როდის უნდა მივიღოთ ომეგა 3?

როდის უნდა მივიღოთ ომეგა 3?

მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულად ვირთევზას ღვიძლის ზეთს მხოლოდ სექტემბრიდან აპრილის ჩათვლით მიირთმევდნენ,

დღესდღეობით უფრო გავრცელებულია მოსაზრება, რომ იმ ვიტამინების მიღება, რომლებსაც ვირთევზას ღვიძლის ზეთი შეიცავს,

მთელი წლის განმავლობაშია რეკომენდებული. გთავაზობთ მიზეზებს, თუ რატომაა მისი მიღება რეკომენდებული მთელი წლის განმავლობაში და რა სარგებელი მოაქვს თქვენი ორგანიზმისთვის.

მიოლერის ვირთევზას ღვიძლის ზეთი ისეთი სასარგებლო ნივთიერებების ბუნებრივი წყაროა, როგორებიცაა ომეგა 3, A, D და E ვიტამინები. ეს ნივთიერებები საჭიროა ჯანმრთელობისათვის არა მხოლოდ ზამთარში, არამედ წლის ნებისმიერ დროს. არ აქვს მნიშვნელობა თქვენს საცხოვრებელ ადგილას მზის ნათების ხანგრძლივობა ზამთარსა და ზაფხულში როგორია, D ვიტამინის მიღება თქვენთვისაც სასარგებლო იქნება.

ვირთევზას ღვიძლის ზეთი მდიდარია D ვიტამინით

D ვიტამინს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ორგანოებისა და ორგანიზმის ფუნქციონირებაში, მაგალითად: იმუნური სისტემის გაძლიერება, საკვებიდან და დედის რძიდან კალციუმის ათვისება, ძვლოვანი სისტემის განმტკიცება, ბავშვებში კბილებისა და ძვლების ზრდის ხელშეწყობა. D ვიტამინი ასევე მნიშვნელოვანია ორსულობისას და ჩვილის გამოკვებისას, რათა ნაყოფს ან ჩვილს განუვითარდეს ჯანსაღი ძვლოვანი სისტემა და სხვა ორგანოები, რადგანაც ამ პერიოდში კვების წყაროს სწორედ მხოლოდ დედა წარმოადგენს.

4 კვირის შემდგომ ჩვილისთვის უკვე „ჩემი პირველი ომეგა-3 ვირთევზას ღვიძლის ზეთის“ მიცემა შეიძლება, ხოლო ერთი წლის ასაკიდან – მიოლერის ვირთევზას ღვიძლის ზეთი.

65 წლის ასაკიდან ასევე მნიშვნელოვანია D ვიტამინის მიღება ძვლოვანი და იმუნური სისტემების შესანარჩუნებლად. ასაკის მატებასთან ერთად ორგანიზმს უფრო მეტად უჭირს ამ ვიტამინის ათვისება და ამიტომაც საჭიროა დოზის გაზრდა, თუმცა, სჯობს, ამასთან დაკავშირებით ექიმის რეკომენდაციები გაითვალისწინოთ.

იხილეთ Möller’s Pharma Omega-3 D+

ნორვეგიაში სხვადასხვა წარმოშობის ხალხს ვხვდებით. აღსანიშნავია, რომ კანის ფერს ზეგავლენა აქვს მზის შუქიდან D ვიტამინის ათვისების რაოდენობაზე, რადგანაც მუქი კანი უფრო დაცულია მზის შუქისგან და შესაბამისად D ვიტამინის საჭირო დოზის მისაღებად უფრო მეტი მზის შუქი ესაჭიროება, ვიდრე ღია ფერი კანს. ამიტომაც, მუქი კანის ფერის შემთხვევაში ექიმთან გაიარეთ კონსულტაცია D ვიტამინის დოზასთან დაკავშირებით. ვიტამინის დეფიციტის აღმოფხვრა საკმაოდ ადვილია დანამატების დახმარებით.

მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, ზაფხულის დღეები ხანგრძლივია, მზე მაინც არასაკმარისად ანათებს. იცოდით, რომ ორგანიზმისათვის D ვიტამინის აუცილებელი დოზის გამოსაყოფად ყოველდღიურად მზის შუქისადმი 15 წუთი წვდომაა საჭირო? მზისგან დამცავი კრემი კი კანის მიერ ვიტამინების ჩამოყალიბებას უშლის ხელს.

ყოველდღიურად ერთი კოვზი მიოლერის ვირთევზას ღვიძლის ზეთი საკმარისია D ვიტამინის საჭირო დღიური დოზის მისაღებად!

იხილეთ სხვა მიზეზები, თუ რატომაა ვირთევზას მიღება რეკომენდებული ყოველდღიურად მთელი წლის განმავლობაში:  

  • D ვიტამინი თავიდან აგაცილებთ გაციებას და შეგინარჩუნებთ იმუნური სისტემის სიჯანსაღეს.
  • ვირთევზას ღვიძლის ზეთი შეიცავს ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს DHA და EPA, რომლებსაც წვლილი შეაქვთ გულის, მხედველობისა და ტვინის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.
  • A ვიტამინი კი სასარგებლოა მხედველობისათვის და ასევე დიდი როლი აქვს კანის ახალი უჯრედების ჩამოყალიბებაში, ხოლო D ვიტამინთან ერთად კი იმუნური სისტემის შენარჩუნებაში.
  • E ვიტამინი საჭირო ანტიოქსიდანტია და უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისგან იცავს.

დღეში ერთი კოვზი ვირთევზას ღვიძლის ზეთი საკმარისია ვიტამინის საჭირო დოზის მისაღებად მთელი წლის განმავლობაში!