quali sono i benefici dell'olio di fegato di merluzzo
ვირთევზას ღვიძლის ზეთი ბუნებრივად მდიდარია ომეგა 3ცხიმოვანი მჟავებით

რატომ ჯობია ვირთევზას ღვიძლის ზეთი?

ვირთევზას ღვიძლის ზეთი უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

მისი მთავარი უპირატესობა გახლავთ მასში შემავალი ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები, ვიტამინები და მინერალები.

 

რა უპირატესობები აქვს  ვირთევზას ღვიძლის ზეთს?

ვირთევზას ღვიძლის ზეთი მნიშვნელოვანი და სასარგებლოა ადამიანის ზოგადი ჯანმრთელობისათვის, რადგანაც იგი შეიცავს ოთხ მნიშვნელოვან საკვებ ნივთიერებას. ესენია: ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები, ასევე  E, A  და D ვიტამინი. თუმცა, ეს ეხება მხოლოდ მაღალი ხარისხის ვირთევზას ღვიძლის ზეთს, მაგალითად ისეთს, როგორიცაა მიოლერის ვირთევზას ღვიძლის ზეთი. ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი პროდქუტის შეძენისას, მნიშვნელოვანია შეფუთვის შემოწმება, რათა დარწმუნდეთ, რომ ის მაღალ სტანდარტებს შეესაბამება.

 

მიოლერის ომეგა 3 იწარმოება ნორვეგიაში, უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებით. იგი უკავშირდება ნორვეგიელი ფარმაცევტის – პიტერ ჯ. მიოლერის სახელს, რომელმაც 1854 წელს გარდატეხა მოახდინა ვირთევზას ღვიძლის ზეთის წარმოებაში.

და მაინც, რა არის ვირთევზას ღვიძლის ზეთის ომეგა-3-ის სარგებელი?

მიოლერის ვირთევზას ღვიძლის ზეთი ბუნებრივად მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჯავებით DHA და EPA. DHA ხელს უწყობს ტვინისა და მხედველობის ჯანმრთელობას, ხოლო EPA – გულის ნორმალურ ფუნქციონირებას. ვირთევზას ღვიძლის ზეთი მზადდება უკიდურესი ჩრდილოეთის არქტიკული ვირთევზას ღვიძლისგან, რომელიც მოიპოვება ნორვეგიის სანაპიროსთან ზამთრის მიწურულს. აღსანიშნავია, რომ ვირთევზის ღვიძლი ბუნებრივად მდიდარია  პოლიუჯერი ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავების გრძელი ჯაჭვით EPA და DHA, რომლებიც ასევე გვხვდება ცხიმოვან თევზში, ქვირითსა და წყალმცენარეების ზოგიერთ სახეობაში.

კვლევები გვიჩვენებს, რომ  DHA ჩართულია ნაყოფის ტვინის განვითარებაში და განსაკუთრებულ როლს თამაშობს მთელი ცხოვრების განმავლობაში მხედველობისა და ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებაში. DHA-სთან ერთად, EPA განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანმრთელი გულის შესანარჩუნებლად. სასარგებლო ეფექტი მიიღწევა EPA-სა და DHA-ის ყოველდღიურად 250-250 მილიგრამის მიღებით.

რა არის  ვირთევზას ღვიძლის ზეთის D, A და E ვიტამინების სარგებელი?

ომეგა-3-ის გარდა, მიოლერის CLO ბუნებრივად მდიდარია D ვიტამინით. ვიტამინი D მნიშვნელოვანია ბავშვებში ძვლოვანი სისტემის განვითარებასა და ძვლის ძლიერი სტრუქტურის შესანარჩუნებლად მთელი ცხოვრების განმავლობაში. ვიტამინი D ასევე გეხმარებათ ჯანმრთელი იმუნური სისტემის შენარჩუნებაში. ეს ვიტამინი არსებობს სხვადასხვა ფორმით, რომელთაგანაც D2 და D3 ყველაზე გავრცელებულია. D3 ყველაზე ადვილად აითვისება და გამოიყენება ორგანიზმის მიერ. კანზე მზის სხივების ზემოქმედებით, ადამიანის ორგანიზმს შეუძლია, თავად აწარმოოს ვიტამინი D, D3-ის სახით, თუმცა, ყოველდღე და მთელი წლის განმავლობაში, რთულია მიიღოთ მზის სხივები საკმარისი ოდენობით. ეს განსაკუთრებით რთულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, სადაც ზამთარი საკმაოდ ხანგრძლივია. ამიტომაც მნიშვნელოვანია D ვიტამინის ათვისება საკვების მეშვეობით და ისეთი დანამატებით, როგორიცაა მიოლერის CLO.

მიოლერის ვირთევზას ღვიძლის ზეთის სხვა უპირატესობები გახლავთ ის, რომ იგი შეიცავს A და E ვიტამინებს. ვიტამინი A განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კანისათვის, იმუნური სისტემისათვის და მხედველობისათვის, ხოლო ვიტამინი E წარმოადგენს აუცილებელ ანტიოქსიდანტს, რომელიც იცავს უჯრედებს თავისუდალი ჟანგბადის რადიკალებისაგან.

რა დოზით უნდა მიიღოთ CLO?

მიოლერის ვირთევზას ღვიძლის ზეთს ბევრი უპირატესობა აქვს ჯანმრთელობისათვის. ის ბრიტანელების დღის რაციონის განუყოფელი ნაწილია. ეს პროდუქტი ხელს უწყობს საკვები ნივთიერებების ადეკვატური და მნიშვნელოვანი რაოდენობით ათვისებას.

დღეში ერთი ჩაის კოვზი (5 მლ) ვირთევზას ღვიძლის ზეთი საკმარისია 2-დან 75 წლამდე ადამიანების D ვიტამინის საჭირო დღიური საპროფილაქტიკო დოზის მისაღებად და ასევე ავსებს საკმაო რაოდენობის A და E ვიტამინების მარაგს.

იგივე, ერთი ჩაის კოვზი შეიცავს 1200 მგ ომეგა 3  ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც შეიცავს  ≈600 მგ DHA-სა და  ≈400 მგ EPA ცხიმოვან მჟავებსს.