
„საზღვაო ზედამხედველობის საბჭო“ საერთაშორისო, არაკომერციული ორგანიზაციაა, მისი მიზანია, თევზჭერისა და გადაჭარბებული რაოდენობით ზღვის პროდუქტების მოხმარების შეზღუდვა, რათა მომავალმა თაობებმაც შეძლონ ზღვის პროდუქტებისაგან სარგებლის მიღება.
Möller’s მხარს უჭერს MSC-ის მიზნებსა და მისიას გადაჭარბებულ თევზჭერასთან დაკავშირებულ გამოწვევებში.

Möller’s ფლობს MSC ნიშანს, რომელიც გარანტიაა პროდუქციის მაღალი ხარისხისა. MSC ნიშანი ადასტურებს, რომ პროდუქტი შექმნილია ველურად მოპოვებული თევზისგან მეცნიერულად დადასტურებული ეკოსისტემის მდგრადობის სტანდარტების შესაბამისად.
Möller’s პროდუქტზე დატანილი MSC ნიშანი ადასტურებს, რომ მისი ინგრედიენტები იწარმოება ეკოსისტემის მდგრადობის სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში. მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანიები, 34-ზე მეტ ქვეყანაში, რომელთაგანაც 300-ზე მეტი მეთევზეობას მისდევს, ფლობს MSC ნიშანს.
Möller’s სიამაყით ფლობს MSC ნიშანს და სხვა კომპანიებთან, რომლებიც ჯამურად ამუშავებენ 12 მლნ. ტონა ზღვის ნედლეულს და ქმინიან 35000 სხვადასხვა პროდუქტს მსოფლიოს მასშტაბით.
ვირთევზას ღვიძლის ზეთის წარმოების პროცესში გამოუყენებელი არ რჩება თევზის სხვა ნაწილებიც. ზეთის დანალექიც კი, ბიო საწვავად ან ცხოველების საკვებად გამოიყენება. ჩვენს მიერ მიღებული მეორეული პროდუქტი ისევ ბუნებას უბრუნდება, კვებავს მას და ამგვარად პროდუქტის მომარაგების წყაროს უწყვეტ ჯაჭვში ერთვება.
ტრადიცია
ლოფოტენის ლეგენდად ქცეული მეთევზეობის ტრადიცია ამ მხარის მაცოცხელბელ მთავარ წყაროდ იქცა ათასობით წლის განმავლობაში.
ახალი თევზი
Skrei (უკიდურესი ჩრდილოეთის არქტიკული ვირთევზა) გადის რა ასობით კილომეტრს, მიგრირებს ბარენცის ზღვაში, პოლარული ყინულოვანი წყლებიდან მისთვის რჩეული, ბუნებრივი სამყოფელის - ლოფოტენისკენ.
სისუფთავე
საკმაოდ მკაცრი ხარისხის კონტროლის სისტემის წყალობით, Möller’s პროდუქტები მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებით იქმნება.
ზეთი, რომელსაც მოვიხმართ პროდუქტის შესაქმნელად, წმენდისა და გადამუშავების რამდენიმე საფეხურს გადის. უშუალოდ ამ პროცესშიც კი, იგი მოწმდება დაახლოებით რვაჯერ. ფაქტობრივად, Möller’s თავისი წესების შესაბამისად პროდუქტის ხარისხსა და სისუფთავეს იმაზე მკაცრად აკონტროლებს, ვიდრე ამას ევრო კავშირის ხარისხის კონტროლის სამსახური მოითხოვს.
ლოფოტენში, ოკეანის სუფთა წყლებში მოპოვებული, უკიდურესი ჩრდილოეთის ბინადარი არქტიკული ვირთევზას გადამუშავებით და ხარისხის მკაცრი კონტროლის წყალობით, ჩვენს მომხმარებლებს გარანტირებულად მაღალი ხარისხის პროდუქტს ვთავაზობთ.
1854 წლიდან Möller’s თავის მომხმარებლებს აწვდის საუკეთესო და ყველაზე ბუნებრივი ომეგა-3 ით მდიდარ პროდუქტს, ასევე, სანდო ინფორმაციას ჯანმრთელობის შესახებ.
დღესდღეობით, Möller’s პროდუქტების მთავარი ინგრედიენტები (ცხიმოვანი მჟავები - EPA და DHA), მეცნიერულად დასაბუთებულ მნიშვნელოვან საკვებ ნივთიერებებს შორის ითვლება
ომეგა-3-ის შემადგენელი, EPA და DHA უჯერი ცხიმებია, რომლებიც გვხვდება ცივ წყლებში ბინადარ თევზებში. ამ ნივთიერებებს მრავალი სარგებელი მოაქვთ ჩვენი ორგანიზმის გამართულად ფუნქციონირებისათვის, თუმცა EPA და DHA ცხიმოვანი მჟავების მთავარი ფუნქცია თავის ტვინის ჯანსაღი და გამართული მუშაობის ხელშეწყობაა. ისინი არეგულირებენ უჯრედების აქტივობას და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანსაღ ფუნქციონირებას.
Möller’s ქმნის და გვთავაზობს ისეთ პროდუქტს, რომელიც ნამდვილად გვჭირდება და გარანტირებულად დადებით გავლენას ახდენს ჩვენს ჯანმრთელობაზე.