Padre e hijo mejorando su memoria a través de la lectura

როგორ გავიუმჯობესოთ მეხსიერება

როგორ გავიუმჯობესოთ მეხსიერება ყველას სურს მეხსიერების გაუმჯობესება, რისთვისაც მრავალი გზა არსებობს. იხილეთ რჩევები ნეირომეცნიერების მკვლევრისა და „შენი სუპერვარსკვლავის“ ავტორისგან, კაია ნოდენგენისგან. 

 

 

იხილეთ სხვა სტატიები ტვინის შესახებ აქ

ალბათ ყველა ელოდება მეცნიერების იმ დონეზე განვითარებას, რომ თვალის კონტაქტური ლინზებით შევძლოთ ადამიანების ამოცნობა, თუმცა, მეცნიერება ამ დონემდე ჯერ არ მისულა. ყოველდღიურ ცხოვრებაში მახსოვრობის კომპენსაციისთვის მრავალი დაბალტექნოლოგიური ხერხი არსებობს, მაგალითად: საყიდლების სია, რეცეპტების წიგნი, კალენდარი, სატელეფონო წიგნი/ფილოფაქსი, შენიშვნების ფურცლები და ა.შ. თუმცა, საყიდლების სია გამოუდეგარი იქნება, თუ იგი ტელეფონში ჩამოწერეთ, ხოლო ტელეფონის ბატარეა დაჯდება. და კიდევ როგორ უნდა წარმოაჩინოთ საკუთარი თავი ვიქტორინის საღამოზე? დროა, გაივარჯიშოთ მახსოვრობა.

სახელების დამახსოვრება უფრო მარტივად

ადამიანის გაცნობისთანავე მისი სახელის დავიწყებას ხშირად თვითგანსჯა მოჰყვება. თუმცა, მახსოვრობის დადანაშაულება უსამართლობაა ასეთ შემთხვევაში, რადგანაც როდესაც ახალ ადამიანს ხვდებით, ჩვენი ყურადღება, სახელის გარდა, ბევრ სხვა დეტალს ეთმობა, როგორიცაა პიროვნების მახასიათებლები, ვის გაგონებთ ეს პიროვნება, როგორ წარუდგინოთ მას საკუთარი თავი, რა სიძლიერით ართმევთ ხელს და როგორ წარმოთქვამთ საკუთარ სახელს.  ყურადღების მოშორება ამ დეტალებისგან არ არის საჭირო, უბრალოდ, შეეცადეთ, მხოლოდ სახელზე ფოკუსირდეთ და შთაბეჭდილებების სახელზე ასოცირებაზე. 

თუ არ შეგიძლიათ სახეების ამოცნობა კარგად, ან სახეებისა და სახელების დაკავშირება, უმჯობესია, ფოკუსირდეთ უფრო სახესა და სახელს შორის ასოციაციაზე. 

ასე რომ, როდესაც ახალ ადამიანს ხვდებით, ყურადღება გაამახვილეთ მის სახელზე, შემდეგ ეგრევე გაიმეორეთ და იკითხეთ, სწორად გაიგეთ თუ არა. გაიხსენეთ, იმავე სახელით თუ იცნობთ სხვას იმავე სახელით, ან ეს სახელი რაიმეს თუ გაგონებთ. მახსოვრობაში ახალი რაიმის ჩადების უმნიშვნელოვანესი გზაა გამეორება. შეგიძლიათ, ასევე, გამეორების ხერხი გამოიყენოთ ასეთი წინადადებითაც: „სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, სანი.“

სახალისო ასოციაციები მეხსიერების გასაუმჯობესებლად 

თუ სანის კანის ფერი რუჯისაგან ფორთოხლისფერს წააგავს, სახელის ასოცირება შეგიძლიათ ნარიჯისფრად მოელვარე მზესთან. თუ მისი კანის ფერი ისეთი მკრთალია, თითქოს სახლიდან საერთოდ არ გამოსულა, შეგიძლიათ, იფიქროთ, რომ „სანი არასდროს გამოსულა მზეზე“ (“Sunny has never seen the sun”). ასეთი სახალისო ასოციაციებით შეგიძლიათ ადამიანის დანახვისას სახელის გახსენება. 

მისი სახელი კი აღარასდროს დაგავიწყდებათ, თუ მასზე მოყოლისას გონებაში მის კანის ფერსაც გაიხსენებთ. 

გაიუმჯობესეთ სიების დამახსოვრების უნარი 

არსებობს ბევრი ტექნიკა საყიდლების სიის ერთი წაკითხვის შემდგომ დასამახსოვრებლად. ერთ-ერთი ასეთი ტექნიკაა გონებაში ბილიკის წარმოდგენა და სიის თითოეული პუნქტის მოთავსება ბილიკზე. 

თუ გჭირდებათ ისეთი პუნქტების დამახსოვრება, როგორებიცაა კარტოფილი, პომიდორი, ჩვილის საკვები, კარტოფილის ჩიფსები და ყავა, შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ წინაღობების გადალახვა ამ ბილიკზე, სანამ რომელიმე მათგანს მიუახლოვდებით ცხელ ყავას. დაიწყეთ იმის წარმოსახვით, თითქოს კარტოფილით უნდა აასწროთ კიბეებზე შესასვლელისაკენ, მანამდე კი პომიდვრებით იჯონგლიოროთ დერეფანში, ხოლო ჩვილის საკვები კოვზით ესროლოთ მიზანს აბაზანაში, შემდეგ კი უნდა გაიაროთ ცხლ-ცხელ კარტოფილის ჩიფსებზე, ბოლოს კი სამზარეულოში გხვდებათ არომატული ყავა. როდესაც მაღაზიაში მიხვალთ, გონებაში გაიხსენებთ ამ განვლილ გზას. 

მეხსიერება არ არის უბრალოდ მეხსიერების ღილაკზე დაჭერა, არამედ ბევრად დინამიკური პროცესი, რომელზეც ზეგავლენა აქვს ემოციებს, მოძრაობასა და ასოციაციებს. თუ არ წარმოიდგენდით კარტოფილს კიბეზე, პომიდორს დერეფანში, ჩვილის საკვებს აბაზანაში, კარტოფილის ჩიფსებს შესაწვავ აპარატში და ყავას სამზარეულოში, სიას ვერც გაიხსენებდით. თუ შეისწავლით, როგორ მუშაობს ტვინი და მეხსიერება, უფრო ეფექტურად შეძლებთ ყველაფრის გახსენებას. მეხსიერების ტექნიკები დაგეხმარებათ სამსახურში, სწავლაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში. მიეცით საშუალება ადამიანებს, რომ თავი იგრძნონ შემჩნეულად, როდესაც გახსოვთ მათი სახელები და წარმოაჩინეთ საკუთარი შესაძლებლობები ვიქტორინის საღამოებზეც!