როგორ ვაჭამოთ ბავშვს თევზი.

როგორ ვაჭამოთ ბავშვს თევზი თუნდაც მაშინ, როცა ის ძალიან პრეტენზიულია. რთულია, აიძულოთ თქვენს შვილს თევზის ჭამა? გამოსცადეთ სპეციალური რეცეპტები ბავშვებისათვის

თქვენ კარგად იცით, რომ ბავშვებისათვის თევზის ჭამა აუცილებელია, თუმცა რას მოიმოქმედებთ, როდესაც უარს ამბობენ? გამოსცადეთ გემრიელი რეცეპტები ბავშვებისათვის. 

 

იხილეთ სხვა რეცეპტები

ბავშვების გემოვნების გაგება რთულია. თავიდან რაღაც მოსწონთ,შემდეგ კი აღარ. ამიტომაც თქვენთვის ადვილია თევზზე ხელის ჩაქნევა და სპაგეთით ან ჰოთდოგით ჩანაცვლება. თუმცა, თქვენი შვილის კვების ჩვევების შეცვლა სულაც არ არის შეუძლებელი. არ ამოიღოთ თევზი რაციონიდან, სანამ არ გამოსცდით სპეციალურ რეცეპტებს ბავშვებისათვის. 

სანამ რეცეპტებზე გადავალთ, გახსოვდეთ, რომ სხვადასხვა ტიპის საკვების შერევა არ არის რეკომენდებული იმისათვის, რომ ბავშვს კერძი მოეწონოს. ბოსტნეულითა და თევზით დამზადებული პიურეს მასაზე უარესი რა უნდა იყოს?! ასევე დაუშვებელია ბავშვებისათვის ცივი კერძის მირთმევა. მიმზიდველად დაჭრილი საკვები უფრო მადისაღმძვრელია. და თუ ბავშვების მოშებისას სადილი არ არის მზად, მაგიდასთან მიტანამდე მათი მადა ქრება. 

ახლა კი გადავიდეთ ბავშვებისათვის უსაყვარლეს თევზის რეცეპტებზე. 

ორაგული და ბოსტნეული ღუმელში (4 ულუფა – 20–40 წუთი)

ინგრედიენტები:

  • 1.3 ფუნტი ორაგულის ფილე კანისა და ფხის გარეშე
  • 1 წითელი ხახვი
  • 1 წითელი ბულგარული წიწაკა
  • ½ პრასი
  • 1 სტაფილო
  • ½ ყაბაყი
  • 8 პომიდორი ჩერი
  • 3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი 
  • მწიკვი ქონდარი 
  • მწიკვი ორეგანო 
  • მარილი და პილპილი
  • მსუბუქი არაჟანი

მომზადების წესი:

  1. გააცხელეთ ღუმელი 200 °C-მდე.
  2. დაჭერით ორაგული ნაჭრებად სუფრისთვის.
  3. დაჭერით ხახვი სოლისებრად, წიწაკა კუბიკებად, ხოლო პრასი და სტაფილო დაჭყლიტეთ. 
  4. ფიალაში შეურიეთ ზეითუნის ზეთი, ქონდარი, ორეგანო და ბოსტნეული, შემდეგ კი მოათავსეთ ჭურჭელში ღუმელისათვის.
  5. მოასხით წყლის წვეთები ბოსტნეულს და ზემოდან მოათავსეთ ორაგულის ნაჭრები.
  6. მოაყარეთ მარილი და პილპილი და ზემოდან შემოაკარით ალუმინის ფოლგა. 
  7. გამოაცხვეთ ღმელში 35 წუთის განმავლობაში.
  8. მიირთვით მსუბუქ არაჟანთან ერთად.

სასარგებლო რჩევა N1! ბოსტნეულისა და მწვანილის შეცვლა გემოვნებით შეგიძლიათ. დაამატეთ ჩილის სოუსი, სოიოს სოუსი, ან ლიმონის წვენი განსხვავებული არომატისათვის. 

სასარგებლო რჩევა N2! დაარქვით კერძს რაიმე სახალისო სახელი, მაგალითად „ნინძა ორგაული“ ან „თევზი პრინცესა“, რათა უფრო მიმზიდველი გახდეს პატარებისათვის. 

ორაგულის ტაკო(4 ულუფა – 20 წუთი)

ინგრედიენტები:

  • 1.3 lb ფუნტი ორაგულის ფილე კანისა და ფხის გარეშე
  • 2  სუფრის კოვზი რაფსის ზეთი 
  • 1 ჩაის კოვზი ტაკოს საკმაზი
  • 2 სუფრის კოვზი ცინცხალი  ქინძი

სანელებლის სოუსი:

  • 7 სუფრის კოვზი მსუბუქი არაჟანი
  • 7 სუფრის კოვზი მაიონეზი
  • ½ ჩაის კოვზი მდოგვი
  • ½ ჩაის კოვზი ლიმონის წვენი
  • ½ ჩაის კოვზი ტაკოს საკმაზი
  • 2 ჩაის კოვზი შაქარი
  • მარილი და პილპილი 

გარნირი:

  • 8 ტაკოს ლავაში
  • 50 გ გახეხილი ყველი
  • შერეული სალათი

მომზადების წესი:

  1. დაჭერით ორაგულის ფილე პატარა ნაჭრებათ და შეწვით რაფსის ზეთში 1 წუთის განმავლობაში თითო მხარეს. 
  2. გადმოდეთ და მოასხით ტაკოს საკმაზი და მოაყარეთ დაქუცმაცებული ქინძი

სანელებლების სოუსი

  1. შეურიეთ ყველა ინგრედიენტიდა მოაყარეთ მარილი და პილიპილი
  2. მეტი არომატისათვის დაუმატეთ ტაკოს საკმაზი

გარნირი

  1. გააცხელეთ ტაკოს ლავაში შეფუთვაზე მოცემული ინსტრუქციების მიხედვით
  2. მოათავსეთ დახეხილი ყველი, სალათის ფურცელი და სანელებლების სოუსი ფიალებში მისართმევად.
  3. გაავსეთ ტაკოს ლავაში დახეხილი ყველით, სალათის ფურცლით, სანელებლების სოუსითა და შემწვარი ორაგულის ნაჭრებით.

სასარგებლო რჩევა! რადგანაც ტაკოს საკმაზი უკვე შეიცავს მარილს, ორაგულისთვის მარილი აღარ გჭირდებათ.

სახლში დამზადებული ნიგირის სუში ორაგულით (4 ულუფა – 45 წუთი)

ინგრედიენტები:

  • ½ ფუნტი სუშის ხარისხის ორაგული 
  • 1.7 ფუნტი სუშის ბრინჯი
  • 3½ სუფრის კოვზი ბრინჯის ძმარი
  • 3 ჩაის კოვზი შაქარი
  • 1 ჩაის კოვზი მარილი
  • ვასაბი გემოვნებით
  • მჟავე ჯანჯაფილი გემოვნებით 
  • სოიოს სოუსი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. მოამზადეთ ბრინჯი შეფუთვაზე მოცემული ინსტრუქციების მიხედვით. შეურიეთ ბრინჯის ძმარი, მარილი და შაქარი ფიალაში და მოურიეთ, სანამ არ გაიხსნება. ნელა მოასხით სითხე ბრინჯს და მოურიეთ. ახლა ბრინჯი წებოვანი უნდა იყოს.
  2. ბასრი დანით დაჭერით ორაგული 2-3 მმ ნაჭრებად. თითებით ჩაამატეთ ვასაბი თითოეულ ნაჭერში.
  3. სველ მარცხენა ხელში დაიჭრეთ თევზის ნაჭერი, ხოლო მარჯვენა ხელით აიღეთ ბრინჯის შესაბამისი რაოდენობა, მიეცით ოვალური ბალიშის ფორმა და მოათავსეთ თევზზე. 
  4. მარცხენა ხელის ცერა თითი დაადეთ ბრინჯის ბალიშს და შემდეგ კი სუშის გვერდებზე მარჯვენა ცერა და საჩვენებელი თითებით. ბოლოს კი მოუჭირეთ სუშის ზემოდან ორი თითით, რათა გამაგრდეს. 
  5. მოატრიალეთ ნიგირის სუში ისე, რომ თევზი ზემოდან იყოს. დააჭირეთ ორი თითი სუშის ზემოდან, ორი თითი გვერდიდან და მზად არის. 

სასარგებლო რჩევა! ბავშვებისათვის რაიმის დაძალება, რისი მირთმევაც არ სურთ, არ არის კარგი მათი მადისთვის. დაძალების მაგივრად, სთხოვეთ, ცოტა გასინჯონ ყოველი ახალი კერძი და ერთ დღესაც მათ ეს მოეწონებათ!

მიოლერი ომეგა-3 თევზი კი წარმოადგენს ერთ-ერთ თევზს, რომელიც თქვენს პატარას ნამდვილად მოეწონება. პატარა მედუზებით ხილის არომატით თქვენი შვილი იღებს D ვიტამინისა და თევზის ჯანსაღი ცხიმოვანი მჟავების საჭირო რაოდენობას.