კენკრის სმუზის რეცეპტი მიოლერის ომეგა 3-ით
ეს გამაცოცხლებელი კენკრის სმუზი გემრიელია საუზმისთვის, ლანჩისთვის ან წასახემსებლად. ის საუკეთესოა მიოლერის თხევადი ომეგა 3-ის დღიური დოზის მისაღებად.
რეცეპტი ერთი ულუფისთვისაა განკუთვნილი და საკმაოდ ადვილი მოსამზადებელია.
იხილეთ სხვა ჯანსაღი რეცეპტები მიოლერის ვირთევზას ღვიძლის ზეთით აქ
რეცეპტი მომზადებულია ეველინა სიოდერჰოლმის მიერ
ულუფა: 1
მომზადების დრო: 10 წუთი
ინგრედიენტები:
100 გრამი იოგურტი/ მაწონი
200 გრამი გაყინული კენკრა, მაგალითად, ჟოლო და მოცვი
50 გრამი ცივი მწვანე ჩაი
1 სუფრის კოვზი თაფლი
1-2 სუფრის კოვზი მიოლერის ვირთევზას ღვიძლის ზეთი
შეგიძლიათ მორთოთ სურვილისამებრ
მომზადება:
შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ბლენდერში, სანამ არ გადაიქცევა ერთიან მასად.
მიირთვით ჭიქით ან ფიალით.
მოაყარეთ ნებისმიერი რამ, რაც მოგეპოვებათ სახლში, მაგალითად, კენკრა, დახეხილი ქოქოსი, მიუსლი, შვრია ან შავი შოკოლადი.