benefici olio di pesce e di fegato di merluzzo

რა არის ვირთევზას ღვიძლის ზეთი და მისი სასარგებლო თვისებები

რა არის ვირთევზას ღვიძლის ზეთი და მისი სასარგებლო? იცოდით, რომ მიოლერის კაფსულები შეიცავს თევზის ზეთს? გაეცანით ინფორმაციას ამ ზეთისა და მისი განსაკუთრებული თვისებების შესახებ.

თევზის ზეთი vs ვირთევზას ღვიძლის ზეთი – რა განსხვავებაა?

ვირთევზას ღვიძლის ზეთი და თევზის ზეთი სხვადასხვა სახის ზეთებს წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანს მსგავსი ცხიმოვანი მჟავის პროფილი გააჩნია. განსხვავება ის გახლავთ, რომ ვირთევზას ღვიძლის ზეთი ამოღებულია ვირთევზას ღვიძლიდან, ხოლო თევზის ზეთი მთლიანი თევზიდან.  

თევზის ზეთი შეიცავს, სხვა ინგრედიენტებთან ერთად, ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს. ცხიმოვანი მჟავები გროვდება თევზში მიკროწყალმცენარეებისგან და სხვა თევზისგან, რომლებსაც ისინი ჭამენ. მაშინ, როდესაც ყველა სახეობის თევზი იღებს თევზის ზეთს საკვებიდან, ხოლო ცხიმის შემადგენლობა დამოკიდებულია საკვებზე, სეზონსა და ჰაბიტატზე. 

თევზის ზეთის სარგებელი და შემადგენლობა 

ომეგა-3-ის საჭირო ცხიმოვან მჟავებს დიდი სარგებელი მოაქვს თქვენი სისხლის მიმოქცევისა და ტვინისათვის, ასევე ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. 

თევზის ზეთის ან ვირთევზას ღვიძლის ზეთის ომეგა-3 პოლიგაუჯერებელ ცხიმოვან მჟავებს, და სხვა ცხიმებს, მათ შორის,  DHA და EPA. მიოლერის კაფსულები შეიცავს ანჩოუსისა და სარდინების ექსტრაკონცენტრირებულ ზეთს და შესაბამისად, ბუნებრივზე მეტ ომეგა-3-ს შეიცავს. საბედნიეროდ, შედარებით დიდი მოცულობის ომეგა-3-ის კონცენტრაცია პატარა კაფსულებში შესაძლებელია. 

ორგანიზმი საჭირო ცხიმოვან მჟავებს თავადაც გამოყოფს თუმცა, სხვა ცხიმოვანი მჟავების მიღება (მაგალითად, ომეგა-3) შესაძლებელია საკვების, ვირთევზას ღვიძლის ზეთის ან თევზის ზეთის კაპფულების (მაგალითად, მიოლერის „The Original”) გზით. საკვების ჩამონათვალში, რომლებიც შეიცავს ომეგა-3-ს შედის: სკუმბრია, სარდინები, ქაშაყი, მრავალფარფლიანი თევზი და მისი ქვირითი, ორაგული, გველთევზა და ცისარტყელა კალმახი.  

თევზის ზეთის ან ვირთევზას ღვიძლის ზეთის ომეგა-3, სხვა სარგებელთან ერთად, ხელს უწყობს

  • გულის ნორმალურ ფუნქციონირებას
  • ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებას
  • მხედველობას
  • ტრიგლიცერიდის სისხლში ნორმალურ კონცენტრაციას 

თევზის ზეთი ასევე შეიცავს A და D ვიტამინებსაც. D ვიტამინი ცხიმში ხსნადია, რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმში ინახება ცხიმის ქსოვილსა და ღვიძლში.  ამგვარად ორგანიზმი D ვიტამინს მაშინ იღებს, როცა სჭირდება. D ვიტამინს გააჩნია რამდენიმე ფუნქცია ორგანიზმისათვის: ბავშვებში ძვლოვანი სისტემის ნორმალური განვითარება და ცხოვრების განმავლობაში იმუნური სისტემისა და მთელს სხეულში კუნთების ნორმალუტი ფუნქციონირება. 

A  ვიტამინი ასევე ცხიმში ხსნადია და ინახება ორგანიზმში ცხიმის ქსოვილსა და ღვიძლში და გამოიყოფა, როდესაც ორგანიზმს ესაჭიროება. ეს ვიტამინი ასევე ძალზედ საჭიროა იმუნური სისტემისა და ლორწოვანი მემბრანისთვის. A ვიტამინს ასევე მოიხსენიებენ, როგორც თვალის ვიტამინს, რადგანაც იგი საჭიროა ნორმალური მხედველობის შესანარჩუნებლად.