მარტივი რეცეპტი მიოლერისგან

მარტივი რეცეპტი მიოლერისგან მოამზადეთ კერძი მიოლერით

გამოიყენეთ მიოლერის თხევადი ომეგა 3 სადილის მოსამზადებლად.  ეს არ არის ხუმრობა!

იხილეთ მადისაღმძვრელი რეცეპტები ვირთევზას ღვიძლის ზეთის გემოს გარეშე.  

საჭმლის მომზადებისას ვირთევზას ღვიძლის ზეთის გამოყენება საუკეთესო საშუალებაა თქვენი კვების მეტი სიჯანსაღისთვის. ნორვეგიელი შეფ-მზარეული  ივარ სოლვოლდი გვიხსნის, თუ როგორ შეიძლება სასარგებლო თევზის ზეთის შერევა სადილში:  

ვირთევზას ღვიძლის ზეთის შერევა უმჯობესია მჟავურ ინგრედიენტებთან, როგორებიცაა პომიდვრის სოუსი ან ვინეგრეტი. თავი აარიდეთ ნაღებს, რადგანაც იგი ვირთევზას ღვიძლის ზეთის არომატს აძლიერებს.

ასევე შეგიძლიათ საკვები ზეთის მოკლება თევზის ზეთის შერევით, მაგალითად, კანოლას ზეთთან. 

თუმცა,  არჩევანს გავაკეთებდი  სუფთა ვირთევზას ღვიძლის ზეთიზე.  ჩემთვის საყვარელი კომბინაციაა ვინეგრეტის ხახვითა და ვირთევზას ღვიძლის ზეთით მოკაზმვა.  ხახვი არბილებს და აზავებს ზეთის არომატს. 

სცადეთ მადისაღმძზვრელი რეცეპტები , რომლებიც ივერმა სპეციალურად მიოლერისთვის შექმნა. ვინ იფიქრებდა, რომ ვირთევზას ღვიძლის ზეთი ასეთი გემრიელი იქნებოდა? 

იხილეთ სხვა რეცეპტები

სოლვოლდის „კაპრიზული კარტოფილი“ 

კარგია ბარბექიუს გარნირად. 

ინგრედიენტები:

ახალი კარტოფილი

კარაქი

ხახვი

ოხრახუში

მიოლერის ვირთევზას ღვიძლის ზეთი

მომზადების წესი:

მოხარშეთ კარტოფილი.

დაადნეთ კარაქი და დაუმატეთ დაჭრილი ხახვი და ოხრახუში ცოტა მიოლერის ვირთევზას ღვიძლის ზეთთან ერთად. 

მოათავსეთ თბილ კარტოფილში. 

კალმახი ქინძითა და პიტნის პესტოთი თაფლისა და ლაიმის მარინადით

ინგრედიენტები:

4 ფუნტი კალმახის ფილე

ზეთი ან კარაქი შესაწვავად 

ბერძნული იოგურტი

მარინადისთვის:

2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი

2 სუფრის კოვზი ლაიმის წვენი

1 ჩაის კოვზი დახეხილი ჯანჯაფილი

½ ჩაის კოვზი ზღვის მარილი

½ ჩაის კოვზი შავი პილპილი

პესტოსთვის:

2 ჭიქა ცინცხალი ქინძი  

½ ჭიქა პიტნის ფოთლები 

3 სუფრის კოვზი მოხალული დაჭრილი ნუში  

2 ჩაის კოვზი დახეხილი ჯანჯაფილი

1 ჩაის კოვზი ლაიმის წვენი

½ დაჭრილი წიწაკა ხალაპენიო შიგნეულობის გარეშე  

1 ჩაის კოვზი თაფლი

¾ ჩაის კოვზი დანამცეცებული ნიორი garlic

¾ ჩაის კოვზი ზღვის მარილი

4 ჩაის კოვზი მიოლერის ვირთევზას ღვიძლის ზეთი ლიმონის არომატით 

3 ჩაის კოვზი არარაფინირებული ზეითუნის ზეთი 

მომზადების წესი:

მოამზადეთ მარინადი ყველა ინგრედიენტის პარკში მოთავსებით, უმჯობესია, ისეთ პარკში, რომელიც ილუქება.

გადაავლეთ თევზს ცივი წყალი. გააშრეთ იგი ქაღალდის პირსახოცით და მოათავსეთ თევზი პარკში. 

დახურეთ პარკი და ხელით აზილეთ თევზი და სხვა ინგრედიენტები. ½ – 2 საათის განმავლობაში აცადეთ დამარინადება მაცივარში.  

საკვების გადამამუშავებელში პესტოსთვის შეურიეთ ყველა ინგრედიენტი, ზეთების გარდა. გადაამუშავეთ ყველაფერი, სანამ წვრილად არ იქნება დაჭრილი. 

თხლად მოასხით ზეთები, სანამ საკვების გადამამუშავებელი მანქანა ჩართულია, რატა პესტოს მიეცეს კრემისებრი და მსხვილი კონსისტენცია. დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე 30 წუთის განმავლობაში. 

მოათავსეთ კალმახის ფილე ცხიმიან  მოსამზადებელ ჭურჭელზე და მოასხით მარინადი. მოამზადეთ ღუმელის შუაში 15-20 წუთის განმავლობაში 200 ° C გრადუსზე.

მიირთვით ქინზთან და პიტნის პესტოსთან ერთად, უმჯობესია, ერთ კოვზ ბერძნულ იოგურტთან ერთად. 

რჩევა! თევზი მოამზადეთ გრილზე, ღუმელის ნაცვლად!

ძალიან სწრაფი და ჯანსაღი გვაკამოლი

ინგრედიენტები:

1½ ჭიქა დაჭრილი ავოკადო

6 სუფრის კოვზი დაჭრილი  პატარა პომიდორი

4 სუფრის კოვზი დაჭრილი წითელი ხახვი

3 სუფრის კოვზი დაჭრილი ცინცხალი ქინძი

2 სუფრის კოვზი ლაიმის წვენი

2 ჩაის კოვზი მიოლერის ვირთევზას ღვიძლის ზეთი ლიმონის არომატით

მარილი და პილპილი

მომზადების წესი:

მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი საშუალო ზომის ფიალაში და შეურიეთ. 

მოაყარეთ მარილი და პილპილი. მიირთვით.

ატრია თაფლისა და ჯანჯაფილის არომატის მიწისთხილის სოუსით 

ინგრედიენტები:

200 გ ატრია

2 ჭიქა ბროკოლის პატარა ყვავილები 

1 დაჭრილი პატარა წითელი ბულგარული წიწაკა 

7 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ხახვი 

7 სუფრის კოვზი დაჭრილი მიწისთხილი

3 heaped სუფრის კოვზი დაჭრილი ქინძი

4½ სუფრის კოვზი სოიოს სოუსი

2 სუფრის კოვზი სეზამის ზეთი

4 ჩაის კოვზი მიოლერის ვირთევზას ღვიძლის ზეთი ლიმონის არომატით

2 სუფრის კოვზი მიწისთხილის კარაქი

1 სუფრის კოვზი დახეხილი ჯანჯაფილი

1 სუფრის კოვზი ბრინჯის ღვინის ძმარი

2 სუფრის კოვზი თაფლი

2 დაჭრილი ნივრის კბილი

1-2 ჩაის კოვზი წითელი წიწაკის ფანტელები 

მომზადების წესი:

მოამზადეთ ატრია შეფუთვაზე დატანილი ინსტრუქციების მიხედვით. ამოაშრეთ და გადმოიტანეთ დიდ ფიალაში.  

დაამატეთ ბროკოლი, წითელი წიწაკა, მწვანე ხახვი, მიწისთხილის ნახევარი და ქინძის ნახევარი.  

შეურიეთ სოიოს სოუსი, სეზამის ზეთი, ვირთევზას ღვიძლის ზეთი, მიწისთხილის კარაქი, ჯანჯაფილი, ძმარი, ნიორი და პაპრიკა.  

მოასხით ნარევი ატრიას და დანარჩენი მიწისთხილი და ქინძის ფოთლები გამოიყენეთ გარნირად. მიირთვით თბილად ან ცივად.