Mejora tu concentración haciendo meditación

რჩევები უკეთესი კონცენტრაციისთვის

რჩევები უკეთესი კონცენტრაციისთვის საკმაოდ ბევრ ჩვენგანს წაადგება. თანამედროვე ცხოვრების სტილის განუყოფელი ნაწილია მცირე დროში უამრავ საქმეზე ფოკუსირება

თუ ყოველდღიურ მოვლენებსა და საქმიანობას ვერ ეწევით, იხილეთ რჩევები კონცენტრაციის გაუმჯობესებისთვის.

გამოყავით პრიორიტეტები, გააკეთეთ არჩევანი და ფოკუსირდით

კარიერა, შვილები, მეუღლე, მეგობრები, ოჯახი – ყველა მნიშვნელოვანია, თუმცა არა საკუთარი თავის ხარჯზე. შესაძლოა, რთულია, მაგრამ შეეცადეთ, მეგობრის მიერ შეხვედრის შეთავაზება უარით გაისტუმროთ და გადაიტანოთ სხვა დროისათვის, თუ ენერგია ან დრო არ გაქვთ.

გამოიძინეთ

ორგანიზმს განსატვირთად და ძალების აღსადგენად ძილი ესაჭიროება. უძილობას კი ცუდი ზეგავლენა აქვს კონცენტრაციასა და სწავლის უნარებზე. ძილის დროს გონება ახლადათვისებულ ინფორმაციას ინახავს. ამიტომაც დედებისათვის, რომელთაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ და ჩაძინებისას მალევე ეღვიძებათ, სიტუაცია არც თუ ისე სახარბიელოა. აღსანიშნავია, ძილის ოპტიმალური ხანგრძლივობაა 7-8 საათი.

გაავარჯიშეთ გონება

გონება კუნთივითაა, რომლის გავარჯიშება შეგიძლიათ. გონებისთვის სასარგებლოა თავსატეხები, ტესტები, კროსვორდები, ასევე ახალი რაიმის სწავლა, რომლის საშუალებითაც ტვინის უჯრედებს შორის ახალი კავშირები იქმნება. ცეკვას კი მახსოვრობის გაუმჯობესებაში შეაქვს წვლილი.

გამოკვებეთ ტვინი

ორგანიზმს ოპტიმალური ფუნქციონირებისათვის კარგი კვების რეჟიმი ესაჭიროება. ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისათვის კი აუცილებელია ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავები და DHA. მიოლერის ვირთევზას ღვიძლის ზეთი გაჯერებულია ბუნებრივი A და D ვიტამინებითა და DHA ცხიმოვანი მჟავით.

ვარჯიში აუმჯობესებს კონცენტრაციას

უახლესი კვლევებით დასტურდება, რომ ჯანმრთელობის გარდა, ფიზიკურ აქტივობას დიდი წვლილი შეაქვს  გონებრივი შესაძლებლობების, მახსოვრობისა და კონცენტრაციის გაუმჯობესებაში.

კონცენტრაციაზე ცუდი ზეგავლენა აქვს ალკოჰოლს

ალკოჰოლის მცირე დოზაც ამცირებს გონების უნარს, შეინახოს ახალი მოგონებები. ამას გარდა, ალკოჰოლის დიდი დოზით მიღებას უამრავი ჯანმრთელობის პრობლემა მოჰყვება. მოკლედ რომ ითქვას, ალკოჰოლის მიღებიდან მეორე დღეს გონება საკმარისად კარგად ვერ იმუშავებს.

იოგა ან მედიტაცია კონცენტრაციის გასაუმჯობესებლად

შეისწავლეთ რელაქსაციის სხვადასხვა ტექნიკა და ივარჯიშეთ იმისათვის, რომ ყოველდღიური ცხოვრების ნებისმიერ მომენტში იპოვოთ მეტი ენერგია და ფოკუსი. ყველა სახის მედიტაციასა და ცნობიერების ვარჯიშებს შეუძლია, მოგეხმაროთ კონცენტრაციის გაუმჯობესებაში.