maitinant krūtimi reikia omega-3
რატომ უნდა მიიღოთ ომეგა 3, თუ მეძუძური დედა ხართ?

რატომ უნდა აირჩიოთ ომეგა-3 მეძუძური დედებისა და ბავშვებისათვის

ომეგა 3 დედებისა და ახალშობილებისათვის ძალზე მნიშვნელოვანია. როდესაც დედა იღებს ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ცხიმოვან მჟავებს ის გადადის ბავშვის ორგანიზმში.

ბავშვის ორგანიზმში მოხვედრილი ომეგა 3 უზრუნველყოფს მისი ტვინისა და თვალების სრულფასოვან განვითარებას.

რატომ უნდა აირჩიოთ ომეგა-3 მეძუძური დედებისა და ბავშვებისათვის

იცოდით, რომ ომეგა-3-ს დანამატებს დადებითი ეფექტი აქვს ბუნებრივ კვებაზე მყოფი ჩვილის ტვინისა და მხედველობის განვითარებაზე?

ახალბედა მშობლისათვის ახალ სიცოცხლეზე პასუხისმგებლობაზე ფიქრი, შესაძლოა, ძნელი იყოს. სავსებით ნორმალურია შეცდომებზე ან რაიმეს არასწორად გაკეთებაზე ღელვა.

წაიკითხეთ სხვა სტატიები ომეგა-3-ის შესახებ

რატომ ტირის ბავშვი ასე ხშირად? რა გავაკეთო, რომ დავაძინო? ისე ვითარდება, როგორც უნდა განვითარდეს? ეს არის ის კითხვები, რომლებსაც ყველა მშობელი უსვამს საკუთარ თავს. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ბავშვიც ჯანმრთელი გაიზრდება.

საბედნიეროდ, ადამიანთა უმრავლესობას არ აქვს სადარდებელი, რა აჭამოს ჩვილს. ბუნებამ დაგაჯილდოათ ოპტიმალური საკვებით თქვენი ახალდაბადებულისათვის – დედის რძე.

თქვენი რძის საკვები ნივთიერების შემადგენლობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რას მიირთმევთ.

თქვენი დიეტა საკვები ნივთიერებებით უნდა იყოს დაბალანსებული, რათა უზრუნველყოს რძის გამომუშავებისათვის საკმარისი ენერგია და უნდა შეიცავდეს იმ საკვებ ნივთიერებებს, რომელიც მნიშვნელოვანია თქვენთვის და თქვენი ჩვილისთვის ბუნებრივი კვების დროს. კვებასთან დაკავშირებული რჩევა მეძუძური დედისათვის თითქმის იგივეა, რაც დანარჩენი მოსახლეობისათვის, გაკრვეული გამონაკლისების გარდა.

საკვები ნივთიერება, რომელსაც დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ ბუნებრივი კვებისას არის ომეგა-3. ომეგა-3 შეიცავს ცხიმოვან მჟავას DHA, რომელიც უზრუნველყოფს ტვინისა და თვალის ოპტიმალურ განვითარებას. ტვინი და  თვალი განვითარების საკმაოდ დიდ გზას გადის ჩვილის ცხოვრების პირველი წლის განმავლობაში და ამიტომ, ჩვილისათვის ამ ცხიმოვანი მჟავის მიღება ძალზედ მნიშვნელოვანია.

ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავების საუკეთესო წყაროა ცხიმოვანი თევზი, მაგრამ კვების ნორმალურ რეჟიმში საკმარისი თევზის ჩართვა საკმაოდ რთულია. მარტივი გზა ჩვილისათვის საჭირო ომეგა-3-ის დღიური დოზათვის არის ვირთევზას ღვიძლის ზეთის მიღება ყოველდღიურად. მიოლერის ვირთევზას ღვიძლის ზეთი ასევე შეიცავს D ვიტამინსაც, რომელიც რეკომენდებულია NHS-ის მიერ ბუნებრივ კვებაზე მყოფი ჩვილებისათვის.

როდესაც მშობელი ხდებით, თქვე აბიჯებთ ღელვისა და განცდის ახალ სამყაროში. სასარგებლოა, გახსოვდეთ, რომ 99% იმისა, თუ რაზეც ღელავთ, არასოდეს ხდება სინამდვილეში. მნიშვნელოვანია, იქონიოთ საღი აზრი და თქვენს შვილს მისცეთ უზომო სიყვარული.