gravidanza e omega-3

შეიძლება ომეგა 3 ორსულებისთვის?

შეიძლება ომეგა 3 ორსულებისთვის?

დაგაბნიათ ამდენმა გაფრთხილებამ საკვებზე, რომლებიც ნაყოფის განვითარებისთვის ზიანის მომტანია? საშიშროებების სია უსასრულოა ორსულთათვი და ეს ხშირად მათი შფოთვის საბაბი ხდება. ჩვენ გაგაცნობთ ფაქტებსა და მითებს მათ შორის თევზისა და ომეგა 3-ის მიღებაზე.

ომეგა-3 გმატებთ სისხლდენას მშობიარობის დროს მითი!

არსებობს მოსაზრება რომ, ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები აფერხებს სისხლის სწორ შედედებას, რაც შემდეგ მშობიარობისას ქმნის საფრთხეებს. თუმცა, კვლევები საპირისპიროს გვიჩვენებს. პირიქით, ომეგა 3-ის სარგებელი ჯანმრთელობისათვის უფრო დიდია, ვიდრე თეორიული რისკები. ორგანიზმისათვის საჭირო ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები ცხიმიან თევზში, როგორებიცაა სკუმბრია, სარდინები და ქაშაყი ხელს უწყობს ნაყოფის თავის ტვინისა და მხედველობის ნორმალურ განვითარებას.

ფოლატის (B ვიტამინის) მიღება უნდა დაიწყოთ მაშინ, როდესაც გეგმავთ ბავშვის გაჩენას  – ფაქტი!

NHS ურჩევს ქალებს, დღიურად მიიღონ ფოლატის დანამატი 400 მიკროგრამის ოდენობით, როდესაც ბავშვის გაჩენას გეგმავენ.  ამის საშუალებით თავიდან აიცილებთ ჩვილში ხერხემლის ნაპრალს.

ნახევარი ჭიქა წითელი ღვინის მირთმევა შეიძლება ორსულობისას მითი!

შესაძლოა, ნახევარი ჭიქა არ იყოს ბავშვისათვის ზიანის მომტანი, მაგრამ რატომ ღირს გარისკვა? გახსოვდეთ, რომ ყველაფერს, რასაც მიირთმევთ, იყოფთ ნაყოფთან ერთად, ამიტომაც გარისკვა ნამდვილად არ ღირს. არ არსებობს ორსულობისას ალკოჰოლის მიღების უსაფრთხო რაოდენობის ლიმიტი. უმჯობესია, მთლიანად მოერიდოთ ალკოჰოლს, ხოლო თუ დაორსულება გნებავთ, მოუკლოთ რაოდენობას.

ორსულობისას ჰიგიენა უფრო მკაცრად უნდა დაიცვათ ფაქტი!

იმისათვის, რომ მიღებულმა საკვებმა არ დაგაინფიციროთ ისეთი ბაქტერიებით, როგორებიცაა ტოქსოპლაზმა და ლისტერია, უმჯობესია, ორსულობისას ჰიგიენა სამზარეულოში ბევრად მკაცრად დაიცვათ. ყოველთვის გარეცხეთ ხილი, ბოსტნეული და კენკრა. ხშირად რეცხეთ დანები, საჭრელი დაფები და ასუფთავეთ სამზარეულოს მაგიდები. ხშირად გარეცხეთ და გაფინეთ სამზარეულოს პირსახოცი მოხმარების შემდგომ და ჩაანაცვლეთ სუფთა პირსახოცით. ცხელი კერძები უნდა მოამზადოთ მაღალ გრადუსზე, რადგანაც ბაქტერიები იზრდება ნელთბილ საკვებში. 70 ° C-ზე მაღალ ტემპერატურაზე ბაქტერიების უმეტესობა კვდება. თუ მირთმევა მომზადებიდან რაღაც დროის შემდეგ გიწევთ, უმჯობესია, გაციება დააცადოთ და ხელახლა გააცხელოთ. უმი და მომზადებული საკვები უნდა შეინახოთ ცალ-ცალკე. გამოიყენეთ სხვადასხვა ხელსაწყო სხვადასხვა ტიპის საკვებთან (მაგალთად, ხორცი, თევზი და ბოსტნეული) და ასევე უმ და მომზადებულ საკვებთან – ან გარეცხეთ შემდგომ გამოყენებამდე.

ორსულობისას თევზის ჭამა საშიშია  – მითი!

ორსულობისას საშიში თევზის სია იმდენად დიდია, თითქოს ყველა სახეობის თევზი საშიშია. ამ სიას ასევე განეკუთვნება: სამ კილოგრამზე მეტი გრენლანდიური თეთრწინწკლებიანი პალტუსი ქარიყლაპია, 25 სანტიმეტრზე დიდი ქორჭილა, 1 კგ-ზე მეტი კალმახი.

ორსულობისას არ უნდა ჭამოთ სუში მითი!

ორსულ ქალებს შეუძლიათ, მიირთვან უმი თევზით დამზადებული სუში, თუმცა უნდა მოერიდონ თევებს ზემოთ მოცემულ სიაში. მთავარია, სუში დამზადებული იყოს სუფთა და ჰიგიენის წესებით დაცულ ადგილას.

თქვენი შვილისათვის ალერგიების თავიდან აცილება ორსულობისას ზოგიერთი საჭმლის მოკლებით შეგიძლიათმითი!

ორსული ქალების მიერ ალერგიების ამ გზით თავიდან აცილების მეცნიერული საფუძველი არ არსებობს. თუმცა, მრავალფეროვანი დიეტას ბავშვის ჯანმრთელობაზე დადებითი ზეგავლენა აქვს.

ორსული ქალები სიფრთხილით უნდა ეკიდებოდნენ საკვებ დანამატებს  – ფაქტი!

თუ იღებთ დანამატებს, შესაძლოა, იყოს ზედმეტი საკვები ნივთიერების მიღების რისკი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იღებთ სხვადასხვაგვარ დანამატს. ექიმის მიერ დანიშნული ფოლატის გარდა, სასურველია, საკვები ნივთირებები მიიღოთ უშუალოდ საკვებისგან და არა დანამატებისგან. თუ დანამატებს ამინც იღებთ, უმჯობესია, მიჰყვეთ შეფუთვაზე მითითებულ ინსტრუქციებს დოზასთან დაკავშირებით და არ მიიღოთ სხვადასხვა სახის დანამატი, რომლებიც ერთსა და იმავე ვიტამინებსა და მინერალებს შეიცავს.

საკვების სია, რომელსაც უნდა მოერიდოთ ორსულობისას, იხილეთ NHS-ის ორსული ქალებისათვის დადგენილი საკვების გაიდლაინებში.