Aceite de hígado de bacalao y vitamina D para los niños

ვირთევზას ღვიძლის ზეთში შემავალი D ვიტამინი სასარგებლოა ჩვილებისთვის

ვირთევზას ღვიძლის ზეთში შემავალი D ვიტამინი და ომეგა 3 ამ საკვები ნივთიერებების დეფიციტის შევსების ყველაზე მარტივი გზაა. 

ვირთევზას ღვიძლის ზეთში უხვად არის ომეგა 3 და D ვიტამინი ბუნებრივად, ამიტომ მის გამოყენებას ამ მიზნით  ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციაც მიენიჭა,

როგორც ჩვილობის, ასევე ნებისმიერ ასაკში. 

ბავშვები, რომლებსაც ზრდის პარალელურად არ აქვთ მრავალფეროვანი დიეტა, ზოგჯერ არ იღებენ საკმარის A და C ვიტამინებს. ასევე რთულია D ვიტამინის მიღება მხოლოდ საკვებისგან.  ამიტომაც ჯანდაცვის სახელმწიფო სამსახური (NHS) გვირჩევს, რომ ბავშვებმა 6 თვის ასაკიდან 5 წლამდე მიიღონ A, C და D ვიტამინების დღიური დანამატები.

NHS ასევე გასცემს რეკომენდაციას, ბუნებრივ კვებაზე მყოფმა ჩვილებმაც მიიღონ D ვიტამინის დანამატების დღიური დოზა, მიუხედავად იმისა, დედა იღებს თუ არა ამ დანამატს ყოველდღიურად, რადგანაც დედის რძე არ შეიცავს საჭირო რაოდენობის D ვიტამინს.

თუმცა, ჩვილებისათვის, რომლებიც იღებენ პინტზე მეტ ხელოვნურ საკვებს, არ არის საჭირო დანამატები, რადგანაც ეს საკვები სავსეა D ვიტამინითა და სხვა საკვები ნივთიერებებით.

რატომ სჯობს ვირთევზას ღვიძლის ზეთი D ვიტამინის წვეთებს

ჩვილებისათვის და ბავშვებისათვის ვირთევზას ღვიძლის ზეთი სჯობს D ვიტამინის წვეთებს, რადგანაც ვირთევზას ღვიძლის ზეთი, D ვიტამინის გარდა, შეიცავს სასარგებლო ომეგა 3-ის დოკოსაჰექსანოიდის (DHA)  მჟავას, რომელსაც აქვს უამრავი სარგებელი, ტვინისა და თვალის ჯანმრთელობის ხელშეწყობასთან ერთად.

ვირთევზას თვიძლის ზეთის კიდევ ერთი სარგებელია A ვიტამინი. მხედველობის ნორმალური ფუნქციონირების შენარჩუნებასთან ერთად ეს ვიტამინი კარგია კანისთვისაც.

ვირთევზას თვიძლის ზეთის რა დოზაა ოპტიმალური ჩვილისათვის?

ნორვეგიაში, სადაც მიოლერის ვირთევზას თვიძლის ზეთი იწარმოება (და მიეწოდება ჩვილებსა და ბავშვებს ათასობით წლების განმავლობაში), ექიმები მშობლებს ურჩევენ, თავიანთ ჩვილებს მიაწოდონ ½ a სტანდარტული 5 მლ ჩაის კოვზი დღეში ოთხი კვირის ასაკიდან და შემდეგ ეტაპობრივად გაზარდონ 5 მლ სტანდარტულ ჩაის კოვზზე.  ამითი იფარება D ვიტამინის დღიური მოთხოვნა, რომელიც განისაზღვრება დღესში 10 მიკროგრამით. NHS-ის რეკომენდაციაა, თხევადი მედიკამენტის მისაღებად გამოიყენოთ ის ჩაის კოვზი, რომელიც სახლში გაქვთ, რადგანაც კოვზები ზომის მიხედვით განსხვავდება.

D ვიტამინი ძალზედ მნიშვნელოვანია ბავშვებისათვის, რადგანაც ისინი იმყოფებიან საკმაოდ აქტიურ ფაზაში, როდესაც საქმე ეხება კალციუმის შემცვველი ძვლებისა და კბილების გაძლიერებას. D ვიტამინი საჭიროა ორგანიზმისთვის კალციუმის ასათვისებლად საკვებისგან და რძისგან. ეს ვიტამინი ასევე უზრუნველყოფს კუნთების ნორმალურ ფუნქციონირებას.

თუ თქვენს შვილებს მიაჩვევთ ვირთევზას ზეთის მიღებას ჩვილობის ასაკიდან, ამითი მათ მისცემთ შემდგომში ბავშვობისა და ზრდასრულობის ასაკში D ვიტამინისა და ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავების ადეკვატური მიღებისა მყარ საფუძველს.

თუმცა, საჭიროა, იყოთ ფრთხილად, რათა თქვენს შვილებს არ მისცეთ ზედმეტი რაოდენობის ვიტამინი. ზოგიერთი ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტი ასევე შეიცავს სხვა ვიტამინებს ან ინგრედიენტებსაც, ასე რომ, საჭიროა, დარწმუნდეთ, რომ თქვენს შვილს არ მიაწოდოთ ერთდროულად ორი დანამატი,  რომლებიც შეიცავს ერთსა და იმავე ვიტამინს. მაგალითად, არ უნდამ მისცეთ D ვიტამინის წვეთები, რადგანაც ვირთევზას ღვიძლის ზეთი ასევე შეიცავს D და A ვიტამინების საკმაო დოზას.

წყარო: NHS