couple using brain navigate with map in car

როგორ გვეხმარება თავის ტვინი გადაადგილებაში

როგორ გვეხმარება თავის ტვინი გადაადგილებაში ნეირომეცნიერების მკვლევარი კაია ნორდენგენი, რომელიც არის ავტორი წიგნისა „შენი სუპერვარსკვლავი ტვინი“ გვიზიარებს, როგორ გვეხმარება ტვინი გადაადგილებაში და მოძრაობაში. 

იხილეთ სხვა სტატიები ტვინის შესახებ 

ადამიანებმა გაგნება GPS-ის გამოგონებამდე ბევრად ადრე ისწავლეს. უკვე დიდი ხანია, რაც აღმოვაჩნეთ, რომ ყველა სახსრიდან ინფორმაცია გადაიცემა ნათხემიდან ნათხემამდე და გვეხმარება იმის გაგებაში, თუ ოთახის რა ნაწილში ვიმყოფებთ მაშინაც კი, როცა თვალები დახუჭლი გვაქვს. თუმცა, ამითი ვერ აიხსნება, როგორ ვპოულობთ გზას ლუვრამდე, როდესაც პირვეად ვხვდებით პარიზში ან როგორ ვაგნებთ გზას სამსახურამდე ყოველდღიურად. აქ სხვა რამეშიცაა საქმე.

საფეთქლის წილის შიგნით ტვინის ორივე მარეს მდებარეობს სტრუქტურა, რომელიც წყლის ცხენს წააგავს – ეს გახლავთ ჰიპოკამპი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მახსოვრობისათვის. იგი ასევე უფრო დიდია ლონდონის ტაქსის მძღოლებში, რადგანაც მათ ძალიან ბევრი ქუჩის სახელის დამახსოვრება უწევთ. 

თუმცა, აღსანიშნავია, რომ გზის გაგნებისათვის ქუჩების სახელების დამახსოვრება არ კმარა. ლონდონის ტაქსის მძღოლებს მოეთხოვებათ, ყოველთვის იცოდნენ, სად არიან სხვადასხვა ნიშანთან ან ადგილთან მიმართებაში. როდესაც ლონდონის ტაქსიში სხდებით, გარანტირებული გაქვთ ლონდონში ნებისმიერი მიმართულებით უმოკლესი მანძილის გავლით მისვლა. ეს კი შესაძლებელია ყოველგვარი სანავიგაციო დამხმარე საშუალებების გარეშე, მხოლოდ მძღოლის გონებაზე დაყრდნობით. 

ტვინის ორი უბანი, რომლებიც ნავიგაციაში გეხმარებათ

2014 წელს ნორვეგიელმა მკვლევრებმა, მეი-ბრიტ და ედვარდ მოსერმა მიიღეს ნობელის პრემია მედიცინის დარგში ბრიტანელ ჯონ ოკიფთან ერთად. ოკიფმა აღმოაჩინა, რომ ჰიპოკამპს არა მხოლოდ მახსოვრობის ფუნქცია აქვს, არამედ გზავნის სიგნალებსაც, როდესაც კონკრეტულ ადგილას ვიმყოფებით. 

ასე რომ, როდესაც დადიხართ საკუთარ საძინებელში, ჰიპოკამპის ნერვული  უჯრედები „ყვირიან“ ყოველ ჯერზე, როდესაც ხართ ოთახის კუთხეში, სხვა ნერვული უჯრედები კი „ყვირიან“ მაშინ, როდესაც უახლოვდებით ფანჯარას. ოკიფმა მათ ადგილის უჯრედები უწოდა და დაამტკიცა, რომ ტვინის ადგილმდებარეობის სისტემა სწორედ ამ უჯრედებისაგან შედგება. 

მაშინ, როდესაც ოკიფი დაკავებული იყო ტვინის სანავიგაციო სისტემის გამოკვლევით, მეი-ბრიტმა და ედვარდ მოსერებმა ჩვენი აღქმა სრულიად ახალ დონეზე აიყვანეს. მათ ჰიპოკამპთან ერთად გამოიკვლიეს მასთან ახლოს მდებარე ცერებრული ქერქი. 

ცერებრული ქერქში მოსერებმა აღმოაჩინეს სხვადასხვა ნერვული უჯრედი, რომლებიც გზავნიან სიგნალებს კოორდინაციის სისტემაში. მათ იპოვეს კარგად გაბმული ქსელები პატარა უბნებში, ხოლო უფრო დიდი თავისუფლად გაბმული ქსელები დიდ უბნებში. ამ ნერვულ უჯრედებს ბადე უჯრედებს უწოდებენ. 

ნავიგაციისას ტვინი იზრდება

არსებობს საფუძვლიანი მოსაზრება, რომ ეს უჯრედები ისევე მნიშვნელოვანია ლონდონის ტაქსის მძღოლებისათვის, როგორც ნერვული უჯრედები, რომლებიც მათ ეხმარებათ მოგონებების შენახვაში. თუმცა ეს უჯრედები ერთი და იგივეა? რამდენად ხშირია, გახსოვდეთ რაიმე მოვლენა ადგილმდებარეობის გარეშე? და იცოდით, რომ სიზმრისასაც კი აქტიურია ადგილმდებარეობის უჯრედები? მახსოვრობის ყველაზე გავრცელებული ტექნიკა გულისხმობს მოგონებების ადგილებთან დაკავშირებას. 

ლონდონის ტაქსის მძღოლების ტვინის გამოკვლევა საინტერესოა იმისთივს, რომ დავინახოთ, ტვინის გამოყენებას მოსდევს ფიზიკური ცვლილებები. ადრე არსებობდა აზრი, რომ ლეგენდარული ლონდონის ტაქსის მძღოლის ტესტის „ცოდნის“ ჩაბარება ნიშნავდა ჩვეულებრივზე დიდი ჰიპოკამპის ქონას. თუმცა, ეს მოსაზრება მცდარია, რადგანაც ტვინის ეს უბანი იზრდება. ტაქსის მძღოლობის კანდიდატებმა კომპიუტერული ტომოგრაფიით გამოიკვლიეს საკუთარი ტვინები გამოცდისთვის მომზადებამდე და გამოცდაზე გასვლის შემდგომ. შედეგებმა აჩვენა, რომ ჰიპოკამპი გაიზარდა.  

ჩვენთვის კარგად ცნობილია, რომ ტვინის გამოყენებისას ნერვულ უჯრედებს შორის ახალი კავშირები ჩნდება, აქედან გამომდინარე, ჰიპოკამპი იმატებს ზომაში, როდესაც ვვარჯიშობთ ნავიგაციაში. კვლევებით არ დასტურდება საწინააღმდეგო შემთხვევაში მისი ზომაში კლება. 

ახლა კი, რას იტყვით, რომ გამორთოთ GPS და გამოიყენოთ ის, რაც ტვინში გაქვთ, რათა გაავარჯიშოთ იგი?