ხშირად დასმული კითხვები

არა! განახლებული ინფორმაციით, D ვიტამინის მიღება შესაძლოა საჭირო იყოს სხვა პერიოდშებშიც. D ვიტამინის გარდა, ვირთევზას ღვიძლის ზეთი შეიცავს სხვა საკვებ ნივთიერებებსაც, რომელიც ადამიანის ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანია მთელი წლის განმავლობაში. აღნიშნული პროდუქტის მიღება სასარგებლოა ზაფხულის განმავლობაში კანის დაცვისათვისაც.

მცირე რაოდენობის სარეცხი საშუალება დაიტანეთ ლაქაზე და გააჩერეთ 30 წუთის განმავლობაში. სარეცხი კარგად გაავლეთ და შემდეგ გარეცხეთ ჩვეულებრივად.

Möller’s-ის ვირთევზას ღვიძლის ზეთი არის სრულიად ბუნებრივი პროდუქტი და არ შეიცავს დანამატებს. ამიტომ, გახსნილი ბოთლი ინახება მაცივარში არა უმეტეს 3 თვისა. შემდგომ იცვლება ახლით.

Möller’s-ის თხევადი ომეგა 3 გამდიდრებულია დამატებითი ომეგა 3-ით და ამიტომ შეიცავს დღიურ დოზაზე დაახლოებით 40%-ით მეტ ომეგა 3-ს, ვიდრე Möller’s-ის ვირთევზას ღვიძლის ზეთი.

როგორც, წესი, ჩვეულებრივი ჩაის კოვზი არის 5 მლ მოცულობის. ამიტომ ერთი ჩაის კოვზი ვირთევზას ღვიძლის ზეთი სავსებით საკმარისია 5 მლ დოზისათვის.

დიახ! Möller’s-ის პროდუქტები ძირითადად შეიცავს ცხიმოვან მჟავებს (DHA და EPA), რომლებიც დღესდღეობით საუკეთესო კვებითი ღირებულების მქონე ნივთიერებებად ითვლება მსოფლიოში.

კომპანია Möller’s პროდუქციის ოქსიდაციის ხარისხს აკონტროლებს საკუთარი სტანდარტის შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს თევზის პროდუქტებისათვის დამახასიათებელი სუნის მინიმუმამდე შემცირებას. აღსანიშნავია, რომ Möller’s-ის წარმოების სტანდარტი გაცილებით მკაცრია, ვიდრე ევრო კავშირის, ნორვეგიისა და EPA /DHA/ომეგა-3 გლობალური ორგანიზაციის (Global Organization for EPA and DHA Omega-3) მიერ განსაზღვრული ნორმები.

Möller’s თევზის ზეთის კაფსულები შეიცავს თევზის კუნთოვანი მასიდან მიღებულ სუფთა ზეთს. თხევადი ვირთევზას ღვიძლის ზეთი კი არის ცხიმი, რომელსაც ვირთევზას ღვიძლისგან ვიღებთ. თევზზე ალერგია არის ადამიანის ორგანიზმის რეაქცია ცილაზე, რომელიც თევზის კუნთოვან ქსოვილშია.დღეს არსებული კვლევის მეთოდი არ გვაძლევს საშუალებას, აღმოვაჩინოთ ცილის ნარჩენები ჩვენს პროდუქტში. ამიტომ, მივიჩნევთ, რომ პროდუქტი ნაკლებად გამოიწვევს ალერგიურ რეაქციას. თუ თქვენ ჰიპერ-ალერგიული ხართ თევზის მიმართ, აჯობებს გაესაუბროთ თქვენს ექიმს და მხოლოდ მისი რეკომენდაციით ცადოთ ამ პროდუქტის გამოყენება. 

არა! არც ერთი ჩვენი პროდუქტი არ შეიცავს გლუტეინს. მხოლოდ Möller’s კონკრეტულად გულისა სახსრებისთვის განკუთვნილი ომეგა-3 შეიცავს სოიოს ლეციტინს. დანარჩენი არც ერთი ჩვენი პროდუქტი არ შეცავს არც სოიოს.

მოსახლეობის ამ ჯგუფისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დანამატის სახით ომეგა-3 ის ცხიმოვანი მჟავების და D ვიტამინის მიღება, რომელიც მოიპოვება ვირთევზას ღვიძლსა და Möller’s-ის სხვა პროდუქტებში. ნორვეგიის ჯანდაცვის სამინისტრო ორსულებს ურჩევს ვირთევზას ღვიძლის ზეთის მიღებას, რადგან იგი წარმოადგენს D ვიტამინისა და ომეგა-3 ის საუკეთესო წყაროს. D ვიტამინი აუცილებელია კალციუმის შეწოვისათვის, რაც განაპირობებს ნაყოფის ძვლოვანი სისტემის ადექვატურ განვითარება-ჩამოყალიბებას. Möller’s-ის ვირთევზას ღვიძლის ზეთი მდიდარია ომეგა-3 ის ცხიმოვანი მჟავა DHA-ით, რაც მნიშვნელოვანია ტვინისა და მხედველობის ჯანსაღი განვითარებისათვის.

არ არსებობს რაიმე განსაკუთრებული წესი Möller’s-ის პროდუქტების საკვებთან ერთად მიღებისა, ყველა ადამიანს შეუძლია მისთვის კომფორტულ დროს მიიღოს ეს პროდუქტები.

დიახ! რამოდენიმე პროდუქტი შეიძლება მიიღოთ კომბინაციაში. მთავარია, გაითვალისწინოთ ამ პროდუქტებში D და A.ვიტამინების შემცველობა, რათა არ გადააჭარბოთ მათ დაშვებულ/საჭირო დღიურ დოზას.

თხევადი ვირთევზას ღვიძლის ზეთი მიიღება ღვიძლის ორთქლზე დამუშავებთ, ხოლო კაფსულირებული ომეგა -3 იწარმოება მთლიანი თევზის დაწნეხვით, ისეთი თევზებისგან, როგორიცაა ანჩოუსი და სარდინი. კიდევ ერთი განსხვავება ისაა, რომ A და D ვიტამინი ბუნებრივად გვხვდება ვირთევზას ღვიძლის ზეთში, მცირე ზომის თევზის ცხიმს ეს ვიტამინები ემატება კაფსულების წარმოებისას. რაც მთავარია, ომეგა-3-ის აქტიური ნივთიერებები, ცხიმოვანი მჟავები DHA და EPA, გვხვდება როგორც თხევადი ვირთევზას ღვიძლის ზეთში, ასევე კაფსულებში. და სწორედ ამ ნივთიერების ხარისხი და შემცველობა განსაზღვრას პროდუქტის (თხევადი/კაფსულა) ხარისხსაც.

ყოველთვის გაითვალისწინეთ პროდუქტზე მითითებული რეკომენდირებული დღიური დოზა, ან მიიღეთ თანხმობა ექიმისაგან მისი შეცვლის თაობაზე. თქვენ განსაკუთრებით უნდა უფრთხილდეთ დოზის გადაჭარბებას, როდესაც ცხიმში ხსნად D, E და A ვიტამინებს იღებთ. თუ მათი მირების დოზას იშვიატად აჭარბებთ ეს არ მოგიტანთ ზიანს, თუმცა თუ გახშირდა ასეთი შემთხვევები, შემდეგ ეს თქვენს ჯანმრთელობაზე აისახება.