olio di pesce o olio di fegato di merluzzo

ომეგა 3 და თევზის ქონი – რა განსხვავებაა მათ შორის?

ომეგა 3 და თევზის ქონი – რა განსხვავებაა მათ შორის? ყველამ ვიცით ომეგა 3 რისთვის არის სასარგებლო . არის თუ არა ომეგა 3 და თევზის ქონი ერთი და იგივე? რით ჯობს ვირთევზას ღვიძლის ზეთის მიღება  სინთეტურ ომეგა 3-სა და თევზის ქონს? ეს სამი ტერმინი ერთმანეთის მაგივრად გამოიყენება და ხშირად  გვაბნევს კიდეც, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ერთი და იგივე სულაც არ არის.

 

გაეცანით სტატიას სრულად და გაიგეთ, რით განსხვავდებაა მათ შორის.

ომეგა 3 არის ტერმინი, რომელიც გამოიყენება პოლიგაუჯერებელი ცხიმოვანი მჟავების ჯგუფთან მიმართებაში. ვირთევზას ღვიძლის ზეთი და თევზის ზეთი კი ორი სხვადასხვა თევზ-პროტუქტის სახელებია. ვირთევზას ღვიძლის ზეთს იღებენ ვირთევზას ღვიძლიდან, ხოლო თევზის ზეთს მთლიანი თევზიდან.

ორივე მათგანი, ვირთევზას ღვიძლის ზეთი და თევზის ზეთი ბუნებრივად მდიდარია ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავებით. მიოლერის კაფსულები შეიცავს ქაფშიებისა და სარდინის ზეთს, რომელიც ექსტრა კონცენტრირებულია და ამიტომაც შეიცავს ბუნებრივზე მეტ ომეგა 3-ს. მიოლერის ვირთევზას ღვიძლის ზეთი კი სუფთა ვირთევზას ღვიძლის ზეთია ჩრდილო-აღმოსავლური არქტიკული ვირთევზისგან.

ვირთევზას ღვიძლის ზეთი და თევზის ზეთი შეიცავს EPA-სა და DHA-ს

ომეგა 3-ის შემადგენელი ცხიმოვანი მჟავა, ალფა-ლიპოური მჟავა (ALA) მოიპოვება ბევრ მცენარეულ წყაროში, თუმცა იგი ერთადერთი  ზღვის წყაროა, რომელიც შეიცავს  მრავალატომურ ომეგა 3-ის ცხიმოვან მჟავებს ეიკოსაპენტანურ მჟავასა (EPA) და დოქოსაჰექსანურ მჟავას (DHA). კვლევები გვიჩვენებს, რომ სწორედ მეტ ზღვიურ მრავალატომურ ომეგა-3-ის ცხიმოვან მჟავებს უნდა მივირთმევდეთ, რადგანაც მისი სარგებელი ტვინის, გულისა და მხედველობის ნორმალური ფუნქციონირებისათვის დამტკიცებულია.

გამოიმუშავებს თუ არა ადამიანის ორგანიზმი ომეგა 3-ს?

პასუხია დიახ და არა. ცხიმოვანი მჟავა DHA გვხვდება ადამიანის მემბრანის ბევრ უჯრედში, ხოლო ზოგიერთ ორგანოში უფრო მაღალი კონცენტრაციით. ორგანიზმს შეუძლია, გადაქციოს ALA (მცენარეული ომეგა-3) EPA-დ და DHA-დ, თუმცა ეს პროცესი არც თუ ისე ეფექტურია. მრავალატომურ EPA და DHA ცხიმოვან მჟავებს ზღვაში მიკროწყალმცენარეები გამოჰყოფს. ეს ცხიმოვანი მჟავები გადაინაცვლებს კვების ჯაჭვში, რადგანაც პატარა თევზები ჭამენ მიკროწყალმცენარეებს, დიდი თევზები კი პატარა თევზებს და ასე შემდეგ.  ადამიანებისთვის კი ამ ცხიმოვანი მჟავების წყარო ხშირად დიდი ზღვის ომეგა 3 ცხიმიანი თევზია, როგორიცაა ორეგული, სკუმბრია, ქაშაყი და ვირთევზას ღვიძლიდან ამოღებული ვირთევზას ღვიძლის ზეთი.

ვირთევზას ღვიძლის ზეთი და თევზის ზეთი, როგორც ომეგა-3-ის დანამატები

ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავების დანამატები საკვებში ან დანამატების სახით, როგორებიცაა მიოლერის ვირთევზას ღვიძლის ზეთი და მიოლერის სხვა დანამატები მნიშვნელოვანია ორგანიზმისათვის საჭირო დოზის მრავალატომური ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავების მისაღებად. მცენარეულ ომეგა 3-ს ვიღებთ ისეთი საკვებისგან, როგორებიცაა ბოსტნეულის ზეთები, მარცვლეული და თხილი.

რა დოზითაა ომეგა 3 ვირთევზას ღვიძლის ზეთში?

მიზეზი, თუ რატომ მოიხსენიება ვირთევზას ღვიძლის ზეთი და ომეგა 3  ერთსა და იმავე წინადადებაში არის ის, რომ ვირთევზას ღვიძლის ზეთი საუკეთესო წყაროა ზღვის ომეგა 3-ისთვის. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ  სხვა წყაროები არანაკლებად კარგია ან უფრო დაბალი ხარისხის ცხიმოვან მჟავებს შეიცავს. მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ვირთევზას ღვიძლის ზეთს ცხიმოვანი მჟავები ერთეულზე უფრო დიდი დოზით გააჩნია. ერთი ჩაის კოვზი მიოლერის ვირთევზას ღვიძლის ზეთი (5 მლ) შეიცავს ომეგა-3-ის ცხიმოვან მჟავებს 1.2 გრამის ოდენობით, რომელშიც შედის 0.6 გრამი DHA და 0.4 გრამი EPA.