prevent joint pains when growing older

როგორ შევამციროთ, ან ავირიდოთ თავიდან სახსრების ტკივილი

შეიმსუბუქეთ და თავიდან აიცილეთ სახსრების ტკივილი

ასაკის მატებასთან ერთად ტკივილი მუხლებში და ქილის გახსნის სირთულე ალბათ ყველას ბუნებრივ მოვლენად მიგვაჩნია. მაგრამ ეს ნამდვილად ასეა?

წაიკითხეთ სხვა სტატიები ჯანსაღი დაბერების შესახებ

ასაკის მატებასთან ერთად პირველად ბარძაყისა და მუხლის არეში აღინიშნება ტკივილები. ეს კი იმის შემახსენებელია, რომ სხეული აღარაა ისეთივე ახალგაზრდა. წლების განმავლობაში სასახსრე ხრტილები და შემაერთებელი ქსოვილები იწვევს ტკივილს, შესიებასა და შეზღუდულ მოძრაობას.  მიუხედავად იმისა, რომ ბევრ 40 წელს გადაცილებულს ართრითი და ოსტეოართრიტი აწუხებს, არსებობს ბევრი რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, რათა თავიდან აიცილოთ და შეიმსუბუქოთ სიმპტომები.

თავიდან აიცილეთ სახსრების ტკვილი ფიზიკური აქტივობებით

ფიზიკურ ვარჯიშს იმდენი სარგებელი მოაქვს, რომ ვარჯიში არასდროსაა ცუდი იდეა. ფიზიკური აქტივობა უზრუნველყოფს იმას, რომ სახსრები არ გამაგრდეს და აძლიერებს კუნთებს სახსრების განტვირთვისთვის. თუნდაც რევმატიული დარღვევა გქონდეთ, რაღაცა დოზით მაინც შეძლებთ ფორმაში ჩადგომას რეგულარული ვარჯიშით. ხოლო ამ დაავადებით გამოწვეულ ცვლილებებს, შესაძლოა, არ ჰქონდეს დიდი ზეგავლენა. შეეცადეთ, ფიქიკური აქტივობით დაკავდეთ დღეში მინიმუმ 30 წუთი. ვარჯიშის ნაწილებად დაყოფა შეიძლება, მაგალითად, 10 წუთიან სექციებად.

ვარჯიშისას მნიშვნელოვანია, რომ სახსრებს არ დააწვეს ზედმეტი დატვირთვა. ცურვა ან სხვა სახის ვარჯიში წყალში იდეალურია, განსაკუთრებით, ცხელ წყალში, რადგანაც ცხელი ტემპერატურა აქრობს ტკივილს და აუმჯობესებს მოძრაობის უნარს. ველოსიპედით სეირნობა, თხილამურები, სპორტული დარბაზი, ფიზიკური სიძლიერისათვის ტრენაჟორებზე ან რეზინის რგოლებით ვარჯიში და სიარული განეკუთვნება სახსრებისათვის მცირე დატვირთულობის ვარჯიშესი.

თავიდან აიცილეთ სახსრების ტკივილი ვარჯიშის დროს

თუ გარკვეული დროა, არ გივარჯიშიათ, მნიშვნელოვანია, მოუსმინოთ თქვენს სხეულს.

ვარჯიშის დაწყებისას მოსალოდნელია მცირედი ტკივილი, რადგანაც სახსრები და კუნთები მიუჩვეველი სტრესის ქვეშაა. თუმცა, გარკვეული დროის შემდგომ თუ ტკივილი გაგრძელდა, შესაძლოა, ვარჯიში ზედმეტად სტრესულია სახსრებისთვის და უნდა სცადოთ სხვა რამ. ფიზიოთერაპევტი მოგეხმარებათ იმის დადგენაში, თუ რომელი ტიპის ვარჯიშია თქვენთვის ოპტიმალური.

თუ თქვენ ართრითი გაწუხებთ, გონივრულია თითების ვარჯიშიც.

პურის ცომის მოზელა კარგი ვარჯიშია თითებისთვის. ასე რომ, თუ აქამდე დიდად პურის ცხობით არ დაინტერესებულხართ, ახლა ნამდვილად შესაფერისი დროა!

მიოლერის ომეგა 3 სახსრებისთვის განსაკუთრებულადაა შექმნილი იმისთვის, რომ შეამსუბუქოს სახსრების სიმაგრე და შეინარჩუნოს სახსრების კარგი მდგომარეობა. ომეგა 3-ისა და D ვიტამინის გარდა, იგი შეიცავს სპილენძს, რომელიც ინარჩუნებს სახსრებში დამაკავშირებელ ქსოვილს. ასევე შეიცავს ჯანჯაფილს, რომელიც ტრადიციულად ყოველთვის გამოიყენებოდა სახსრების ტკივილის შემსუბუქებისა და შემცირებისთვის.