две девочки, слушающие музыку

ტვინის სავარჯიშოები გონებრივი განვითარებისთვის

ტვინის სავარჯიშოები გონებრივი განვითარებისთვის. ისინი ხელს უწყობს სხარტი აზროვნების ჩამოყალიბებასა,  გონების უკეთ მობილიზებას და ზოგადად თავის ტვინის უკეთეს ფუნქციონირებას

ათი ტვინის სავარჯიშო თავსატეხი ზრდასრულთათვის და ბავშვებისათვის 

ჯანსაღ დიეტასთან და ფიზიკურ აქტივობასთან ერთად, ტვინის სავარჯიშოდ უამრავი გზა არსებობს. არც მოგაფიქრდებოდათ ამდენი ადვილი რამის გაკეთება თუ შეიძლებოდა ყოველდღიურად გონებრიცი შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად. გაეცანით რამდენიმე სავარჯიშოს და გამოსცადეთ, რომლებიც მოგეწონებათ. 

  1. გამოსცადეთ თქვენი მახსოვრობა – ჩამოწერეთ სია, მაგალითად საყიდლების ან გასაკეთებელი საქმეების სია და დაიმახსოვრეთ. ერთი საათის შემდეგ კი შეამოწმეთ, სიიდან რამდენი რამ გახსოვთ. ეცადეთ, სია რაც შეიძლება, გაართულოთ. 
  2. სცადეთ მუსიკა – ისწავლეთ რომელიმე ინსტრუმენტზე დაკვრა ან შეუერთდით ვოკალურ გუნდს. რაიმე ახლისა და კომპლექსურის შესწავლა დიდი ხნის განმავლობაში დაბერებული გონებისთვის იდეალურია. 
  3. ივარჯიშეთ ზეპირ არითმეტიკაში – გამოთვალეთ მიმატებები გონებაში ქაღალდისა და კალმისა და კალკულატორის გარეშე. შეგიძლიათ, გაართულოთ და ფიზიკური აქტივობაც დაუმატოთ გამოთვლას, მაგალითად სეირნობა. 
  4. მოამზადეთ საჭმელი – ისწავლეთ ახალი კერძების მომზადება.  საჭმლისმომზადებისას ჩვენ ვიყენებთ სხვადასხვა გრძნობას, როგორებიცაა ყნოსვა, შეხება, მხედველობა და გემო. ეს ყველა გრძნობა ტვინის სხვადასხვა ნაწილს რთავს.  
  5. ისწავლეთ ახალი ენა – როდესაც სმენა და გაგება ერთდროულად ირთვება, ტვინი სტიმულებს იღებს. მდიდარი ლექსიკა ასევე ასოცირდება კოგნიტური დაქვეითების რისკის შემცირებასთან.  
  6. შექმენით სიტყვის სურათები– ვიზუალურად წარმოიდგინეთ სიტყვის მართლწერა გონებაში. შეეცადეთ, მოიფიქროთ სხვა სიტყვებიც, რომლებიც იწყება ან სრულდება იმავე ორი ასოთი.  
  7. დახაზეთ რუკა მეხსიერებიდან – რაიმე ახალი ადგილიდან სახლში დაბრუნებისას, სცადეთ არეალის რუკის დახაზვა. ამ სავარჯიშოს გაკეთება სცადეთ ყოველ ჯერზე, როდესაც რაიმე ახალ ადგილს ესტუმრებით. 
  8. გამოსცადეთ თქვენი გემოს რეცეპტორები – წამის დროს სცადეთ კერძის ინგრედიენტების გამოცნობა, მწვანილებისა და სანელებლების ჩათვლით. 
  9. გაიუმჯობესეთ ხელისა და თვალის კოორდინაცია – აითვისეთ ახალი ჰობი, რომელსაც სჭირდება მოტორული უნარები, მაგალითად, ქსოვა, ხატვა, ან ფაზლის აწყობა.  
  10. ისწავლეთ სპორტის ახალი სახეობა – გამოსცადეთ ვარჯიში, რომელშიც ჩართული იქნება სხეუელიც და გონებაც, ასეთი ვარჯიშია იოტა, გოლფი ან ჩოგბურთი. 
  11. გაიხეხეთ კბილები საპირისპირო ხელით –   გამოიყენეთ მარცხენა ხელი, თუ მემარჯვენე ხართ და პირიქით. შეგიძლიათ, გაართულოთ დავალება საპირისპირო ხელით კბილის პასტის თავსახურის გახსნითა და კბილის პასტის კბილის ჯაგრისზე მოთავსებით. საპირისპირო ხელის გამოყენება ასევე შეგიძლიათ მაუსის გამოძრავებისას ან წერისა. 
  12. შეცვალეთ თქვენი დილის რეჟიმი – შეცვალეთ რეჟიმი საპირისპირო მიმდევრობით. ჩაიცვით ტანსაცმელი საუზმემდე, თუ ამას საუზმის შემდგომ აკეთებდით, გაიარეთ განსხვავებული გზა ძაღლის გასეირნებისას ან უყურეთ ახალ ამბებს სხვა სატელევიზიო არხზე. 
  13. შეცვალეთ ხედვის კუთხე – შეხედეთ ნაცნობ ნივთებს გადმობრუნებულ მდგომარეობაში, ამოაყირავეთ ნაცნობი ადამიანების ან სახეების სურათები. წაიკთხეთ წიგნი ან გაზეთი ამოყირავებულად. წაიკითხეთ გვერდი ქვემოდან ზემოთ. 
  14. შეიცვალეთ ადგილები – ოჯახების უმეტესობას აქვს ფიქსირებული ადგილები სასადილო მაგიდასთან და ალბათ თქვენც ფიქსირებული ადგილი გაქვთ ოფისში? ყოველ დღე ადგილების შეცვლით იცვლება ყველაფერი, ოთახის თქვენი ხედვა, ვისთან ამყარებთ სოციალურ ურთიერთობას, როგორ გადასწვდებით მარილსა და პილპილსაც კი.  
  15. შეცვალეთ საყიდელი პროდუქტები – შეამოწმეთ თაროები თავიდან ბოლომდე და თუ დაინახავთ ისეთ პროდუქციას, რომელიც აქამდე არ გინახავთ – აიღეთ და წაიკითხეთ ინგრედიენტები და იფიქრეთ მათზე. არ ხართ ვალდებული, რამე შეიძინოთ, მაგრამ თქვენ არღვევთ თქვენს რეჟიმს და სწავლობთ რაიმე ახალს. 
  16. წაუკითხეთ ბავშვებს – დაეხმარეთ ბავშვებს, გამოიყენონ ტვინის სხვადასხვა ნაწილი ახალი ხმების, სიტყვებისა და ფერების გაგებით. ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ რამდეჯერ ისმენს ბავშვი „დედას“ ან „მამას“, სანამ გაიმეორებს. თქვენი შვილისათვის რაიმის წაკითხვა მას აძლევს სტიმულს და უმაღლებს გარემოს აღქმის უნარს. 
  17. მოამზადეთ სადილი ერთად – მოამზადეთ სადილი თქვენს შვილებთან ერთად რეცეპტზე დაყრდნობით. ამითი ბავშვებს კითხვის, გაგებისა და ინსტრუქციების მიყოლის საშუალება ეძლევათ. 
  18. ითამაშეთ რიცხვებითა და ასოებით – მიანიჭეთ ანბანის თითოეულ ასოს რიცხვი 1-დან 33-ის ჩათვლით. მიმატებით შექმენით სიტყვები, რომლებიც იქნება ასოების რიცხვების დამატებით 40, 50 ან 60.  
  19. გადახედეთ მეხსიერებას – შეეცადეთ, გაიხსენოთ თქვენი სკოლის მასწავლებლებისა და კლასელების სახელები, ნახეთ, თუ შეძლებთ მეტი დეტალის გახსენებას, მაგალითად, რა ეცვათ და როგორი ადამიანები იყვნენ.  ამის შემდეგ კი იფიქრეთ ძველ სამუშაო ადგილზე ან ქუჩაზე, რომელზეც ადრე ცხოვრობდით – განცვიფრდებით, რამდენი რამის გახსენებას შეძლებთ. 
  20. დააწყვეთ ანბანის მიხედვით – დააწყვეთ თვეები ანბანის მიხედვით, პირველ ჯერზე ჩამოწერაც შეგიძლიათ, მაგრამ შეეცადეთ, გონებაში გააკეთოთ და შემდეგ აუყვეთ უკუღმა. 

გონების სავარჯიშო თამაშები მთელი ოჯახისათვის.