Verhindern Sie, ständig müde zu sein

თუ დაღლილობა გაწუხებთ იხილეთ 10 რჩევა ამ პრობლემის მოსაგვარებლად

თუ დაღლილობა გაწუხებთ მაშინაც, როცა გამოძნებული ხართ, ალბათ დროა ერთხელ მაინც უნდა გაჩერდეთ და საკუთარ თავზე იფიქროთ.

დაღლილობა, უძილობა
თუ დაღლილობა გაწუხებთ გაეცანით რჩევებს მიოლერისგან

თუ შვილები გყავთ, სხვისი საჭიროებების საკუთარზე წინ დაყენებას მიჩვეულიც კი იქნებით. მთელი ყურადღება მხოლოდ თქვენს პატარას ეთმობა და საკუთარი კვება და ძილი პრიორიტეტებში არც თუ ისე მაღალ ადგილს იკავებს.  აღარცაა გასაკვირი, თავს უენერგიოდ და ლეტარგიულად თუ გრძნობთ. არ აქვს მნიშვნელობა, გყავთ თუ არა შვილი, იხილეთ ათი რჩევა ენერგიის აღსადგენად:

  1. ვარჯიში ენერგიის აღსადგენად საუკეთესო საშუალებაა, მაგრამ დატვირთულ გრაფიკში ვარჯიშისთვის დროის გამონახვა რთულია. ამიტომაც დროა, ტრანსპორტი გამოცვალოთ და სამსახურში ან საბავშვო ბაღში ფეხით ან ველოსიპედით წახვიდეთ. ეს კი შესაძლებელია საბავშვო ეტლით, ველოსიპედით, რომელსაც მისაბმელი აქვს და ა.შ.
  2. ვიტამინები აგრეთვე მნიშვნელოვანია ენერგიისათვის. თუ დღეში ხუთჯერ მიირთმევთ ხილს, საჭირო ვიტამინებსაც საკმარისი დოზით მიიღებთ. თუმცა, D ვიტამინი ყველა საკვებში არ გვხვდება, მისი საუკეთესო წყაროებია –  ომეგა-3 დანამატები, როგორიცაა ვირთევზას ღვიძლის ზეთი.
  3. დღის ნოყიერი საუზმით დაწყება არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ ზრდასრულებისთვისაც მნიშვნელოვანია. დღის საუზმით დაწყების დადებითი ზეგავლენა მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე არაერთი კვლევით დამტკიცდა.
  4. დილით ყავის ნაცვლად ერთი ჭიქა წყალი დალიეთ. მიუხედავად იმისა, რომ კოფეინი შეიძლება იმ მომენტში გამაცოცხლებელიც კი იყოს, მისი დიდი რაოდენობით მიღება, პირიქით, ამცირებს ენერგიას. ამიტომაც, შესაძლოა, წყალმაც იგივენაირად მოგიმატოთ ენერგია, ხოლო მცირედი დეჰრიდატაციაც კი ანელებს სისხლის მიმოქცევას, ორგანიზმი კი იძულებულია, მეტი ენერგია დახარჯოს უჯრედებისა და ორგანოებისათვის სისხლის მიწოდებაზე და აქედან გამომდინარე, თავსაც უფრო დაღლილად იგრძნობთ.
  5. განწყობაზე დიდი ზეგავლენა აქვს მუსიკას. კვლევებით დასტურდება, რომ მუსიკას სამუშაო პროცესზეც დადებითი ეფექტი აქვს ალბათ იმიტომაც, რომ მუსიკის მოსმენისას დაღლილობა გავიწყდებათ. ასე რომ, მუშაობისას ნურც პოზიტიური მუსიკის ხმამაღლა მოსმენას მოერიდებით და ნურც ცეკვას.
  6. რეგულარულად მიიღეთ ენერგიის მარაგი. დღის განმავლობაში სისხლში შაქრის დონისა და ენერგიის შესანარჩუნებლად რეკომენდებულია სამ-ოთხ საათში ერთხელ ჭამა. კარგი იქნება, შეურიოთ ნახშირწყლები, პროტეინი და ჯანსაღი ცხიმები.
  7. საკმარისი რაოდენობით მიიღეთ რკინა. რკინის დეფიციტის სიმპტომებია: გადაღლილობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი და მუშაობის სიძნელე. თუ არ ხართ დარწმუნებული, გაქვთ თუ არა რკინის დეფიციტი, მიმართეთ თქვენს ექიმს. რკინით მდიდარია შემდეგი საკვები: შავი პუდინგი, ღვიძლის პაშტეტი, საქონლისა და ფრინველის ხორცი, მარცვლეული, ისპანახი და კომბოსტო კალე.
  8. შეჩერდით და ღრმად ისუნთქეთ. სტრესულ მდგომარეობაში ხშირად მცირე ოდენობით ვისუნთქავთ ჰაერს, რითიც ნაკლებ ჟანგბადს იღებს ორგანიზმი და შესაბამისად უფრო მეტად გრძნობთ თავს სტრესულ და გადაღლილ მდგომარეობაში.
  9. უფრო დაბალ ტემპერატურაში უკეთ იძინებთ. ხშირად ძილში ხელს ოთახის ცხელი ან ცივი ტემპერატურა გვიშლის ხოლმე. საძინებლისთვის რეკომენდებული ტემპერატურაა 12-14 გრადუსი.
  10. მიიღეთ ხანგრძლივი ენერგია ბოჭკოვანი საკვებით. ბოჭკო სისხლის ნაკადამდე საკმაოდ ნელა აღწევს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ საკვებით მიღებული ენერგია ხანგრძლივად გეყოფათ. ბოჭკოვანი საკვების დღური დოზაა 25-30 გრამი მაშინ, როდესაც ადამიანთა უმეტესობა მხოლოდ 10-15 გრამს მიირთმევს.