Madre e hija lavando ropa

როგორ ამოვიყვანოთ თევზის სუნი ტანსაცმლიდან

როგორ ამოვიყვანოთ თევზის სუნი ტანსაცმლიდან

ბავშვის ბევრი ტანსაცმელი ფუჭდება ვირთევზას ღვიძლის ზეთის ლაქებით. ამ ოქროსფერი ლაქების მოშორება საკმაოდ ძნელი იყო, სანამ ექსპერტები მოშორების ხრიკებს მოიფიქრებდნენ. 

დამეთანხმებით, არ არის მარტივი, რომ ჩვილს მისცეთ ვირთევზას ღვიძლის ზეთის დღიური დოზა. ხშირ შემთხვევებში დოზის ნახევარი ტანსაცმელზე ხვდება, თუმცა, არ იღელვოთ. გაწვდით ექსპერტის მიერ, მიოლერის მომხმარებელთა მომსახურების თავმჯდომარის მალინ სკაარის შემუშავებულ გზებს ვირთევზას ღვიძლის ზეთის ლაქების სამუდამოდ მოსაშორებლად.  

მოაშორეთ ლაქები სწრაფად

სხვა ლაქების მსგავსად, ვირთევზას ღვიძლის ზეთის ლაქების მოშორებაც უმჯობესია მალევე, როგორც მალინი გვამცნობს.  

“ლაქაზე დაასხით გაუზავებელი ფეირის სითხე, შეაზილეთ რბილად ნაჭერს და დატოვეთ 20 წუთის განმავლობაში. ნაჭერი წყალში გაავლეთ კარგად და გარეცხეთ იარლიყზე მითითებული ინსტრუქციების მიხედვით. რაც უფრო მაღალ ტემპერატურაზე გარეცხავთ, მით უფრო მოსცილდება ლაქა. თუ ტანსაცმელი თეთრი ან სხვა ღია ფერის, გამოიყენეთ გასათეთრებელი სარეცხი ფხვნილი.“ 

ძველი ლაქები

ზოგჯერ ლაქების მოცილებას ეგრევე ვერ ასწრებთ. ასე რომ, არ უნდა იყოთ ჩვილის ტანსაცმელზე ძველ, მშრალ ლაქას? მალინს თუ დავუჯერებთ, ამ ტანსაცმლისთვის სიტუაცია მთლად უიმედოდ არაა. 

 “ძველი ლაქების მოშორება არა შეუძლებელი, არამედ რთულია. გამოიყენეთ იგივე, ფეირის მიდგომა ლაქის მოსაშორებლად. ფეირის სარეცხი საშუალება ადვილად ხსნის ვირთევზას ღვიძლის ზეთის ცხიმს. თუ ლაქა პირველივე ცდის შემდეგ არ შორდება, არ დანებდეთ. რამდენჯერმე სცადეთ ფეირით მოშორება, შემდეგ კი გარეცხვა. თუ ამდენი მცდელობა ისევ უშედეგო გამოდგა, კიდევ ერთხელ სცადეთ მაღალ ტემპერატურაზე გარეცხვა.“

ლაქები ავეჯზე

ვირთევზას ღვიძლის ზეთი ჩვილთათვის ასევე იღვრება ავეჯზეც და ალბათ ახალი მატყლის დივანი გიფუჭდებათ. მალინი რჩევებს გთავაზობთ ამ ლაქების მოსაშრებლადაც გთავაზობთ. 

“მატყლის დივანზე ლაქის ამოსაყვანად უნდა სცადოთ ფეირიც და მარტლის სარეცხი ფხვნილიც. ფრთხილად იყავით, არ გამოიყენოთ ზედმეტი რაოდენობის წყალი და ლაქა მოაშორეთ ‘გარედან შიგნით’ მიმართულებით. ეს საქმე უფრო ადვილია, თუ  გადასაკრავის მოხსნა შეგიძლიათ და ამ შემთხვევაში კი იგივე პროცედურაა რეკომენდებული, რომელიც ტანსაცმლის შემთხვევაში. თუმცა, არ დაგავიწყდეთ, რეცხვის ინსტრუქციებს მიჰყვეთ, რათა ნაჭერი არ გაფუჭდეს. ზოგიერთი გადასაკრავი მასალის გაწმენდა ქიმიურადაც შეიძლება.“

წყლით გამოიყვანეთ სუნი

მალინის ბოლო რჩევა ვირთევზას ღვიძლის ზეთის სუნის გასანეიტრალებლად:

“სარეცხ მანქანაში გარეცხვამდე ტანსაცმლიდან სუნის ამოყვანა წყლის საშუალებით მნიშვნელოვანია. თუ გგონიათ, რომ სარეცხ მანქანაში ვირთევზას ღვიძლის ზეთის სუნი რჩება, გამოაღეთ სარეცხი ფხვნილის უჯრა, მოავლეთ ცხელი წყალი და კბილის ჯაგრისით მოაცილეთ ნარჩენები. შემდეგ მოავლეთ ისევ წყალი და დააბრუნეთ ადგილზე. ბოლოს კი დააყენეთ მანქანა ყველაზე ცხელ რეცხვაზე და დაამატეთ თეთრი ძმარი. დასრულების შემდგომ გამოაღეთ კარი, რათა მანქანა გაშრეს.”