brain development girl reading
ფაქტები ტვინზე: ომეგა-3-ის გავლენა, თავის ტვინის განვითარება და მისი საღ მდგომარეობაში შენარჩუნება

ხუთი ფაქტი ტვინის განვითარების შესახებ

ხშირად ფაქტები ტვინის განვითარების შესახებ გაკვირვებულს და მეტად დაინტერესებულს გვტოვებს.

ყველას გვსმენია, რომ ტვინის საკვებია გლუკოზა, თუმცა ის ყველაზე დიდ სარგებელს იღებს ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავებისაგნ

ტვინის უმეტესი შემადგენელი ნაწილი ცხიმია. მნიშვნელოვანია, რომ ჯანსაღი ცხიმი მივირტვათ. ყველაზე ჯანსაღი ცხიმი კი ომეგა 3 გახლავთ.

მნიშვნელოვანია იცოდეთ, როგორი ხარისხის არის ომეგა 3 , რომელსაც იღებთ. მისი ბუნებრივი, საუკეთესო წყარო ვირთევზას ღვიძლია

  1. ოცდახუთი წელი ტვინის სრული განვითარებისათვის

ადამიანის ტვინს სჭირდება შეუჩერებელი სტიმულაცია წლობით, რათა ბოლომდე ჩამოყალიბდეს. სინამდვილეში იგი სრულად ყალიბდება 25 წლის ასაკში!

წაიკითხე ტვინის შესახებ სხვა სტატიები

  1. მნიშვნელოვანი მეორე წელი

ცხოვრების მეორე წელს მეტყველება სწრაფად ვითარდება. ბევრი ბავშვი გადის, ეგრეთწოდებულ, სიტყვათა რბოლას, როდესაც თვეების განმავლობაში ისინი სწავლობენ უამრავ ახალ სიტყვას. ამ მხრივ, განვითარებისთვის საწინდარი არის ტვინის მეტყველების ცენტრის ნორმალური ფუნქციონირება, რადგანაც ხმის ჩამოყალიბება და ბგერის სიძლიერის კონტროლი, თავის მხრივ, კონტროლდება ტვინსა და სმენას შორის დაბალანსებული ურთიერთქმედებით.

  1. ტვინის განვითარება რაიმე ახლის შესწავლით

სწავლა წარმოადგენს ტვინის უჯრედებს შორის ახალი კავშირების წარმოქმნის პროცესს.. როდესაც გამოცდით, ან კითხულობთ რაიმე ახალს, ტვინში იქმნება ახალი მოგონებები ათასობით უჯრედების ერთმანეთთან დაკავშირებით. როდესაც თქვენ რაიმე სიტუაციას იხსენებთ მოგვიანებთ, სწორედ იგივე ბმები აქტიურდება შესაბამის ნეირონებს შორის.

ნობელის პრიზის მფლობელი ნევროლოგები ედვარდ და მერი-ბრით მოსერების თანახმად, კარგი მეხსიერება არის სწორი მიმართულებით სხვადასხვა ნერვული გზის არსებობის შედეგი.

ასევე საინტერესო კავშირია მეხსიერებასა და ამ კონტექსტში შემოქმედებითობას შორის. კარგი მეხსიერება ავითარებს ასოციაციის შესაძლებლობებს, რაც წარმოადგენს შემოქმედებითობის საფუძველს. ბევრი ნერვული გზის არსებობა სხვადასხვა ბმასთან ნიშნავს იმას, რომ მათი გააქტიურება შესაძლებელია ახალ კონტექსტებშიც.

  1. ომეგა-3 სასარგებლოა თქვენი ტვინისათვის

დედის მიერ ორსულობის პერიოდში ცხიმოვანი მჟავის (DHA) მიღება დიდ როლს თამაშობს ნაყოფის ტვინის ნორმალურ განვითარებაში. DHA-ს საუკეთესო წყაროა ისეთი ცხიმიანი თევზები, როგორებიცაა სკუმბრია, ორაგული და ქაშაყი. 1990-იან წლებში ბრისტოლის კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვებს, რომელთა დედებიც არ მიირთმევდნენ თევზს ორსულობის პერიოდში, ჰქონდათ 48% შანსი იმისა, რომ რვა წლის ასაკში ჰქონოდათ ვერბალური ინტელექტის დაბალი დონე. ბრისტოლის უნივერსიტეტის ერთ-ერთმა მეცნიერმა, რომელმაც ჩაატარა ეს კვლევა, პროფესორი ჯინ გოლდინგი ურჩევს ქალბატონებს, რომლებსაც არ მოსწონთ თევზი, ჩაანაცვლონ იგი ომეგა-3 საკვები დანამატის სახით.

  1. შეინარჩუნეთ თქვენი ტვინი კარგ მდგომარეობაში

მედიცინის დოქტორმა და დაბერების კოგნიტურმა ნევროლოგმა ანდრეას ენგვიგმა დაასკვნა, რომ ყოველდღიურ მენტალურ ვარჯიშს აქვს გაზომვადი ფიზიკური ეფექტი ტვინზე. მისი აზრით, ტვინი შესამჩნევად იმატებს ზომაში კუნთის მსგავსად. თუმცა, ვარჯიშს რომ ჰქონდეს სასურველი ზეგავლენა, საჭიროა, ეს პროცესი არ იყოს მოსაბეზრებელი.