mitos y verdades sobre el omega-3

რომელი ვიტამინებია მნიშვნელოვანი ორსულობისას

რომელი ვიტამინებია მნიშვნელოვანი ორსულობისას?

ორსულობის პერიოდში თქვენი პატარას კეთილდღეობისთვის ყურადღება უნდა მიაქციოთ იმ ვიტამინებს, რომლებიც მისი განვითარებისთვის აუცილებელია. 

ორსულობისას უფრო მეტი ვიტამინია საჭირო

ქალის ორგანიზმი ორსულობისას და მშობიარობიდან რამდენიმე თვის განმავლობაში მოწყობილია ჩვილისათვის საკვები ნივთიერებების მიწოდებისათვის. ორსულობა ისეთი ბუნებრივი პროცესია, რომელიც თავად ვითარდება და აკონტროლებს ორგანიზმს თქვენგან დამოუკიდებლად. ორსულთათვის კვების რეკომენდაციები უცვლელია – საჭიროა მრავალფეროვანი და ჯანსაღი კვება ყველა აუცილებელი ვიტამინით. თუმცა, დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ ასევე სხვა საკვებ ნივთიერებებსაც. 

ფოლიუმის მჟავა ორსულობამდე და ორსულობისას

NHS-ის რეკომენდაციით ფოლიუმის მჟავის დანამატის მიღება აუცილებელია ორსულობის დაგეგმვის პერიოდშივე და ორსულობის პირველ ტრიმესტრში.  დღიური რეკომენდებული დოზაა 400 მიკროგრამი, რითიც თავიდან აიცილებთ ჩვილის ხერხემლის დეფექტებს. ფოლიუმის დეფიციტმა, შესაძლოა, ასევე გამოიწვიოს სხვა თანდაყოლილი დარღვევები ნაყოფის ნერვულ სისტემაში. ფოლიუმის მჟავა გამოიყენება დანამატად, რადგანაც იგი ფოლატის ყველაზე სტაბილური ფორმაა. ფოლატი ასევე გვხვდება მწვანე ბოსტნეულში, როგორებიცაა ისპანახი, ბროკოლი, ხუჭუჭა კომბოსტო და ბრიუსელის კომბოსტო. ფოლატის სხვა წყაროებია: დაუმუშავებელი მარცვლეული, კენკრა და ციტრუსი. 

D ვიტამინი იმუნური სისტემისა და ძვლების ზრდისთვის

NHS ასევე დიდ ყურადღებას ამახვილებს ორსულობისას D ვიტამინის მნიშვნელობაზე. ორგანიზმი D ვიტამინს ბუნებრივად გამოიმუშავებს მზის სხივების პირდაპირი ზეგავლენით. სამწუხაროდ, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მზის სინათლის ნაკლებობაა და ამიტომაც D ვიტამინის მიღება შესაძლებელია მხოლოდ საკვები წყაროებიდან, მაგალითად: ცხიმოვანი თევზი, კვერცხის გული, ხიზილალა და თევზის ღვიძლი, ასევე   გამოხდილი რძე D ვიტამინის დამატებით. 

აღსანიშნავია, რომ თქვენ მიერ მიღებული D ვიტამინის რაოდენობას დიდი გავლენა აქვს ჩვილის D ვიტამინის დონეზე დაბადებისას. D ვიტამინი მნიშვნელოვანია იმუნური სისტემისთვის და კალციუმისა და ფოსფორის ათვისებისთვის, რასაც დიდი წვლილი შეაქვს ჩვილის ძვლოვანი სისტემის შენარჩუნებაში.  

ორი კაფსულა შეიცავს ფოლატსა და D ვიტამინს

Møller’s Pharma-მ სპეციალურად ორსულებისათვის შექმნა Good Start კაფსულები, რომლებიც შეიცავს ფოლატს, D ვიტამინსა და ომეგა-3-ს საჭირო დოზებით თქვენი ჩვილისათვის. კაფსულები დაფარულია სპეციალურად ისეთი გარსით, რომ კუჭის ნაცვლად ნაწლავში იხსნება, სადაც pH-ის დონე უფრო მაღალია. ამგვარად თავიდან იცილებთ უკუდენასა და დარჩენილ გემოს.