როგორ მოვუაროთ სახის კანს

სახის კანის მოვლა მნიშვნელოვანია  მას გამოკვება სჭირდება, როგორც საკვების სწორად შერჩევით, ისე გარეგანი მოვლის საშუალებების გამოყენებით.

გთავაზობთ რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას კანის მოვლის შესახებ.

 

შეინარჩუნეთ კანის სიჯანსაღე სწორი კვებით

„ის ხართ, რასაც მიირთმევთ“ და ცუდი კვება, პირველ რიგში, კანის ზედაპირზე აისახება, რა ასაკშიც არ უნდა იყოთ. კანის უჯრედები კანის შიდა შრეებში იქმნება იმ საკვები ნივთიერებებით, რომლებიც ორგანიზმის სხვა ნაწილებისათვის აღარაა საჭირო. ასე რომ, პირველი რჩევა კანის სიჯანსაღის შესანარჩუნებლად, კანის ზედაპირის მოვლასთან ერთად, სწორედაც საკმარისი საკვები ნივთიერებების მიღებაა.

კანის მოვლისათვის საჭირო ვიტამინები

A ვიტამინი აუცილებელია კანის ახალი უჯრედების ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებისათვის. A ვიტამინის წყაროებს წარმოადგენს:

  • ღვიძლი, ღვიძლის პაშტეტი, ცხიმიანი თევზი, კვერცხი, მარგარინი, რძე, კარაქი და ყველი.
  • ფერადი ხილი და ბოსტნეული, მაგალითად, სტაფილო, ბროკოლი, წიწაკა, ხუჭუჭა კომბოსტო და გარგარი.
  • თევზის ზეთი (თევზის ქონი)  და სხვა ომეგა-3 დანამატები.

C ვიტამინს წვლილი შეაქვს კოლაგენის გამოყოფაში, კოლაგენი კი დიდ როლს თამაშობს კანის ქსოვილის შენებაში. C ვიტამინის წყაროებია:

  • ციტრუსები, მაგალითად, ფორთოხალი და კივი.
  • კენკრა, როგორებიცაა მარწყვი და შავი მოცხარი.
  • წიწაკა, ბროკოლი, თალგამურა, ისპანახი და პომიდორი.

რჩევები კანის ზედაპირის მარტივი მოვლისათვის

კანს ასევე ზედაპირზეც სჭირდება მოვლა. დაბერებულ კანს კი ესაჭიროება მეტი დატენიანება და უფრო ფრთხილი მოპყრობა.

იხილეთ რჩევები:

  • დამატენიანებელი წმენდა

ასაკის მატებასთან ერთად კანი უფრო მგრძნობიარე ხდება და უფრო ადვილად შრება, რისთვისაც საჭიროა დამატენიანებელი წმენდა ისე, რომ დამცავი ლიპიდები კანის ზედაპირზე დარჩეს.

  • ექსფოლიაცია ფრთხილად

რეკომენდებულია კვირაში რამდენჯერმე მკვდარი კანის მოცილება, რათა დამატენიანებელმა ეფექტურად იმუშაოს და მოგანიჭოთ ჯანსაღი მბზინვარება. თუმცა, ფრთხილად იყავით, არ მოიცილოთ მკვდარი კანი ტრადიციული უხეში მეთოდით, რომლითაც კანს აზიანებთ. რეკომენდებულია ისეთი გამწმენდის გამოყენება, რომელიც შეიცავს ენზიმებს, რადგანაც ენზიმები მკვდარ კანს მოცილების ნაცვლად შლის.

  • მეტი და მეტი ტენი

ასაკის მატებასთან ერთად თქვენს კანს იმაზე მეტი ტენი ესაჭიროება, ვიდრე თქვენ გგონიათ. ასე რომ, მოუარეთ კანს კარგი დამატენიანებლით, რომელიც შეიცავს ჰიალურონის მჟავას, გამოიყენეთ დამატენიანებელი უხვად დილით და ღამით. და ასევე არ დაგავიწყდეთ წყლის დალევა, რაც კანისა და ჯანმრთელობისათვის კარგია.

  • მზისგან დამცავი კრემი

არასდროს დაგავიწყდეთ მზისგან დამცავი კრემი! მზეს კანის დაბერებაში, ნაოჭებისა და ლაქების ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი შეაქვს. მაშინ, როდესაც რუჯი დროებითია, ნაოჭები სამუდამოდ რჩება. გახსოვდეთ, რომ რუჯის მიღება მზიგან დამცავი კრემითაცაა შესაძლებელი, უბრალოდ, მეტ დრო სჭირდება. სანაცვლოდ კი იღებთ უფრო ხანგრძლივ ფერს.