Baby Lebertran mit einer Dosierspritze geben

რჩევები მშობლებისთვის- როგორ მივცეთ ბავშვებს მიოლერის ომეგა 3

ომეგა 3 ბავშვებისთვის 6 რჩევა თუ როგორ მივცეთ პატარებს მიოლერის ომეგა 3 მარტივად.

ალბათ უკვე იცით, რომ ვირთევზას ღვიძლის ზეთი არაჩვეულებრივია თქვენი ჩვილის განვითარებისათვის.

თუმცა, ჩვილისათვის ვირთევზას ღვიძლის ზეთის მიწოდება არც თუ ისე იოლია. ამ პრობლემის მოგვარებაში კი შემდეგი 6 რჩევა დაგეხმარებათ.

1.ერიდეთ ტანსაცმელზე დაღვრას

მიეცით ჩვილებს ვირთევზას ღვიძლის ზეთი გამოსაცვლელ მაგიდაზევე, სააბაზანოში, ან ნებისმიერ სხვა სიტუაციაში, როდესაც ჩვილს ტანსაცმელი არ აცვია, რათა თავიდან აიცილოთ ლაქები დაღვრის ან ღებინების შემთხვევაში. კიდევ ერთი სახალისო რჩევაა ჩვილის მიერ კოვზის თავად დაჭერაც.

2. ხრიკი შპრიცით

შპრიცი (ნემსის გარეშე) გაავსეთ ვირთევზას ღვიძლის ზეთით და მიაწოდეთ ჩვილს, ან მიეცით საშუალება, თავად გამოწოვოს სითხე შპრიციდან. „მიოლერის მარტივი ვირთევზას ღვიძლის ზეთი“ ამისათვის საუკეთესო შპრიცისმაგვარი ხელსაწყოა, რომელიც ხელმისაწვდომია ნებისმიერ აფთიაქში.

3. სხვა რამეზე გადაატანინეთ ყურადღება

ვირთევზას ღვიძლის ზეთის ჩვილისათვის მიწოდებისას მრავალი ხრიკი არსებობს ყურადღების გადასატანად, მაგალითად, დამალვა და ჩვენება, მოლაპარაკე დათუნია და „ბრრრ, ბრრრ“ მანქანა. ვირთევზას ღვიძლის ზეთის კოვზით მიწოდება ხელსაყრელია, სანამ ჩვილი იცინის.

4. მოატყუეთ, თითქოს ვირთევზას ღვიძლის ზეთს საერთოდ არ მიიღებს

საწინააღმდეგო ფსიქოლოგია არაჩვეულებრივად მუშაობს ჩვილებში. ვირთევზას ღვიძლის ზეთი ჯერ ოჯახის სხვა წევრებს მიაწოდეთ და ბოლოს კი თქვენს ჩვილს.

5. მიეჩვიეთ

ვირთევზას ღვიძლის ზეთის ყოველდღიური დოზის მიღება ყოველდღიურ რუტინად გახადეთ და შეუხამეთ ჩვილისათვის სახალისო აქტივობებს. ჩახუტებასთან და თამაშთან ერთად ჩვილს უთხარით, რამდენად კარგია ვირთევზას ღვიძლის ზეთი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვილს ჯერ სიტყვები არ ესმის, გამოხედვისა და ტონის ინტერპრეტაცია უკვე შეუძლია და შესაბამისად, ვირთევზას ღვიძლის ზეთის მიღებას რაიმე დადებითთან დააკავშირებს.

6. თავად გათავისუფლდით ვირთევზას ღვიძლის ზეთი ფობიისგან

ზოგიერთ ჩვენგანს ვირთევზას ღვიძლის ზეთის მიმართ გარკვეული ცრურწმენა გააჩნია. შესაძლოა, მის გემოსთან ან სუნთან ცუდი მოგონება გვაკავშირებდეს და ამიტომაც არ გვინდოდეს მისი შვილებისათვის დაძალება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ვირთევზას ღვიძლის ზეთის გემო აღარ არის ისეთივე მკვეთრი და მეტიც, ჩვილებს მისი გემო მოსწონთ. არ დაგავიწყდეთ ვირთევზას ღვიძლის ზეთის მაცივარში შენახვა, რათა არ გაფუჭდეს და გემოც არ გაუარესდეს.