთში).
რატომაა მნიშვნელოვანი აუცილებელი ცხიმოვანი მჟავები?
არსებობს ბევრი მიზეზი, რატომაცაა აუცილებელი ცხიმოვანი მჟავები, კერძოდ, ომეგა-3 და DHA, სასარგებლო, განსაკუთრებით, ორსული ქალებისათვის. ისინი ასევე საჭიროა ჩვილებისა და ბავშვების განვითარებისა და ზრდისთვის ისევე, როგორც ნაყოფისა და ბუნებრივ კვებაზე მყოფი ჩვილების თვალებისა და ტვინის განვითარებისათვის.*
დედის რძეში კი ცხიმოვანი მჟავები ბუნებრივად ხვდება, ხოლო რაოდენობა დამოკიდებულია დედის კვებაზე. თავის მხრივ კი, ცხიმოვანი მჟავის ხარისხს განსაზღვრავს რძეში არსებული ცხიმის შემადგენლობა და ცხიმოვანი მჟავის სტრუქტურა.
*მიუხედავად იმისა, რომ დანამატები ბალანსირებულ კვებას ვერ ანაცვლებს, DHA-ს დღიური დოზის მიღებით სარგებელი მაინც მიიღება. 4 კვირის ასაკიდან ჩვილებისთვის რეკომენდებული DHA-ს დღიური დოზა არის მინიმუმ 250 მგ.