omega 3 in norway lofoten

ომეგა 3- უძელესი ნორვეგიული ტრადიცია

ომეგა 3 ნორვეგიული ტრადიციაა, რომელსაც ჯანმრთელობაზე ზრუნვის 8000 წელზე მეტი ისტორია აქვს.

 მიოლერის კომპანია ამაყობს, რომ ამ ისტორიის ნაწილია 165-წელზე დიდი ხნის განმავლობაში.

სასაწაული ჩრდილოეთიდან – ჯამრთელობაზე ზრუნვის ნორვეგიული ტრადიცია 1854 წლიდან

ომეგა 3 წარმოადგენს პოლიგაუჯერებელი ცხიმოვანი მჟავების ჯგუფს, რომელიც ძალიან სასარგებლოა სხეულის ბევრი ფუნქციისათვის. ნორვეგიაში დიდი ხანია, რაც ვიცით ომეგა 3-ს ჯანმრთელობისათვის სარგებლის შესახებ ისევე, როგორც საჭრო ცხიმოვანი მჟავების მისაღებად ბალანსირებული დიეტის მნიშვნელობის შესახებ.

ომეგა-3-ს წყაროები ნორვეგიაში

გრძელჯაჭვიანი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი საკვების სიაში პირველი აუცილებლად ისეთი ცხიმიანი თევზები გვხვდება, როგორებიცაა ორაგული, კალმახი, ქაშაყი და სკუმბრია. ისტორიულად ნორვეგიელებისათვის სწორედ ეს იყო ცხიმოვანი მჟავების ძირითადი წყარო გრძელ სანაპიროზე, სადაც მოსახლეობას საუკეთეზო თევიზ ჭერა შეეძლო. ჯანსაღი მოკლეჯაჭვიანი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები ასევე მოიპოვება ისეთ ბოსტნეულში, როგორებიცაა ავოკადო, მარცვლეული, ბოსტნეულის ზეთები, თხილეულობა და თესლი. მათგან განსაკუთრებულია კაკლისა და ჩიას თესლი, რომლებიც ნორვეგიაში მაღაზიებში იყიდება.

ომეგა 3 ნორვეგიაში – მაშინ და ახლა

როგორც უკვე აღინიშნა, ომეგა-3-ის ძირითად წყაროდ ნორვეგიელი ხალხი დღემდე ზღვას იყენებს, რადგანაც იგი მდიდარია თევზეულობი. ისტორიულად და დღემდე ასევე გამოიყენება ისეთი დანამატები, როგორიცაა ვირთევზას ღვიძლის ზეთი, რომელიც დიდი ოდენობით შეიცავს ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს. ვირთევზას ღვიძლის ზეთი არის ბუნებრივი პროდუქტი, რომელიც მიღება ვირთევზას ღვიძლისგან. იგი ასობით წელია, ნორვეგიაში მოიპოვება მუდმივად გაუმჯობესებული მეთოდებით. 1852 კი ვირთევზას ღვიძლის ზეთის წარმოებაში რევოლუციური ინოვაცია აღმოცენდა, როდესაც მიოლერის დამაარსებელა პიტერ მიოლერმა პირველად გამოიყენა ვირთევზას ღვიძლის ზეთის ორთქლით მიღების მეთოდი სამედიცინო მიზნებისთვის.

ომეგა-3 იწარმოება ნორვეგიაში

მას შემდეგ, რაც პიოტერ მიოლერის ორთქლის მეთოდმა სახელი გაითქვა, სატესტო წარმოება მალევე ჩაიშვა ამ მეთოდით ნორვეგიის მთელს სანაპიორ ზოლზე. 1854 წლიდან მიოლერის ვირთევზას ღვიძლის ზეთი სწორედ ამ მეთოდით იწარმოება და მიიღება საუკეთესო ნორვეგიული პროდუქტი. დღესდღეობით ვირთევზას ღვიძლის ზეთი იწარმოება სკრეის (skrei – ჩრდილოაღმოსავლური არქტიკული ვირთევზა) სათევზაო ადგილებში ლოფოტენში, ვესტერალენსა და ლორენში ჩვენს ტერიტორიაზე ოსლოში, სადაც წარმოება მიმდინარეობს 1938 წლიდან. მიოლერის ქარხანაში პროდუქცია იწარმოება მკაცრი წესების მიხედვით, რათა ნორვეგიელ ხალხს მიეწოდოს მაღალი ხარისხი.

ნორვეგიული ომეგა-3 საზღვარგარეთ

ნორვეგიული ომეგა-3 ასევე ცნობილია, როგორც მაღალი ხარისხის პროდუქტი ნორვეგიის საზღვრებს გარეთაც. ეს რეპუტაცია ძალიან დიდ დროს ითვლის და ეყრდნობა სწორედ პროდუქციის, ნორვეგიული ვირთევზას ღვიძლის ზეთის ხარისხს. მიოლერის ქარხანამ ბიზნესის ექსპორტი უკვე 1928 წელს წამოიწყო, როდესაც მიოლერის ვირთევზას ღვიძლის ზეთის პირველი ბოთლები ფინეთში გაიყიდა. ამ დროიდან მოყოლებული საექსპორტო ქვეყნების რაოდენობამ იმატა და დღესდღეობით პროდუქტი მიეწოდება ყველას დასავლეთიდან, ანუ აშშ-დან აღმოსავლეთამდე, ანუ ჩინეთამდე.