






-
ძვლები
-
ტვინი
-
პრენატალური პერიოდი
-
იმუნური სისტემა
-
მხედველობა
-
გული
-
სახსრები
EPA და DHA არის ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავების გრძელი ჯაჭვი, რომელსაც აქვს სხვადასხვა დადასტურებული სასარგებლო გავლენა ადამიანის ზოგად ჯანმრთელობაზე.
EPA და DHA, სამშენებლო ბლოკების როლს ასრულებენ გულისა და გულსისხლძარღვთა სისტემის სტრუქტურაში; ამიტომ, მათი ერთობლიობა დადებით გავლენას ახდენს გულის ზოგად ჯანმრთელობაზე. DHA ცხიმოვანი მჟავები უნიკალურია თავის ტვინსა თუ მხედველობაზე დადებითი ზემოქმედების გამო.


ჩვენ ომეგა 3-ის სხვა წყაროებიც გვხვდება. მაგ: ნიგოზსა და თხილში, ჩიასა და სელის მარცვლებში, ზეითუნისა და კანოლას ზეთში, ასევე სოიოში, რძის პროდუქტებში, მარცვლეულში, ხორცსა და კვერცხში. თუმცა ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები მხოლოდ მცირე რაოდენობით შეიცავს ისეთ სასარგებლო ელემენტებს ომეგა3- ისა, როგორებიც EPA და DHA გახლავთ.
ნორვეგიის ეროვნული ჯანდაცვის სამსახური გვირჩევს, რომ კვირაში ორჯერ მაინც მივიღოთ თევზი. კვლევები კი გვიჩვენებს, რომ ჩვენი უმრავლესობა ასე არ იქცევა და უფრო იშვიათად მივირთმევთ ზღვის პროდუქტებს. სწორედ ამიტომ გონივრული იქნება, თუ ომეგა 3-ს საკვები დანამატის სახით ჩავრთავთ ჩვენს რაციონში. 1 ჩაის კოვზი ვირთევზას ღვიძლის ზეთის ყოველდღიურად მიღება ჩვენს ორგანიზმს მოამარაგებს EPA და DHA ელემენტების საჭირო დოზით, ასევე A, D და E ვიტამინებით. ეს ვიტამინები ნებისმიერი ასაკის ადამიანის ყოველდღიურ აუცილებლობას წარმოადგენს და მათი მხოლოდ ერთი ჩაის კოვზით მიღება საკმაოდ მოხერხებუილა. მით უმეტეს, რომ ყოველი მათგანი ომეგა-3 თან ერთად ბუნებრივად გვხვდება ჩვენ პროდუქტში.

კომპანია Möller's უზრუნველყოფს ვირთევზას ღვიძლის ზეთის წარმოების მკაცრად რეგულირებულ ხარისხის კონტროლს, წარმოების ყველა ეტაპზე. ამიტომ, Möller's პროდუქტები გამოირჩევა ტოქსინების მნიშვნელოვნად დაბალი დონით, ევროკავშირის დასაშვებ ლიმიტთან შედარებით. Möller's უნიკალური დისტილაციის მეთოდი ასევე უზრუნველყოფს თითოეული პროდუქტის ჟანგვის ხარისხის მინიმუმამდე შემცირებას. საბოლოოდ, კი მიიღება უმაღლესი ხარისხის სუფთა და ნატურალური პროდუქტი.