bambino in salute mangia verdure
როგორ გავაძლიეროთ ბავშვების იმუნური სისტემა. რატომ უნდაა მივიღოთ Moller's ვირთევზას ღვიძლის ზეთი? მისი მთავარი შემადგენელი ნივთიერებების ომეგა-3 და D ვიტამინის ერთად მიღების გავლენა

ბავშვების იმუნური სისტების სიჯანსაღის შენარჩუნება

ბავშვთა იმუნური სისტემა ხშირად არ არის მზად სეზონურ გრიპთან, თუ სხვა სახის ანთებით პროცესებთან გასამკლავებლად.

წაიწაიკითხეთ სხვა სტატიები იმუნურ სისტემაზე

ბავშვების იმუნური სისტების სიჯანსაღის შენარჩუნება

ბავშვის ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება, როდესაც იგი იწყებს ბაგა-ბაღში სიარულს. ეს არის ხველების, გაციებისა და გრიპის ეტაპი! წარმოგიდგენთ რამდენიმე რჩევას ბავშვებისა და ასევე მთელი ოჯახის იმუნური სისტემის სიჯანსაღის შესანარჩუნებლად.

ბაგა-ბაღის პირველ წელს მოსალოდნელია თქვენი შვილის ხშირი ავადმყოფობა. ბაგა-ბაღში ადვილად ვრცელდება ინფექციები და დიდი ალბათობით, თქვენს ოჯახშიც გავრცელდება. თუმცა, როდესაც გადაიტანთ ინფექციურ დაავადებას, იმუნური სისტემა გამოჰყოფს უფრო მეტ ანტისხეულს და იგი ძლიერდება დაავადებებთან ბრძოლაში.

ახალდაბადებული ჩვილებისათვის საკითხი სხვანაირადაა. როგორც იმუნური სისტემის ექსპერტი, პროფესორი არნე სპურკლანდი აღნიშნავს:

“ახალდაბადებულ ჩვილებს ჯერ თვითონ არ აქვთ გამომუშავებული ანტისხეულები. დაბადებამდე მათ აქვთ lgG ანტისხეულები და ბუნებრივი კვებით დედისგან იღებენ  lgA ანტისხეულებს. ეს კი, ბავშვებს იცავს ცხოვრების პირველი ექვსი თვის განმავლობაში, სანამ დაიწყებენ საკუთარი ანტისხეულების გამომუშავებას”.

ექვსი თვის შემდგომ ჩვილებსა და ბავშვებს შეუძლიათ, დაეყრდნონ უკვე საკუთარ ბუნებრივ იმუნურ სისტემას ინფექციასთან საბრძოლველად. როდესაც თქვენს სხეულს იმუნური რეაქცია აქვს, ზოგიერთი უჯრედი, რომლებიც სტიმულირებულია ამ პროცესში, რჩება და ქმნის ანტისხეულებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სხეულის იმავე მიკრობთან შეხებისას უკვე არსებობს ანტისხეულები და მეტის გამომუშავებაც შეუძლია სწრაფად, რათა უფრო ეფექტურად შეაჩეროს ინფექცია. სწორედ ასე მუშაობს ბევრი ვაქცინა და ეს არის სწორედ მიზეზი, თუ რატომ გვიტევს ზოგიერთი ინფექცია ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ.

რა თქმა უნდა, სასურველია, რომ ბავშვები არ ავადდებოდნენ და იყვნენ ჯანმრთელები. თუმცა, სამწუხაროდ, ხშირად ეს ასე არაა და თუ მაინც უწევს ბავშვს გარკვეული ინფექციური დაავადების გადატანა, როგორ დავხმაროთ ბავშვების იმუნურ სისტემას, რომ თავიდან იყოს არიდებული ხშირი ავადობა?

1.ვიტამინი D

რამდენიმე კვლევა გვიჩვენებს, რომ  D ვიტამინი ეხმარება ინუმურ სისტემას ნორმალური ფუნქციონირების შენარჩუნებაში. ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (NHS) მიერ D ვიტამინის მიცემა რეკომენდებულია ბავშვებისათვის ექვსი თვის ასაკიდან. ამგვარად, უნდა დარწმუნდეთ, რომ მათი D ვიტამინისადმი მოთხოვნა დაკმაყოფილებულია.

2.გახადეთ ხელების დაბანა სახალისო

ბაქტერიების გავრცელების თავიდან ასაცილებლად საჭიროა, თვალი ადევნოთ, რომ თქვენმა შვილმა ხელები დაიბანოს საპნითა და წყლით 20 წამის განმავლობაში. კარგი ხერხია, ხელების დაბანისას ამღეროთ. როდესაც სიმღერას დაასრულებენ, დარწმუნებულები იქნებიან, რომ ხელები 20 წამის განმავლობაში დაიბანეს. ამ მეთოდის გამოყენება ყველგანაა შესაძლებელი – სკოლაში, მეგობრის სახლში, საზოგადოებრივ საპირფარეშოებში.

  1. დღეში ხუთი

ბრიტანეთის ჯანრთელობის ეროვნული სააგენტოს (NHS) რეკომენდაციაა ყოველ დღე ხილისა და ბოსტნეულის ხუთჯერ მირთმევა, რაც უფრო გააადვილებს ვიტამინების მიღებას. A, C, D, და რამდენიმე B ვიტამინი იმუნურ სისტემას ეხმარება ფუნქიონირებაში და რაც უფრო მრავალფეროვან ხილსა და ბოსტნეულს მიირმევთ, მით უკეთესი.

4.ცოტა ტალახი კარგია

გახსოვდეთ, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ ვინფიცირდებით, იმუნური სისტემა გამოიმუშავებს ანტისხეულებს და უკეთესად ებრძვის დაავადებებს. ამიტომაც ბავშვებმა უნდა იგორაონ ტალახში, პირში ჩაიდონ ჭუჭყიანი ხელი, ეკონტაქტონ ცხოველებს ადრეულ ასაკშივე.