acidi grassi omega-3 möller's
შეარჩიე ომეგა 3 საკვები დანამატი სწორად

როგორ შევარჩიოთ ომეგა 3 საკვები დანამატი სწორად

როგორ უნდა შევარჩიოთ ომეგა 3 საკვები დანამატი პროდუქტები სწორად

ომეგა-3-ის პროდუქტებისგან ჯანმრთელობისთვის სარგებლის მისაღებად საჭიროა კრიტერიუმების დაცვა.

დღეში 1 გრამი ომეგა-3

ჯანმრთელობისათვის საჭიროა ომეგა 3-ის მიღება ყოველდღიურად. ომეგა 3-ის მიღების ბევრი სხვადასხვა წყარო არსებობს. ზოგიერთი მათგენი მეტ აქტიურ ნივთიერებას შეიცავს, ვიდრე სხვა დანარჩენი.მაგალითად, თევზი და ზღვის პროდუქტები ჩვენთვის საკმარისი რაოდენობით შეიცავს ომეგა 3-ცხიმოვან მჟავებს. ეს სასარგებლო ნივთიერება გვხვდება მცენარეულ ზეთებსა და თხილეულშიც, თუმცა მცირე რაოდენობით. ომეგა 3-ის ზოგიერთი საკვები დანამატიც კი მეტ ომეგა 3-ს შეიცავს, ვიდრე სხვები.

შეამოწმეთ თავად: შეხედეთ შეფუთვას ან ბოთლს, რათა ნახოთ ომეგა 3-ის შემცველობა დღიურ დოზაში.

სწორი ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავების ტიპი

ომეგა-3 არის საერთო ტერმინი ცხიმოვანი მჟავების ჯგუფისათვის. ზოგიერთი ცხიმოვანი მჟავების სარგებლიანი ეფექტი ჯანმრთელობისათვის დამტკიცებულია. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი ისეთი პროდუქტების არჩევა, რომლებიც შეიცავს ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს, კერძოდ კი DHA-სა და EPA-ს.

შეამოწმეთ თავად: DHA და EPA გვხვდება მხოლოდ ზღვის ომეგა-3-ში, რაც იმას ნიშნავს, რომ მარცვლეულისგან, პარკოსნებისა და მცენარეებისგან მიღებული ომეგა-3 არ აკმაყოფილებს კრიტერიუმებს. პასუხისმგებლიანი მწარმოებლები შეფუთვაზევე ატანენ ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების რა ტიპს შეიცავს პროდუქტი. თუ ვერ იპოვით DHA-ს ან EPA-ს შეფუთვაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ პროდუქტი ამ მჟავებს არ შეიცავს.

ბუნებრივი ფორმა

მიუხედავად იმისა, რომ ომეგა 3 მოიპოვება ბუნებაში, ომეგა 3-ის ხელოვნურად მიღებაც შესაძლებელია ე.წ. ეთილის ესტერის სახით. რეკომენდებულია, მოძებნოთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც შეიცავს ომეგა-3-ს ბუნებრივი ფორმით: ტრიგლიცერიდები და ფოსპოლიპიდები.

შეამოწმეთ თავად: ომეგა-3-ის ბუნებრივი ფორმების სამეცნიერო სახელწოდებებია ტრიგლიცერიდები და ფოსპოლიპიდები. ამის შემოწმება რთულია, თუმცა ზოგიერთი მწარმოებელი შეფუთვაზე აწერს. სხვა შემთხვევაში კი შეგიძლიათ, მომწოდებელს თავად დაუკავშდეთ და ჰკითხოთ.