your brain and the ten percent myth

თავის ტვინის შესაძლებლობები

თავის ტვინის შესაძლებლობები ბოლომდე ჯერაც არ არის შესწავლილი. თქვენი აზრით ტვინის რა ნაწილს იყენებთ? გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, პასუხი 100%-ია და არა 10%. იხილეთ, როგორ გვიხსნის ტვინის მუშაობას მკვლევარი და წიგნის „თქვენი სუპერვარსკვლავი ტვინი“ ავტორი კაია ნორდენგენი.

 

იხილეთ სხვა სტატიები ტვინის შესახებ 

ნამდვილად 100%-ს იყენებთ

დღესდღეობით ჯერ კიდევ არსებობს ის მითი, რომ ადამიანები ტვინის მხოლოდ 10%-ს იყენებენ. ამ მითს ჰოლივუდის ფილმებშიც აქტიურად აშუქებენ, მაგალითად, 2014 წლის ფილმში „ლუსი“, რომელშიც სკარლეტ იოჰანსონის პერსონაჟი სპეციალური გამოგონილი მედიკამენტის საშუალებით ტვინის მთლიან პოტენციალს ითვისებს. 

ნერვის ყველა უჯრედს ვიყენებთ

ნეირომეცნიერების გადმოსახედიდან, ტვინის 90% ხელუხლებელი ნამდვილად არ არის.  ტვინს მთლიანად რომ არ ვიყენებდეთ, იგი ვერ განვითარდებოდა ენერგიის ხარჯვის გამო. მეორე მხრივ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ტვინს მეტი პოტენციალი არ გააჩნია. ნერვული უჯრედების გამოყენება ათასობით ბადეზე შეიძლება, სინაპსების ეფექტურობას კი ასევე მეტი პოტენციალი გააჩნია. 

ტვინი დაბადებისას დასრულებული მყარი დისკივით არ არის, მას 100 მილიარდი ნერვული უჯრედი გააჩნია, რომლებიც მუდმივად იცვლება.  ტვინი თავად ცვლის სტრუქტურას ახალი გამოცდილებისა და ცოდნის შესანახად. ასე რომ, ტვინის შესაძლებლობების გაზრდა ყოველთვის შეგიძლიათ ახალი რამის სწავლით.