Kindesentwicklung in der Schule unterstützen

როგორ შევუწყოთ ხელი სკოლის ასაკის ბავშვის განვითარებას

სკოლის ასაკის ბავშვის განვითარებას მრავალი აქტივობა მოიცავს. ბავშის აღზრდაში ჩართულობა მხოლოდ საშინაო დავალებების კონტროლს არ გულისხმობს.

ამიტომაც გთავაზობთ საუკეთესო რჩევებს, თუ როგორ უნდა შეუწყოთ ხელი თქვენი შვილის განვითარებას სკოლის ასაკში.

 

თქვენ იმ ამაყი მშობლების რიცხვს განეკუთვნებით, რომლის შვილიც წელს შევიდა სკოლაში? სკოლის დაწყება ბავშვის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა და მის განვითარებაში უმნიშვნელოვანესი ეტაპი. აქ კი ისმის კითხვა: თქვენ, როგორც მშობელს, როგორ შეგიძლიათ ამ საინტერესო გზის წინამძღოლი გახდეთ?

იხილეთ სხვა სტატიები ბავშვებსა და მშობლებზე

ბავშვების განვითარებისთვის ძილი აუცილებელია

ალბათ ყველა მშობელმა კარგად იცის, რომ ბავშვებს კარგი დასვენება სჭირდებათ, რათა ახალი ინფორმაციის ათვისება და კონცენტრაცია შეძლონ. მიუხედავად იმისა, რომ ძილის ხანგრძლივობის საჭიროება მაინც ინდივიდუალურია, 3 წლიდან გარდატეხის ასაკამდე 10-11 საათი ძილი ოპტიმალურია. თუმცა, იცოდით, რომ კარგი დღიური და ძილის რეჟიმის მქონე ბავშვებს დაახლოებით 1-1.5 საათით მეტი სძინავთ? ძილის რეჟიმის შენარჩუნება ბავშვის სიმშვიდისთვის საკმაოდ კარგია, ძილისწინ ზღაპრების კითხვასთან და სიმღერასთან ერთდ. ზოგიერთი ექსპერტი ასევე მიიჩნევს, რომ ბავშვებისათვის მნიშვნელოვანია, მიეჩვიონ მშობლის გარეშე დაძინებას, რადგანაც ამგვარად ძილი უფრო ხანგრძლივი და უწყვეტი იქნება. აღსანიშნავია, რომ უძველესი წესი, რომლის თანახმადაც 8 წლის ასაკის ბავშვმა 8 საათზე უნდა დაიძინოს, ხოლო ამ ასაკის ზემოთ ყოველ წელს 15 წუთით გვიან, თუმცა არა 9-ის ნახევარზე გვიან, დღემდე აქტუალურია.

კვება და სწავლა

მრავალფეროვანი და საკვები ნივთიერებებით სავსე კვება, რომელიც უნდა მოიცავდეს თევზს, ბოსტნეულს, ბურღულეულსა და დაბალცხიმიან რძის პროდუქტებს, ბავშვის განვითარების განუყოფელი ნაწილია და ასევე მას სასწავლო დღისთვის საკმარისი ენერგია მიეწოდება. ლანჩისთვის კი რეკომენდებულია პური, ან ბურღულეულის ცომით გაკეთებული პიცა და ვრაპები, ხოლო წასახემსებლად ხილი და იოგურტი დამატებული შაქრის გარეშე.

საკვები ტვინისათვის

თუ თქვენი შვილი ჯანსაღად იკვებება, მაშინ მას არ სჭირდება დანამატები. თუმცა, გამონაკლისია D ვიტამინის დანამატი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ   რეკომენდებულია ბავშვებისათვის 4 თვის ასაკიდან. ვირთევზას ღვიძლის ზეთი საუკეთესო გამოსავალია, რომელიც ასევე შეიცავს ომეგა-3-ის ჯანსაღ და აუცილებელ ცხიმოვან მჟავებს. ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავა DHA ხელს უწყობს ტვინის ოპტიმალურ ფუნქციონირებას, ამიტომაც მისი მიღება უმნიშვნელოვანესია სკოლის ასაკის ბავშვისათვის.

ჩაერთეთ სასკოლო საკითხებში

საგანმანათლებლო წარმატების საწინდარი, როგორც გაირკვა, სწორედ მშობლის ჩართულობაა. კვლევების მიხედვით, მშობლის აქტიური როლი სასკოლო საკითხებში ისეთი დადებითი შედეგების მომტანია, როგორებიცაა: სწავლის გაუმჯობესება, თვითკონტროლი, ქცევითი ან გაფანტულობის პრობლემების შემცირება, კლასელებთან და მასწავლებლებთან კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბება, სამუშაო უნარ-ჩვევების განვითარება, სკოლისადმი დადებითი განწყობა, საშინაო დავალებების ჩვევების გამომუშავება და საგანმანათლებლო ამბიციების გაზრდა.

დროზე აღმოაჩინეთ სპეციალური საჭიროებები

გაითვალისწინეთ, რომ რეკომენდებულია ისეთი სპეციალური საჭიროებების თავის დროზე  აღმოჩენა, როგორიცაა ენობრივი განვითარების შეფერხება, რათა თქვენმა შვილმა დროულად მიიღოს დახმარება.  ასეთ პრობლემებს ხშირად ექიმები და ექთნები ამჩნევენ, ამიტომაც თუ გაქვთ ეჭვები თქვენი შვილის განვითარების შეფერხებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენი ოჯახის ექიმს, ან გაიარეთ კონსულტაცია სკოლის სამედიცინო პერსონალთან მხედველობასთან, სმენასთან ან განვითარების სხვა საკითხთან დაკავშირებით.

გადახედეთ სასწავლო გეგმას

ეროვნულ სასწავლო გეგმაში ნათლადაა მოცემული ზოგადი ჩარჩო, თუ რას ისწავლის ბავშვი ყოველ წელს. კარგი იქნება, თუ ამ დოკუმენტს გადახედავთ, რომ იცოდეთ, რაზე იქნება ყურადღების გამახვილება საჭირო თქვენი შვილისათვის.

საკუთარი სივრცე საშინაო დავალებებისთვის

სკოლის მოსწავლისათვის საჭიროა საკუთარი სივრცე სამეცადინოდ. მეცადინეობის მოტივაციას კი ამაღლებს სივრცის არჩევანსა და მოწყობაში დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები და თავისუფლება.