შეარჩიე საკვები სწორად და შეინარჩუნე ჯანსაღი კანი

დაბალანსებული კვება, გარუჯვა მხოლოდ მცირე დოზით და ზოგადად მზის სხივების ბალანსირებული წვდომა შეგინარჩუნებთ კანს საუკეთესო მდგომარეობაში.

კანიც ცოცხალი ორგანოა, რომელსაც გააჩნია მუდმივად განახლებადი უჯრედები. და სხვა ორგანოების მსგავსად, რაც კვებავს თქვენს სხეულს, ასევე კვებას თქვენს კანსაც. რასაც მიირთმევთ, დიდი ზეგავლენა აქვს თქვენს გრძნობებზე, როგორც ფიზიკურად, ისე გონებრივად. ცხადია, ჯანსაღ საკვებსა და სასმელსაც აქვს გავლენა თქვენს ჯანმრთელობასა და გარეგნობაზე. აქტიური ცხოვრების წესს, ჯანსაღად კვება და საკმარის სითხის (უმჯობესია სუფთა წყლის) მიღება ძალზედ მნიშვნელოვანია.

კანისათვის საუკეთესო საკვები

ხილი და ბოსტნეული შეიცავს ბევრ ისეთ ვიტამინს, რომლებიც სასარგებლოა კანისა და მთელი ორგანიზმისათვის. განსაკუთრებული ყურადღებ მიაქციეთ A და C ვიტამინებით სავსე ხილსა და ბოსტნეულს. A ვიტამინი ხელს უწყობს კანის ახალი უჯრედების წარმოქმნას, ხოლო C ვიტამინი კი ხრტილის ჩამოყალიბებას.

იხილეთ სხვა სტატიები ვიტამინებისა და მინერალების შესახებ აქ

მინერალები თუთია და იოდი კანისათვის საჭირო საკვები ნივთიერებებია. თუთიის მიღება შესაძლებელია ხარისა და ბატკნის ხორცისგან, ეს მინერალი ასევე მოიპოვება მცენარეებში, როგორებიცაა ოსპი, ლობიო, თხილიეულობა და თესლეუობა. ხოლო იოდი მოიპოვება თევზსა და რძის პროდუქტებში. გაუწყლოებისა და კანის სიმშრალის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა, მიირთვათ საკმარისი წყალი. ცხიმიანი და შაქრიანი საჭმელი არ არის ჯანსაღი არც კანისთვის და არც ორგანიზმისთვის.

რა დოზითაა საჭირო კანისთვის მზის აბაზანები?

მზის აბაზანების მიღება აუცილებელია, იმისათვის, რომ ორგანიზმმა მიიღოს საკმარისი D ვიტამინი. ცნობლია, რომ D ვიტამინი ხელს უწყობს იმუნური სისტემის ფუნქციონირებას, იმუნური სისტემა კი გვეხმარება ინფექციებთან ბრძოლაში ყველგან ისევე, როგორც კანზე.

თუმცა, მზის ქვეშ არ უნდა გაატაროთ საკმარისზე მეტი დრო, რათა თავიდან აიცილოთ კანის კიბო. განსაზღვრული დრო კი სხვადასხვაა თითოეული ადამიანისთვის, დღის მონაკვეთსა და წელიწადის დროის მიხედვით. ბრიტანეთის კიბოს ასოციაციის თანახმად, დიდ ბრიტანეთში ლანჩის დროს მზის დამცავი კრემის გარეშე ღია ფერის კანის მქონე ევროპელისათვის 9 წუთი სრულიად საკმარისია მზისგან სარგებლის მისაღებად. შედარებით მუქი ფერის კანისათვის 25 წუთამდეა საჭირო.

სადაც მზე არ ანათებს

თუ ისეთ ქვეყანაში ცხოვრობთ, რომელშიც ზამთარში ძალიან ცოტა მზის სინათლეა, ამ თვეების განმავლობაში განიცდით D ვიტამინის დეფიციტს. ამიტომაც ამ პერიოდში უმჯობესია ცხიმიანი თევზის (რომელიც შეიცავს D ვიტამინს), თევზის ზეთის ან D ვიტამინის დანამატების მირთმევა.

რომელი მზის დამცავი ფაქტორი უნდა გამოვიყენო?

ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის (NHS) თანახმად, მზის დამცავი კრემი, რომლის ფაქტორია 15, ბრიტანელი ხალხისათვის საკმარისი უნდა იყოს მზის ულტრაიისფერ გამოსხივებასთან საფრთხის შემცველი დოზით შეხებისგან თავიდან ასაცილებლად. თუმცა,

რეალობაში მზისგან დამცავ კრემს ხალხი არასაკმარისი რაოდენობით იყენებს. აქედან გამომდინარე 30 ფაქტორის მქონე დამცავის გამოყენება უკეთესი იქნება.

თუ ზაფხულში სამხრეთისაკენ მიემგზავრებით, პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში უფრო მაღალი ფაქტორის მქონდე დამცავი გამოიყენეთ. დამცავი კრემის გამოცვლა საჭიროა, თუ იგი წინა წელსაც გამოიყენეთ, ან ინახავდით მზიან ან ცხელ ადგილას, ან თავსახურის გარეშე.

წყარო: ბრიტანეთის კიბოს ასოციაცია, ჯანდაცვის ეროვნული სამსახური (NHS)