healthy aging couple in the kitchen

რა გავლენა აქვს ასაკის მატებას იმუნურ სისტემაზე?

დაბერების პროცესი და ძლიერი იმუნიტეტი

ასაკის მატებასთან ერთად სუსტდება იმუნური სისტემაც, რაზეც ასევე ზეგავლენა აქვს დაავადებებს, ცხოვრების წესსა და აქტივობებსაც.

რატომ ხდება ასე და რისი გაკეთება შეგვიძლია?

იხილეთ სხვა სტატიები ჯანსაღი დაბერების შესახებ

 

ზოგადად, ასაკთან ერთად უფრო დაუცველები ვხდებით დაავადებების წინააღმდეგ, თუმცა ზეგავლენის დონე მაინც ინდივიდუალურია. თუ ხანში შესულ ადამიანს უჩნდება რაიმე ორგანოს დაავადება, ეს დაავადება ასაკის გამო დასუსტებულ ორგანოზეც გადადის. ბევრ ასაკოვან ადამიანს დაავადებები ურთულდება და ასევე უჭირს მოძრაობაც.
ოსტეოროპოზისა და ართრიტის გამო ძვალიც მეტად მსხვრევად ხდება და უფრო ადვილია ბარძაყისა და კისრის მოტეხილობის მიღება. სიარულის შემცირებული შესაძლებლობისა და არასტაბილურობის გამო დაცემის შემდეგ კი უფრო დიდია ზიანი.
იცოდით, რომ D ვიტამინს წვლილი შეაქვს პოსტულარული არასტაბილურობის ან კუნთების სისუსტის გამო დაცემის რისკის შემცირებაში? ქალებსა და მამაკაცებშ 60 წლის ზემოთ დაცემა წარმოადგენს რისკ-ფაქტორს ძვლების მოტეხილობებისა.
შესუსტებული და დაბალი იმუნიტეტი
როგორც უკვე ითქვა, იმუნური სისტემა სუსტდება ასაკის მატებასთან ერთად და ამიტომაც სხვადასხვა სამედიცინო პრობლემის ერთმანეთისგან გარჩევა რთული ხდება. იმუნური სისტემა ძირითადად რაიმე დაავადების გამო სუსტდება. იმუნოდეფიციტის ყველაზე ცნობილი გამომწვევი დაავადებაა შიდსი. ასევე ახდენს ზეგავლენას სხვადასვა ტიპის სიმსივნე და ქიმოთერაპია.
იმუნოსისტემის შესუსტების ნიშნებია:
• ხშირი ავადმყოფობა
• ხშირი ავადმყოფობა ერთი და იმავე სიმპტომებით
• ხანგრძლივი ინფექციები
• დაღლილობის შეგრძნება საკმარის დასვენების ფონზეც
• თავის ტკივილი და/ან თავბრუს ხვევა
• გაწყლიანებული თვალები და სურდო
• მუდმივი ტკივილები კუნთებსა და სახსრებში
იმუნოსისტემა, შესაძლოა, შეგისუსტდეთ ნებისმიერ ასაკში და დაკავშირებული იყოს არასაკმარის ძილთან და დასვენებასთან, ვიტამინის ან მინერალის ნაკლებობასთან, სტრესულ ცხოვრების წესთან, ალკოჰოლის ან თამბაქოს დიდი რაოდენობით მიღებასთან, ან საერთოდაც რაიმე მედიკამენტის/მკურნალობის გვერდით მოვლენებთან.
რა გავლენა აქვს ასაკის მატებას მხედველობაზე?
ასაკია მატებასთან ერთად სუსტდება მხედვალობაც. ამას შორსმხედველობასაც უწოდებენ, როდესაც თვალს უჭირს ახლომდებარე ობიექტებზე ფოკუსირება. ეს ბუნებრივი პროცესია და იწყება დაახლოებით 40-45 წლის ასაკში, ხოლო შემდგომ კი უარესდება. თვალის ლინზა 40 წლის ასაკისათვის მაგრდება და ძნელდება ახლომდებარე ობიექტებზე ფოკუსირება, შესაბამისად კითხვაც და დეტალების დანახვაც.
მნიშვნელობა არ აქვს, იდეალური მხედველობა გაქვთ თუ არა, ეს პრობლემა ყველას ეხება.
ვარჯიში, ძილი და პრევენცია
მიუხედავად იმისა, რომ ასაკის მატებას მოჰყვება შორსმხედევლობა და დაბალი იმუნოსისტემა, გთავაზობთ პრევენციული ზომების რეკომენდაციებს ნორმალური ფუნქციონირების შესანარჩუნებლად იმდენი ხნით, რამდენი ხნითაც შესაძლებელია.
სიბერეში იმუნური სისტემის გასაუმჯობესებლად არ გჭირდებათ ბევრი ვარჯიში, კუნთის მასის გაზრდა და ქოლესტერინის დონის შემცირება. კვლევების მიხედვით, იმუნური სისტემის გასაუმჯობესებლად დღეში 20 წუთი ვარჯიშიც საკმარისია. ვარჯიშს იმუნოსისტემისთვის სარგებელი მოაქვს მაკროფაგების გამოყოფით, რომელიც წარმოადგენს ისეთ უჯრედს, რომელიც თავს ესხმის და შლის ბაქტერიას. ვარჯიშის საშუალებით ასევე ფილტვები თავიდან იცილებს ბაქტერებს.
ვიტამინები გინარჩუნებთ ჯანმრთელობას
ჯანმრთელობის შენარჩუნებაში წვლილი არა მხოლოდ ვარჯიშს, არამედ ვიტამინები და მინერალებიც. იცოდით, რომ A ციტამინს „თვალის ვიტამინსაც“ უწოდებენ და ასევე ინარჩუნებს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას? A ვიტამინი სასარგებლოა არა მხოლოდ ღამის მხედველობისათვის, არამედ, ზოგადად, თვალების ჯანმრთლობისათვის. იგივე ითქმის ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავა DHA-ს შესახებაც.
D ვიტამინიც ასევე შეგინარჩუნებთ, როგორც ძვლის, ისე იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
მოუარეთ თქვენს იმუნურ სისტემას
თქვენი ასაკის მიუხედავად, იმუნური სისტემისათვის საჭიროა:
• საკმარისი ვიტამინებისა და მინერალების მიღება
• ალკოჰოლის, თამბაქოსა და არაჯანსაღი საკვების შემცირება
• სტრესის შემცირება
• საკმარისი დასვენება და ძილი
მიიღეთ ერთი ჩაის კოვზი (5 მლ) მიოლერის ვირთევზას ღვიძლის ზეთი ყოველდღიურად, რათა დაფაროთ საჭირო D, A და E ვიტამინებისა და ომეგა-3 ცხიმოვენი მჟავების, DHA-სა და EPA-ს დოზა.